x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცრურწმენები, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია

imageთუ მხედველობაში
მივიღებთ ორგანიზაციული დისკრიმინაციის წარმოშვების ისტორიას, საჭირო გახდება ყურადღება
გავამახვილოთ 2 ფაქტორზე.

1) ინტერპერსონალური
პროცესები– ჩართული იმ ხალხის პერცეფციაში, რომლებიც მიეკუთვნებიან სტერეოტიპულ ჯგუფებს.


2) სიტუაციური მახასიათებლები(მაგ. ძალაუფლებასთან კავშირი, კონტექსტუალური ნორმები, სიტუაციური მიზნები)


დავიწყოთ ინტერპერსონალური კოგნიტური მიზნების ანალიზით,
განვიხილოთ რა შედეგებს იწვევს სტერეოტიპებზე დაფუძნებული ქცევა. შემდეგ კი უკვე გადავალთ ცრურწმენებზე, რომლებიც აძლიერებენ სტერეოტიპებით გაჯერებულ მსჯელობასა და ქცევას, ასევე განვიხილავთ ცრურწმენებს, რომლებიც ეხება ქალებს. ბოლოს კი გავაანალიზებთ სიტუაციურ ფაქტორებს.


ადამიანების აღქმა და მათი გაერთიანება მარავალრიცხოვან კატეგორიებში ხდება წამიერად და არაცნობიერად. მაგალითად ჩვენ ვხედავთ ვიღაც ადამიანს, მოვარგებთ მას ჩვენს სტერეოტიპულ სისტემას და არაცნობიერად მივაკუთნებთ მას რომელიმე კატეგორიას. სტერეოტიპების შესახებ არსებითია ერთი ასპექტი, რომ ისინი უქმნიან ადამიანებს გარკვეულ მოლოდინებს და განწყობებს სხვა ადამიანების მიმართ. ჩვენ როგორც წესი, გვაქვს ჩამოყალიბებული ქცევითი სქემა სხვა ადამიანების შესახებ, ანუ ვარაუდი რომ ჩვენ ვიცით როგორ მოიქცევიან ისინი კონკრეტულ სიტუაციაში. მსგავსი მსჯელობის საშუალებას გვაძლევს მათ მიმართ არსებული სტერეოტიპები და წინასწარი განწყობები. სტერეოტიპები, მოლოდინები და განწყობები 2 გზით
მოქმედებს:


1)
სტერეოტიპები გაჯერებული მოლოდინებით მოქმედებს, როგორც ჩარჩო, ფილტრი, რომელიც ახდენს ინფორმაციის შერჩევას, მიღებასა და კოდირებას. ხდება იმ ინფორმაციის მიღება რომელიც ჩვენს განწყობებს და სტერეოტიპებს შეესაბამება და როგორ წესი, შეუსაბამო ინფორმაცია იგნორირდება. შედეგად
ვიღებთ არასწორ მტკიცებას ადამიანზე. იგივე მექანიმიზმი მუშაობს ქალების დისკრიმინაციაზე სამსახურეობრივ სფეროში. თავდაპირველად მისი გაერთიანება ხდება ქალთა ჯგუში, შემდეგ კი ავტომატურად ტივტივდება სტერეოტიპი, რომ „ქალები არაკომპეტენტურები არიან“ .


2)
სტერეოტიპებით გაჯერებული მოლოდინები ხანდახან აწარმოებენ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანების შედარება ერთმანეთთან. მაშინ როდესაც ქალებთან
არსებული სტერეოტიპული მოლოდინები არის დაბალი, მათი წარმატებაც აღიქმება სტერეოტიპულად „არაადეკვატურად“. ძირითადი ტენდენცია, რომელიც
ამ დროს იჩენს თავს ცნობილია „wow” ეფექტის სახელით. რაც ნიშნავს, რომ ქალის წარმატების შემთხვევაში ხდება მისი შედარება სხვა ქალებთან. მიუხეადავად
იმისა რამდენად კარგად ასრულებს ის საქმეს, შეფასება რომელსაც ის იღებს არის შემდეგი:
„ქალის პირობაზე შესანიშნავია“, თუმცა იშვიათად აღიარებენ, რომ მან მართლაც კარგად გაართვა დავალებას თავი. უბრალოდ ის შესანიშნავია ქალის პირობაზე და არა ზოგადი სტანდარტების მიხედვით. ამ შემთვევაში იყო „ბრწყინვალე ქალის პირობაზე“, სულაც არ ნიშნავს „იყო ბრწყინვალე“. „wow” ეფექტი დღესდღეობით კვლავ ძალიან
ხშირი და გავრცელებულია, შედეგადად კი ვიღებთ იმას, რომ იგი ხელს უშლის ქალებს წარმატების მიღწევაში და რაც მთავარია, აღიარებისა და პატივისცემის მოპოვებაში.


