x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61782
  • ვიდეო:311308
  • სურათი:412198
აბორტის აკრძალვა – დისკუსია აფხაზეთში

image

აფხაზეთში აბორტი აკრძალეს, თუმცა ამ თემაზე ერთგვაროვანი მოსაზრებები არ იყო.“CHAI KHANA”-ს ვიდეომასალა სოხუმიდან, რომელიც აბორტის აკრძალვამდეა გადაღებული, ასახავს იმ საფრთხეებზე დისკუსიას, ქალების და ექიმების მოსაზრებებს, რომელიც აბორტის აკრძალვაზე მიმდინარეობდა აფხაზეთში.


გთავაზობთ მარიანა კოტოვას სიუჟეტს, რომელიც მან “ჩაი ხანასთვის” მოამზადა:


აბორტის აკრძალვის კანონპროექტი აფხაზეთის პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლეთა უმეტესობამ ახალი კანონი გააკრიტიკა. ექიმების თქმით, აბორტისადმი ასეთმა მიდგომამ დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური კუთხითაც.


აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია.

0
20
2-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:tekoo
tekoo
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0