x
ძალადობის პრობლემა
19 თებერვალი, 23:14

დღესდღეობით მკვეთრად შეინიშნება ძალადობის მსხვერპლთა რიცხვის ზრდა, რაც საზოგადოებაში აღშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით დიდია რიცხვი ქალთა მიმართ ძალადობისა. სანამ უშუალოდ ამ მძიმე საკითხზე გადავიდოდე, თავდაპირველად განვმარტავ სიტყვა „ძალადობის“ მნიშვნელობას და მის ფორმებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ძალადობა არის ფიზიკური ძალის, ან ძალაუფლების განზრახ გამოყენება რეალური ან მუქარის სახით მიმართული საკუთარი თავის, სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგს წარმოადგენს სხეულის დაზიანებები, სიკვდილი, ფსიქოლოგიური ტრავმა, გადახრები განვითარებაში ან სხვა სახის ზიანი.
image გამოყოფენ ძალადობის შემდეგ ფორმებს:
1. ფიზიკური ძალადობა
2. ემოციური ძალადობა
3. სექსუალური ძალადობა
4. უგულებელყოფა


ფიზიკური ძალადობა არის ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ადამიანს, ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ან განმეორებადი ქმედებები: ცემა, ხელისკვრა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნებისმიერი ტკივილის მიყენება. ეს ყველაფერი წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას. ფიზიკური ტრავმა შეიძლება იყოს მსუბუქი ნაკაწრიდან და ჩალურჯებიდან მოტეხილ ძვლებამდე, ტვინის შერყევამდე, შინაგანი ორგანოების დაზიანებამდე.


ემოციური ძალადობა არის სიტყვიერი ან ქცევითი ზემოქმედებით შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება. ეს არის ადამიანის დამცირება, დასჯა, დაშინება და ნორმალური სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა.
ემოციურად მატრავმირებელი ქცევებია:
უარყოფა - არ ცნობენ ადამიანის ფასეულობებს, აგრძნობინებენ, რომ არ არის საჭირო და სასურველი.
იზოლირება - ადამიანს უზღუდავენ სხვადასხვა სოციალურ ურთიერთობას, აიძულებენ სჯეროდეს, რომ ის მარტოსულია.
ტერორიზება - სიტყვიერი აგრესიით, დაცინვით, გაუთავებელი საყვედურებით, შიშის გარემოს შექმნა.
სოციალური გარყვნა - უკანონო ქმდებების ჩადენა: ქურდობა, მათხოვრობა და ა.შ.

სექსუალური ძალადობა არის ადამიანის გამოყენება სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ან გამორჩენის მიზნით. ეს შეიძლება იყოს სექსუალური მეტყველება, სექსუალური ფაქტების ამსახველი ვიდეოების ჩვენება, გაუპატიურება და ა.შ.
უგულებელყოფა - ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის
აუცილებელი საჭირეობის რეგულარული დაუკმაყოფილებლობა.


სამწუხაროდ, ძალადობა ზოგიერთ ქვეყანაში არ აღიქმება დანაშაულად. მაგალითად, ავღანეთში ქალთა მიმართ ძალადობა დაშვებულია, რაც მათი ადათ-წესებიდან გამომდინარეობს. ქალის უფლებები დაკნინებულია. შესაბამისად, მამაკაცები უფრო მეტი უფლებით სარგებლობენ. ხშირია ქალის მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტები. მათზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ისინი კარგავენ საკუთარი თავის პატივისცემას, წინააღმდეგობის გაწევის უნარს, თვლიან, რომ ძალადობა მათ მიმართ იმიტომ ხორციელდება, რომ მათ ეს დაიმსახურეს. ამიტომ ცემა, შეურაცხყოფა და ძალადობის სხვა ფორმები ჩვეულებივ მოვლენად აღიქმება. წიგნში „სუადი, ცოცხლად დამწვარი“ აღწერილია რეალური ისტორია. ის სასტიკი ტრადიციების მსხვერპლი გახდა. მხოლოდ ერთეულებს შესწევთ ძალა აღუდგნენ წინ უსამართლობას, უმეტესობა კი ბედს ეგუება.


ახლა კი დავუბრუნდეთ პრობლემის განხილვას საქართველოში. ძალადობა ხორციელდება როგორც ქალებზე, ისე ბავშვებსა და მოხუცებზე. 2013 წელს მამაკაცის მხრიდან ქალის მკვლელობის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წელს კი 20 ქალზე მეტია მოკლული. ძალადობა ხორციელდება ყოველდღე, ყოველწუთსა და წამს. რეაგირება კი, სამწუხაროდ, არ ხდება. საზოგადოება გამოხატავს წუხილს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად არავინ ცდილობს მიმართოს საჭირო ღონისძიებებს, რათა ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი შემცირდეს. გაიმართა არაერთი დისკუსია, უამრავ თოქ-შოუში წამოიჭრა ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ერთხმად გმობდნენ ძალადობას, ბჭობდნენ თუ რატომ შეიძლება ადამიანმა განახორციელოს ძალადობა, სად უშვებენ აღმზრდელები შეცდომას და ა.შ. მაგრამ პრობლება პრობლემად რჩება. საზოგადოების შეშფოთება ისევდაისევ დროებითი და უშედეგოა. ადამიანები საგანგაშოდ აღიქვამენ მხოლოდ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, თუმცა ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ თავად შესაძლოა უფრო ხშირად ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ-ემოციურ ძალადობას გარშემომყოფების მიმართ. ფსიქოლოგიური ძალადობა უფრო მძიმე შედეგებს აყენებს ადამიანს, ვიდრე ფიზიკური. სტატისტიკურად დადგენილია, რომ ძალადობის მსხვერპლთა 98% შემდგომში თავად ხდება მოძალადე. საჭიროა
მოხდეს სწრაფი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემის მიმართ.











19
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თეა ჩაფიჩაძე
თეა ჩაფიჩაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...
მუკდახანში (ტაილანდი) ძველ სასაფლაოზე წარმოებული გათხრების ...
მომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდემომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდე
რეი კურცვეილი არის ერთ-ერთი თანამედროვე მიღწევების სფეროში უძლიერესი და ...
საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდანსაუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან
პაკისტანში ექიმები ორი ადგილობრივი მცხოვრების, ორი ...
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თ...
გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთადგემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პროდუქტების ნაწილს ჩვენ მხოლოდ 20 წ...
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?
შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბ...
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
NASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნაNASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნა
მარსი სიშორით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მის...
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?  (მე-2 ნაწილი)იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? (მე-2 ნაწილი)
შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. რ...