სტერეოტიპები ქალებზე ასევე განსხვავდება რასობრივი ცრურწმენებისგან იმ გზებით, რომლებმაც შეიძლება გაამწვავონ სიტუაცია სტერეოტიპულად მასკულანურ გარემოში.


პირველ რიგში, უმეტესობა „ახალი რასობრივი“ მეთოდებისა ასკვნის, რომ თეთრი ამერიკელები თანაგრძნობას გამოხატავენ შავი ამერიკელების მიმართ, როგორც უსამართლობის მსხვერპლისადმი და არიან მოტივირებულები, რომ მოიპოვონ თანასწორობა და განდევნონ ცრურწმენები. არსებობს შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი რასისტი ცდილობს შენიღბოს საკუთარი დამოკიდებულება და ცრურწმენები
და იმოქმედონ არარასისტული გზით, იჩენენ ხოლმე ინიციატივას ინტერაქციისას რათა შენიღბონ საკუთარი სახე. „შენიღბული“ რასისტები აკონტროლებენ
საკუთარ ქცევას და ცრურწმენებს. განსხვავებით რასიზმისგან, შენიღბულიც და თანამედროვე სექსისტებიც, სრულიან განსხვავდებიან რასისტებისგან.
ნაცვლად იმისა, რომ ქალები განიხილონ სექსიზმის მსხვერპლად, თანამედროვე სექსისტებიუარყოფენ რომ დღესდღეობით ეს პრობლემა საერთოდ არსებობს. რეალურად, “swim et al. s” თანამედროვე სექსიზმის სკალა მოიცავს
2 ძირითად კატეგორიას საკითებისა:


1)
კატეგორია, რომელიც აცხადებს და ამტკიცებს, რომ სექსიზმი 21–ე საუკუნეში პრობლემას არ წარმოადგენს


2)
კატეგორია, რომელიც აგრესიას გამოხატავს იმ პირების მიმართ ვინც გამოდის ქალთა უფლებების დასაცავად და ამბობს რომ სექსისზმი პრობლემაა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.


სხვა ფაქტორები ის არის, რომ თანამედროვე სექსისტებს არ შეუძლიათ სექსიზმის შემთხვევების იდენტიფიცირება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ნათელი ინტსრუქცია აქვთ, იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს სექსიზმი.


მეორე ფაქტორი, რაც განასხვავებს სექსისტურ სტერეოტიპებს რასისტულისგან არის ის რომ, არის ტიპიურად დიდი ნაწილი პოზიტიური ეფექტებისა დაკავშირებულია
საწინააღმეგო სქესთან. Fiske და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ
ადამიანებს ახასიათებთ შემდეგი ტენდენცია, ისინი თვლიან რომ ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს, რომ სტატუსი უნდა მოიპოვო შენი კომპეტენციით, ურთიერთობები უნდა მოიპოვო გაცემული სითბოს მიხედვით. კომპეტენციისა და სითბოს
კომბინაცია იძლევა ცრურწმენების 4 კომბინაციას, ჯგუფები არიან აღქმული, როგორც:


ა)თბილები და კომპეტენტურები


ბ)თბილები და არაკომპეტენტურები


გ) ცივები და კომპეტენტურები


დ)არც თბილები და არც კომპეტენტურები





პირველი და მეოთხე სიტუაცია გამოხატავს ცრურწმენებს ჯგუფშიდა და ჯგუფგარეშე წევრების შესახებ. ჯგუფშიდა წევრები არიან პოზიტიურად შეფასებულნი, ჯგუფგარეშენი
კი იმსახურებენ უპატივცემულობას, ისინი არიან დაბალი სტატუსის ადამიანები. მე–3 და მე–4 შემთხვევა კი წარმოადგენს ამბივალენტურ წარმოდგენებს.





