x
Apple-ის წერილი მომხმარებელს FBI-ის მოთხოვნის გამო
19 თებერვალი, 22:45

image

კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი სპეციალურ წერილს ავრცელებს, რომელშიც ამერიკის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნის წინააღმდეგ გამოდის. კუკი მომხმარებელს კომპანიის გადაწყვეტილებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ განუმარტავს. როგორც ის აცხადებს, FBI Apple-ისაგან სპეციალური პროგრამის შექმენას მოითხოვს, რომელიც საშუალებას მისცემს საგამოძიებო სამსახურს შეაღწიოს სან ბერნარდოში მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილის iPhone-ში. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამ პრეცენდენტის დაშვებით საფრთხე შეემქნება Apple-ის პროდუქციით მოსარგებლეთა პირად ცხოვრებას.


გთავაზობთ ტიმ კუკის წერილს:
“ამერიკის შეერთებული შტატები კომპანიისაგან მოითხოვს უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმას, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოებას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ მოთხოვნის, რომელიც მათ სამართლებრივ გავლენას სცილდება.
ამ ეტაპზე ვითხოვთ, საჯარო განხილვას. ჩვენ გვინდა ჩვენმა მომხმარებლებმა და საზოგადოებამ გაიაზროს რა არის სასწორზე.


iPhone-ის მიერ შექმნილი სმარტფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ხალხი მას იყენებს დიდი რაოდენობით პირადი ინფორმაციის შესანახად: პირადი მიმოწერა, ფოტოები, მუსიკა, ჩანაწერები, კალენდარი და საკონტაქტო ინფორმაცია, ფინანსური და ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები, ის ინფორმაციაც კი სად ვიყავით, ან სად ვაპირებთ წასვლას.


ყველანაირი ინფორმაცია დაცული უნდა იყოს ჰაკერებისა და კრიმინაცლების წვდომისაგან, რათა ის არ მოიპარონ და არ გამოიყენონ თქვენგან დამოუკიდებლად, თქვენი ნებართვის გარეშე. მომხმარებელი ელის, რომ როგორც Apple ისე სხვა ტექნოლოგიების კომპანიები გააკეთებენ ყველაფერს, რათა დაიცვან მათი პირადი ინფორმაცია და Apple-ში ერთგულად ვიცავთ მათ მონაცემებს.


ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხოების შელახვამ შესაძლოა, ჩვენი პირადი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს. სწორედ ამიტომაა ინფორმაციის დაშიფვრა ჩვენთვის მნიშვნელოვანი.


მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრის მეთოდს, რათა დავიცვათ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, რადგან გვჯერა, მხოლოდ ამ გზით შეიძლება პირადი ინფორმაციის დაცვა. ჩვენ თავადაც არ მიგვიწვდება ხელი მსგავს ინფორმაციაზე, რადგან გვჯერა, რომ კონტენტი თქვენი iPhone-დან ჩვენ არ გვეხება.


გასული წლის დეკემბერში სან ბერნანდოში მომხდარი ტერორისტული აქტით ჩვენც შოკირებული ვიყავით. ჩვენც ვიგლოვეთ დაღუპულები და გვსურდა სამართლიანობის აღდგენა ყველასთვის, ვისი სიცოცხლეც ამ ფაქტით შეილახა. თავდასხმის შემდეგ FBI-იმ ჩვენ დახმარება გვთხოვა და ჩვენც თავდაუზოგადავად ვმუშაობდით სახელმწიფოსთან ერთად ამ საშინელი დანაშაულის გამოსაძიებლად. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ტერორიზმს.
როდესაც FBI-იმ ჩვენგან მოითხვა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს განგაკურგულებაში იყო, ჩვენ მათ მივეცი ეს ინფორმაცია. Apple ემორჩილება სასამართლო მოთხოვნებს და საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს სან ბერნანდოს შემთხვევის გარშემო. ჩვენ ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ Apple-ის ინჟინერები, რომლებიც ეხმარებიან FBI-ის და შევთავაზეთ მათ ჩვენი საუკეთესო იდეები გამოძიებისათვის.


ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პროფესიონალებს, რომლებიც FBI-ში მუშაობენ და გვჯერა, რომ მათ კარგი განზრახვები აქვთ. ამ დრომდე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვიძლია და რაც კანონის მოთხოვნებში ჯდება. მაგრამ ახლა შეერთებული შტატების ხელისუფლება ჩვენგან მოითხოვს იმას, რაც უბრალოდ არ გვაქვს და რასაც ვთვლით, რომ შექმნის შემთხვევაში ძალიან საშიშია. ისინი მოითხოვენ ჩვენგან, რომ შევქმნათ iPhone-ის სისტემაში შესაღწევი სხვა არაავტორიზებული საშუალება (Backdoor).


