x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61689
  • ვიდეო:311063
  • სურათი:412064
გენდერული დისკრიმინაცია სამსახურებში-ძალადობა და სტერეოტიპები

image დღესდღეობით ცნობილია ფაქტია, რომ ქალებსა და კაცებს სამსახურში სხვადასხვაგვარად ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როდესაც
ქალებს მეტი პრვილეგია აქვთ, ძირითადი სურათი შემდეგია, რომ ქალებს არასათანადოდ აფასებენ.
ქალებსა და კაცებს შორის მართლაც რომ არსებობს განსხვავებები, მაგრამ მიზეზი ქალთა დისკრიმინაციისა სამსახურში, სწორედ რომ ამ განსხვავებების არააკურატული აღქმა ხდება
ხოლმე. ამიტომაც, დღესდღეობით არსებითი მნიშვნელობისაა აღიწეროს და გამოვლინდეს გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევები დასაქმების სხვადასხვა სფეროში. ის ფსიქოლოგიური ასპექტები რომლებიც ხელს უწყობს დისკრიმინაციის გავრცელებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაცია არ იქნას განხიული ვიწრო კონტექსტში. დისკრიმინაცია არის გლობალური პროცესი. სამოქალაქო, ფიზიკური თუ სოციალური ნორმები, რომლებიც გავრცელებულია სამსახურში, შეიძლება ნიღბავდეს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებსაც აწყდებიან ქალები და კაცები მუშაობისას. აგრეთვე დიდი ყურადღება ექცევა და მოითოვს ახნსა–განმარტებას და გადაჭრის გზების მოძიებას იმ შედეგებზე ორიენტირება, რომელსაც ადამიანი იღებს სამსახურიდან,
მაგალითად კომპენსაცია.





დავიწყოთ კითვით, რა მტკიცებულება არსებობს რომ ჩვენ მართლაც ვხვდებით გენდერულ დისკრიმინაციას სამსახურებში? ტრადიციული განმარტება გენდერული დისკრიმინაციისა სამსახურში ხაზს უსვამს იურიდიულ წესებსა და კანონებს. მაგალითად USA-ში 2 ძირითადი მტკიცებულება არსებობს გენდერული დისკრიმინაციიის არსებობის:


1)
განსხვავებული განმარტება–თავს იჩენს მაშინ, როდესაც ინდივიდებს ეპყრობიან
განსხვავებულად „უპირატესი“ ჯგუფის წევრობის ან არწევრობის გამო. ასეთი განსხვავებული მოპყრობა მოიცავს შემთხვევებს, როდესაც დამქირავებელს არ სურს აიყვანოს თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია, უარს ამბობს მის დაწინაურებაზე, ინტერვიუს დროს უსვამს ისეთ კითხვებს, რომლებიც არ დაუსვამს მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, აძლევს დაბალ საწყის სახელფასო
შეთავაზებას.


2)
უფრო მრავალმხრივი განმარტება გენდერული დისკრმინაციის (დამანგრეველი შედეგებით) წარმოდგენილია ფაქტით, რომ კონკრეტული ჯგუფის წევრებზე უარყოფითად მოქმედებს სამსახურეობრივი გადაწყვეტილებები
და პრაქტიკა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პრაქტიკა განზრახ არ ახდენს დისკრიმინაცია,
მაინც უფრო დიდ პერსპექტივას აძლევს კაცებს ვიდრე ქალებს.



განსხვავებები ორგანიზაციულ წვდომაში

გენდერული განვითარების შესაძლებლობების შერჩევა არის კრიტიკული პრედიკატორი გენდერული განსხვავებების ორგანიზაციებში მიღებული შედეგის.
(მაგ. ხელფასი, დაწინაურება). ლაბორატორიული კვლევები იძლევა საწინააღმდეგო ინფორმაციას გენდერულ და დისკრიმინაციის საკითხებში რეკრიუტმენტსა
და შერჩევასთან დაკავშირებით. 1980 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ გენდერული დისკრიმინაციის ხარისხი უფრო მაღალი იყო, როცა გადაწყვეტილებს ჰქონდათ მინიმალური ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია მხოლოდ კანდიდატთა სქესზე.
უფრო ახალმა კვლევამ, სადაც ძირითადი ფოკუსი იყო სელექციური ინტერვიუ, მოგვაწოდა მტკიცებულება, რომ უმნიშვნელო განსხვავებები იყო სქესის მიხედვით. ამავდროულად სხვა კვლევები ამბობენ ისევ საპირისპიროს, რომ როგორც ინტერვიუს პროცესი, ასევე მისი შედეგები მიმართული იყო ქალების საპირისპიროდ. აღმოჩნდა, რომ ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ მახასითებლებს, როგორიცაა ვიზუალურობა, მაშინ როდესაც მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის
ნაკლებად ექცევა ყურადღება მათ ფიზიკურობას.



განსხვავებები დაწინაურებასა და ანაზღაურებაში


როგორც წესი, ქალებს უკავიათ ნაკლებად პრესტიჟული და ზემოქმედების უნარის მქონე პოზიციები, ვიდრე კაცებს, ასევე, დაწინაურებას ორგანიზაციებში უფრო დიდი ძალისხმევის შედეგად აღწევენ ქალები, ვიდრე კაცები. მათთვის პერსპექტივა გაცილებით დიდია. საპირისპიროდ, ქალები იღებენ გაცილებით დაბალ საწყის
ხელფასს, დაწინაურების ნაკლებ შანსს და ნაკლებ სარგებელს სამსახურეობრივი ტრანსფერისა და შეცვლის დროს.


