x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოწევას თავს თუ დავანებებ... ოპტიმისტი, პესიმისტი და...

image

image

ის რომ სიგარეტი, მწეველის ყველა ორგანოს აზიანებს, შემდეგ კი კლავს, ამის შესახებ, ყველამ იცის. და მიუხედავად ამისა, სტატისტიკის თანახმად, დღეს, მსოფლიოში, სიგარეტს ქალების 12 და მამაკაცების 47% ეწევა.

რა მოხდება, ადამიანი სიგარეტის მოწევას თავს თუ დაანებებს?

როგორც წესი, მწეველები ორ შედეგს წინასწარმეტყველებენ – პესიმისტურს და ოპტიმისტურს.

ოპტიმისტების თეორიის თანახმად, ადამიანი თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებს, მისი ცხოვრება უკეთესობისკე შეიცვლება: სუფთა ფილტვები, სუნთქვა თანაბარი.

მაგრამ ეს ვერსია, მთლად სწორე არ არის. რა თქმა უნდა, ცვლილებები უკეთესობისკე იქნება, მაგრამ მაშინვე არა. თავიდან, შეიძლება, შეგრძნება გაჩნდეს, რომ არაფერი შეიცვალა, მაგრამ სინამდვილეში ცვლილებების პროცესი უკვე დაწყებულია, მთავარი ამ შემთხვევაში – მოთმინებაა.

პესიმისტების თეორიის მიხედვით, მოწევაზე უარის თქმა, დიდ უსიამოვნებებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული, როგორც ფიზიკურთან ის ფსიქოლოგიურთან (ჩნდება ზედმეტი წონა, მწეველებისთვის განკუთვნილ ადგილებში საუბრები აღარ იქნება და ა. შ.) და საერთოდ თვლიან რომ “ისე არა წვიმს, როგორც ქუხს" ანუ სიგარეტის მოწევა, ისეთ საშიში არ არის, როგორც ამბობენ.

ზედმეტი წონის გაჩენა, ასეთ სიტუაციაში, ნორმალურია, რადგან ორგანიზმში ცვლილებები მიდის, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ისევე სწრაფად შეიძლება, როგორც ჩნდება.

რაც შეეხება საუბრებს, ვინა თქვა რომ მწეველებთან ურთიერთობის გაგრძელება არ შეიძლება? როგორც სტივენ კინგი ამბობდა ალკოჰოლთან დაკავშირებით, «თუ არ გინდა დალევა – ნუ დალევ. რა უნდა აკეთოთ სუფრასთან? დალიეთ კოკა-კოლა».

რა თქმა უნდა, თუ თქვენთვის რამეს სიამოვნება მოაქვს, უარი არ უნდა თქვათ მასზე, უბრალოდ ნუ მოსწევთ და მორჩა. მოწევისთვის თავის დანებება არც ისე რთულია, ხოლო დადებითი ცვლილებები დიდხანს არ გალოდინებთ:

- 20 წუთის შემდეგ, არტერიული წნევის ნორმალიზება ხდება.
- 48 საათის შემდეგ, ორგანიზმი მთლიანად თავისუფლდება ნიკოტინისგან. ნორმაში მოდის ყნოსვისა და გემოს ფუნქციები.
- 72 საათის შემდეგ, ადამიანს ძალა ემატება.
- 2 კვირის შემდეგ, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ეს პროცესი მომავალშიც გრძელდება.
- 3-5 თვის შემდეგ, ხველება და სუნთქვის ორგანოებთა დაკავშირებული პრობლემები ქრება, რადგან ფილტვების მოცულობა 10%-ით იზრდება.

imageგააკეთეთ სწორე არჩევანი. იყავით ჯანმრთელები.

image

0
394
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0