უფრო ზუსტად, FBI მოითხოვს ჩვენგან, რომ შევქმნათ ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია, რომელიც გვერდს აუვლის რამდენიმე მნიშვნელოვან უსაფრთხოების მახასიათებელს და დავაინსტალირებთ მას iPhone-ში გამოძიებისათვის. სხვა შემთხვევაში ეს პროგრამა, რომელიც დღეს არ არსებობს, გააჩენს საშუალებას, რომ პროგრამის მფლობელმა შეაღწიოს თქვენს iPhone-ში.


FBI-მ შესაძლოა ეს საშუალება სხვანაირად აღწეროს, მაგრამ ნუ შეცდებით: iOS-ის დაცვის სისტემის გვერდის ასავლელად შექმნილი მსგავსი ვერსია, ყველა შემთხვევაში გააჩენს “Backdoor”-ს. და როდესაც სახელმწიფო შეგვედავება, რომ ამ სიტყვას ამ შემთხვევაში არასწორად ვიყენებთ, არ არსებობს პროცესის კონტროლის საშუალება.


ზოგიც იტყვის, რომ “backdoor”-ის შექმნა ერთი iPhone-ისათვის ადვილია და გადაწყვეტილებაც ადვილი მისაღებია. მაგრამ ეს ახდენს, როგორც ციფრული თავდაცვის საბაზისო წესების იგნორირებას, ისევე იმ გავლენას, რაც მთავრობის მოთხოვნას გააჩნია ამ პროცესში.


თანამედროვე ციფრულ სამყაროში, დაშიფრული სისტემის “გასაღები” არის იმ ინფორმაციის პატარა ნაწილი, რომელიც ხსნის მთლიან სისტემას. როდესაც ინფორმაცია ცნობილი ხდება, ან საშუალება თუ როგორ ავუაროთ გვერდი დაშიფრულ კოდებს, შიფრი შესაძლებელია ნებისმიერმა დაშალოს, ვისაც ამისი ცოდნა გააჩნია.


მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ საშუალებას გამოიყენებს მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ iPhone-ზე. მაგრამ ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. როდესაც ის ერთხელ შეიქმენა, მას გამოიყენებენ კიდევ და კიდევ, ერთ ან რამდენიმე დივაისზე. ფიზიკურ სამყაროში, ეს იქნება ყველაფრის გამხსნელი გასაღების ექვივალენტი, რომელიც ათასობით დახურულ სისტემას გახსნის – რესტორნებიდან და ბანკებიდან, მაღაზიებსა და სახლებამდე. ვერც ერთი გონიერი ადამიანი ამას ვერ მიიღებს.


სახელმწიფო ჩვენგან მოითხოვს, რომ Apple-მა დაჰაკოს საკუთარი მომხმარებელი და უარყოს დაცვის ის განვითარებული სისტემები, რომლებიც იცავენ ჩვენს მომხმარებელს, ჰაკერებისა და კიბერ კრიმინალებისაგან, მათ შორის მილიონობით ამერიკის მოქალაქეს. იმავე ინჟინერებს, რომლებმაც შექმნეს შიფრი iPhone-ების დასაცავად ახლა უბრძანეს, რომ დაასუსტონ თავდაცვის სისტემა და გახადონ ჩვენი მომხმარებელი ნაკლებ დაცული.
ჩვენ ვერ ვიპოვით პრეცენდენტს ამერიკულ კომპანებს შორის, რომლებიც იძულებული გახნენ საკუთარი მომხმარებელი თავდასხმის რისკის ქვეშ დაეყენებინა. წლების განმავლობაში, მშიფრავები და ნაციონალური თავდაცვის ექსპერტები ცდილობნენ დაესუსტებინათ თავდაცვის სისტემა. რაც დააზიანებს მხოლოდ კეთილშობილ და კანონმორჩილ მოქალაქეებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა Apple-ი, რომ დაცული იყოს მათი მონაცემები. კრიმინალები და დამნაშავეები კიდევ შეეცდებიან დაასუსტონ სისტემა იმ ხერხებით, რითაც შეუძლიათ.
იმის მაგივრად, რომ FBI-იმ მიმართოს შესაბამისი ბრძანებისათვის კონგრესს, ის იყენებს საკუთარი უფლებამოსილების გასაფართოებლად 1789 წელს მიღებულსასამართლო აქტების შესახებ კანონს იყენებს.


მთავრობა გაგვაუქმებინებს თავდაცვის საშუალებებს და დაამატებს სისტემას ახალ შესაძლებლობებს, რომელიც დივაისში კოდის გასაშიფრს ჩაამონტაჟებს ელექტრონულად. ეს ადვილს გახდის iPhone-ის გახსნას სწრაფად – ის მილიონობით კომბინაციას მოარგებს სისტემას თანამედროვე კომპიუტერული სისტემების საშუალებით.


