x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პროსოციალური ქცევა

imageწარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ მოხუცს, რომელსაც ქუჩაზე გადასასვლელად დახმარება სჭირდება. თქვენ როგორ მოიქცევით? დაეხმარებით მოხუცს? თუ
ისე გააგრძლელებთ გზას თითქოს ეს არც კი შეგინიშნავთ?
პროსოციალური ქცევა მოიცავს ნებისმიერი სახის დახმარებას ადამიანის მოტივისდა მიუხედავად. ჩვენ ყოველდღიურად პროსოციალური ქცევის ბევრ მაგალითს ვხედავთ. პროსოციალურ ქცევაზე გავლენას ახდენს ის, თუ რა ტიპის ურთიერთობა არსებობს ადამიანებს შორის. სიმპათიის, სოციალური ვალდებულების, ანგარების ან თანაგრძნობის გამო ჩვენ ნაცნობებს უფრო მეტად ვეხმარებით, ვიდრე უცხო ადამიანებს. თუმცა, უცხო ადამიანების დახმარებაც არ არის იშვიათობა.


ყველა საზოგადოებას აქვს დახმარებასთან დაკავშირებული ნორმები, მაგრამ ის, თუ ვის და როდის ვეხმარებით, განსხვავებულია კულტურებს შორის.ჯოან მილერის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (1994) სწორედ ამაზე მეტყველებს. მილერი ერთმანეთს ადარებდა ინდოეთსა და აშშ-ში მცხოვრები ხალხის
შეხედულებებს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ინდური კულტურა ხაზს უსვამს ადამიანების ურთიერთდაკავშირებულობასა და სოციალური ჯგუფის
მიმართ ინდივიდის ვალდებულებას. ამისგან განსხვავებით, ამერიკული კულტურა
აფასებს ინდივიდუალიზმსა და თავდაჯერებულობას. შედეგად, მილერმა დაასკვნა, რომ ამერიკაში ადამიანის დახმარება პირად არჩევანს უკავშირდება, ხოლო ინდოეთში, იგივე საკითხი მორალურ ვალდებულებად არის მიჩნეული.


ვიდრე ადამიანი გადაწყვეტს, რომ დაეხმაროს სხვას, იგი ამ დროს გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე საფეხურს გაივლის, რასაც გაადაწყვეტილების მიღების პერსპექტივა ეწოდება. გადაწყვეტილების მიღების პროცესი ასეთია: პირველ რიგში, ადამიანმა უნდა შენიშნოს, რომ რაღაც ხდება და გადაწყვიტოს, რომ საჭიროა დახმარება. თუ დახმარება საჭიროა, ინდივიდი განიხილავს, თუ რამდენად არის მისი პირადი პასუხისმგებლობა დახმარების გაწევა. ამის შემდეგ, ის აფასებს იმ „საზღაურსა“ და „სარგებელს“, რაც დახმარების გაწევას და არგაწევას მოჰყვება. და ბოლოს, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევაა საჭირო და როგორ უნდა განახორციელოს ის.


ატრიბუციის თეორიის მიხედვით ჩვენ უფრო მოსალოდნელია, რომ დავეხმარებით ადამიანს, თუ ვთვლით, რომ პრობლემის მიზეზი მისი კონტროლის მიღმა იყო. მეტ თანადგომას იმ ადამიანების მიმართ ვიჩენთ, რომლებსაც ბრალი არ მიუძღვით მოცემულ საგანგებო სიტუაციაში; ხოლო გულგრილობას ვიჩენთ მათ მიმართ, ვინც თავადაა პასუხისმგებელი პრობლემაზე.


ასევე მნიშვნელოვანია გუნება-განწყობილების როლი დახმარებაში. დადგენილია რომ როდესაც ადამიანი კარგ ხასიათზეა უფრო მეტად დაეხმარება სხვას. რას შეეხება ცუდ გუნება-განწყობილებას, უარყოფითი მდგომარეობის შემსუბუქების მოდელის მიხედვით,
შეიძლება სხვას დაეხმარო იმის გამო, რომ ამის დახმარებით გუნება-განწყობილება გამოგიკეთდეს. თუ უარყოფითი გუნება-განწყობილება გვიბიძგებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ საკუთარ თავსა და საჭიროებებზე, ნაკლებად მოსალოდნელია რომ სხვისი დახმარება მოვისურვოთ.

0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:მარი დავითოშვილი
მარი დავითოშვილი
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0