განსხვავებები სამსახურში
კარიერაში ქალისა და კაცისთვის არის მიზეზი განსხვავებისა მათ დაფინანსებასა და დაჯილდოებაში. რაც შეეხება ყველაზე კონსისტენტურ და სისტემატურ განსხვავებებს ქალსა და კაცს შორის, ეს არის კომპენსაციის სისტემა. განსვლა მათ ხელფასებში არის აშკარად შესამჩნევი და თვალსაჩინო. მაგალითისთვის, 2001 წელს სრულ განიკვეთზე დასაქმებული ქალები საშუალოდ კვირის განმავლობაში იღებდნენ 511 დოლარს,
მაშინ როდესაც კაცების საშუალო შემოსავალი 672 დოლარს შეადგენდა. მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ განსვლა ხელფასებს შორის აღინიშნებოდა იმ პირებს შორის, რომელთაც ეკავათ ერთნაირი პოზიცია და ჰქონდათ ერთნაირია კვალიფიკაცია და გამოცდილება.





განსხვავებები მათდამი დამოკიდებულებასა და ქცევაში


მკვევარები, რომლებიც იკვლევდნენ გენდერულ დისკრიმინაციას დასაქმების სფეროში ხაზს უსვამენ, რომ სტატისტიკური მაჩვენებელი ქალებისა, რომლებიც აცხადებენ სამსახურში განცდილი დისკრიმინაციის შესახებ არის შემაშფოთებლად მაღალი(დაახლოებით 10%, მხოლოდ ისინი ვინც აცხადებს და თამამად
ლაპარაკობს ამის შესახებ). უფრო მეტიც, ბიზნეს სკოლა „ალუმნის შესწავლამ აჩვენა, რომ ორივე ქალებიცა და კაცებიც აღიარებდნენ, რომ ქალები უფრო არიან დისკრიმინირებულები სამსახურში ვიდრე კაცები. უნდა აღინიშნოს, რომ განსხხვავებულ დისკრიმინაციულ მოპყრობებზე გავლენას ახდენს განსხვავებები პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში.





შკარაა, რომ ქალები

და კაცები სამსახურში იღებენ სხვადასხვა შთბეჭდილებებს, დაფასებასა თუ შეფასებას.
საბოლოო ჯამში კი შეიძლება ითქვას, რომ ისინი იღებენ სხვადასხვა სამსახურეობრივ გამოცდილებას. მაგრამ დღესდღეობით, ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით ამ სფეროში ეს არის სამსახურეობრივი გარემოს სექსუალიზაცია, სექსუალური ძალადობა. სექსუალური ძალადობის სხვადასხვა სახეებს
არჩევენ და სამსახურში სექსუალური ძალადობა 3 ძირითად კატეგორიაში ერთიანდება:


1) ვერბალური გამოწვევა(სექსუალურ, არაადეკვატურ თემებზე ლაპარაკი)

2) ვერბალური კომენტარები( სექსუალური ფრაზები, შენიშვნები, შეთავაზებები)

3)არავერბალური ძალადობა( სექსუალური შეტევა, თავდასხმა, სექსუალური პოზირება, იძულება)




კვლევები აჩვენებს, რომ ქალთა დიდი ნაწილი განიცდის სექსუალური ძალადობის რომელიმე ფორმას სამსახურში. უმეტესად ვხვდებით ვერბალურ გამოწვევასა და კომენტარებს, თუმცა არავერბალური ძალადობაც საკმაოდ გავრცელებულია და მოითხოვს რეაგირებასა და პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავებას. სექსუალურ გამოცდილებაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია რიგი ფაქტორების გამო, იგი იწვევს:


1)შემცირებულ პროდიქტიულობას

2)შემცირებულ დაწინაურების შესაძლებლობას

3)კადრების დენადობას

4)აბსენტიზმს

5)მორალურ კრიზისს

6)შრომითი კმაყოფილების დაქვეითებას





ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ სექსუალური
ძალადობა ზიანს აყენებს არა მარტო ძალადობის მსხვერპლს, არამედ თავად ორგანიზაციასაც.
როგორც წესი, დიდ ორგანიზაციბი წელიწადში მილიონობით ზარალს ღებულობენ დაკარგული პროდიქტიულობის, ჯანმრთელობის გარდაუვალი ხარჯების და შემცირებული ეფექტუურობის გამო. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობა ასევე იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც, როგორიცაა:


სტრესი და დეპრესია,

ინსომნია(ძილის დარღვევა),

კვების დარღვევა,

მძიმე შემთხვევებში კვებითი აშლილობა(ანორექსია, ბულიმია)

ისტერიკული შეტევები.



რომ შევაჯამოთ, გენდერული დისკრიმინაციას სამსახურში შეიძლება
ჰქონდეს სხვადასხვა საფუძველი. ასე რომ ერთი
კერძო შემთხვევა არ გვაძლებს გენერირების საშუალებას. საჭიროა სურათი ფართე
კონტექტში განვიხილოთ და ყველა განმაპირობებელ ფაქტორს დავუთმოთ სათანადო ყურადღება.



25
1-ს არ მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:სალომე ჯავახაძე
სალომე ჯავახაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0