მთავრობის მოთხოვნა აღმაშფოთებელია. თუ ხელისუფლებას შეუძლია ამ აქტის გამოყენება, რომ გაიადვილოს iPhone-ებში შეღწევა, მას ექნება საშუალება მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი მობილურიდან. მთავრობამ შესაძლოა გააგრძელოს პირადი სივრცის დარღვევა და მოსთხოვოს Apple-ს შექმენას დივაისებში შემავალი პროგრამა, რათა ხელი მიუწვდებოდეს თქვენს მესიჯებზე, ჯანმრთელობის ან ფინანსური მონაცემების შესახებ ჩანაწერებზე, აკონტროლონ თქვენი ადგილსამყოფელი, ასევე გააკონტროლონ თქვენი მობილურის მიკროფონი და კამერა თქვენგან დამოუკიდებლად.
ამ ბრძანების წინააღმდეგ წასვლა არა არის ადვილი. ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ იმაზე საუბარს, რასაც დღეს ვაფასებთ, როგორც შეერთებული შტატების მთავრობის უფლება-მოსილების გადამეტებას.


ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ფედერალური ბიურის მოთხოვნას, რადგან ღრმად ვცემთ პატივს ამერიკულ დემოკრატიას და გვიყვარს ეს ქვეყანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველასათვის უმჯობესი იქნება თუ უკან დავიხევთ და გადავხედავთ მოსალოდნელ შედეგებს.


გვჯერა, რომ FBI-ის განზრახვა კეთილსინდისიერია, თუმცა მაინც არასწროია მთავრობის მხრიდან წეზოლა, რომ შევქმნათ “Backdoor” ჩვენი პროდუქციისათვის. და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს მოთხოვნა, შელახავს იმ თავისუფლებებსა და უფლებებს, რომელსაც ჩვენი მთავრობა უნდა იცავდეს.
ტიმ კუკი.”


Apple-ის ხელმძღვანელის წერილს უკვე გამოეხმაურნენ Google-სა და Facebook-ში. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს ჩარევა მსგავს საკითხში და კომპანიისათვის სასამართლო მოთხოვნის საფუძველზე მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება საშიში პრეცენდენტია. WhatsApp-ის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ Apple-მა ეს არ უნდა დაუშვას.

41
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:tekoo
tekoo
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სამსუნგის ახალი მოდელი ამჯერად მანქანაში აფეთქდასამსუნგის ახალი მოდელი ამჯერად მანქანაში აფეთქდა
უბედური შემთხვევა ამერიკაში მცხოვრებ წყვილს ნათანსა და ლიდიას ...
ყველაზე პატარა მობილური ტელეფონიყველაზე პატარა მობილური ტელეფონი
ყველა გამყიდველი ცდილობს იპოვოს საკუთრი საქონელის მყიდველი, ასეთ სტრატეგიას ა...
ახალი iphone 7 სექტემბრიდან ოფიციალურად გაყიდვაში იქნება!ახალი iphone 7 სექტემბრიდან ოფიციალურად გაყიდვაში იქნება!
სიახლე iPhone-ის მოყვარულთათვის! ახალი iPhone-ი...
ფანრიანი Nokia 32 000$ ღირსფანრიანი Nokia 32 000$ ღირს
200 მილიონი ნოკია, მოდელი 1100 გამოვიდა 2003 წელს. მათ შორის არის სხვადასხვა მოდელ...
7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!
TIME-ის ჟურნალმა აირჩია 7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველე...
რატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზირატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზი
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, კომპიტერის კლავიატურაზე F და J კლავიშე...
აქვთ თუ არა ამერიკელებს "მფრინავი თეფში"?(ვიდეო)აქვთ თუ არა ამერიკელებს "მფრინავი თეფში"?(ვიდეო)
ინტერნეტში დაიდო ვიდეო, სადაც ჩანს მფრინავი ობიექტი აშშ-ს ემბლ...
iPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზეiPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზე
2016 წლის ყველაზე მოსალოდნელი და განხილვადი მოვლენა iPhone 7 და iPhone...
მარკ ცუკენბერგის წლიურ შემოსავალმა 51.6 მილიარდ დოლარს მიაღწია!მარკ ცუკენბერგის წლიურ შემოსავალმა 51.6 მილიარდ დოლარს მიაღწია!
სოციალურ ქსელ - Facebook-ის დამფუძნებელი და აღმ...
ავტომობილი, რომელიც 100 წელი საწვავის გარეშე იმუშავებსავტომობილი, რომელიც 100 წელი საწვავის გარეშე იმუშავებს
გამომგონებელმა და კომპანია Laser Power Systems-ის ხელმძღ...