სიტუაციური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებნ დისკრიმინაციაზე





სოციალური ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ადამიანების პერცეფცია
ხდება იმ სოციალური კატეგორიების აღქმის და ანალიზის მიხედვით, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. სხვა სიტყვებით, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები ინტერპრეტაციას უკეთებენ შემოსულ ინფორმაციას, როდესაც ისინი აღიქვამენ ადამიანს ისინი ახდენენ მის მიკუთვნებას რომელიმე ჯგუფისადმი და მიაწერენ მას ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას. ( მაგ. გენდერული სტერეოტიპები ზუსტად ამ გზით მოქმედებს). იმ შემთხვევაში თუ ადამიანები
არ არიან საკმარისად მოტივირებულნი, რომ მოახდინონ სხვათა ინდივიდუალიზაცია ეს ტენდენცია იწყებს მოქმედებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც როგორც ამწვავებენ ასევე ასუსტებენ ამ სიტუაციას.





ძალაუფლება



აღიარებულია, რომ სტერეოტიპირების ტენდენცია იზრდება ძალაუფლების პროპორციულად. თუ გავყვებით მსჯელობას, რომ ადამიანების მაშინ ახდენენ სხვათა სტერეოტიპირებას მაშინ, როდესაც არ არიან საკმარისად მოტივირებულნი, რომ აღიქვან ისინი როგორც ცალკეული ინდივიდები და არა როგორც ჯგუფის წევრები,
მივიღებთ, რომ მცირე ძალაუფლების მქონე ინდივიდები უფრო არიან მოტივირებულნი აღიქვან დიდი ძალაუფლების მქონე პირები ცალკეულ ინდივიდებად. საპირისპირო შემთვევაში ვიღებთ კონტრასტულ შედეგს, დიდი ძალაუფლების მქონე პირები მეტად არიან მიდრეკილნი სტერეოტიპირების პროცესისკენ და აღიქვან შედარებით დაბალი სტატუსის მქონე ადამიანი ჯგუფის წევრად. ამ ტენდენციას შეიძლება განაპირობებდეს 2 მიზეზი:


1) ისინი ცდილობენ შეინარჩნონ არსებული ძალაუფლობრივი განსხვავება


2) ისინი არ არიან საკმარისად მოტივირებულნი სიტუაცია უფრო ღრმად გაანალიზონ.


მნიშვნელოვანი საკითი ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ სტერეოტიპული ტენდენციები ძალაუფლებასთან დაკავშირებით არის პრობლემატური ტრადიციულ მიღწევათა სისტემებში, სადაც წარმატება უპირატესად კაცთანაა დაკავშირებული . კაცები ასოცირდებიან ისეთ ცნებებთან როგორიცაა: ლოგიკა, სტრატეგია,
კომპეტენცია, კონკურენცია, მაშინ როდესაც ქალები უკავშრდებიან ალოგიკურობას, ემოციურობას და სისუსტეს.


ასეთ სიტუაციაში უფრო სავარაუდოა, რომ კაცებს უფრო აქვთ შანსი მიაღწიონ მაღალ პოზიციებს და მოიპოვონ ძალაუფლება, წინა დასკვნას თუ მივუბრუნდებით, მივიღებთ რომ სუსტი ძალაულების მქონე ქალები დიდი ძალაუფლების მქონე
კაცების მიერ არიან სტერეოტიპულად შეფასებული. კაცები არ აფასებენ სათანადოდ ქალის მიღწევებს, რადგანაც ქალი განხილულია, როგორ ჯგუფის წევრი, რომელიც ხასიათდება ყველა ზემო ჩამოთვლილი თვისებით.


0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ჯავახაძე
სალომე ჯავახაძე
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0