x
ემოციები გარდამავალ ასაკში
19 თებერვალი, 21:40

imageმოზარდის ორგანიზმის ფიზიოლოგიური ცვლილებები უშუალო ზემოქმედებას ახდენს მის ემოციურ ცხოვრებაზე. ადვილი აგზნებადობა, გუნება-განწყობილების სწრაფი ცვლა, გაბრაზების ინტენსივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ბიოლოგიურ ცვლილებებზე. ის შეცვლილი სოციალური მოთხოვნები, რომელსაც მოზარდს საზოგადოება უყენებს, ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოზარდის ემოციურ ფონს. ეს ყველაფერი გაურკვევლობას, დაბნეულობას, დადებით და უარყოფით ემოციებს იწვევს, რაც ხშირად, როგორც საკუთარ თავთან, ასევე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება. ამიტომ ამ პრობლემის თავიდან არიდება ან შემცირება რომ შევძლოთ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ზოგადი ემოციური ფონი გარდამავალ ასაკში.

გარდამავალ ასაკში ხშირად იცვლება განწყობები და სულიერი მდგომარეობა. აღმოცენდება ახალი სოციალური კავშირები, ახალი დამოკიდებულებები, მტკიცდება ახალი განცდები და ემოციები. უყალიბდებათ მწვავე განცდები უფროსებთან მიმართებაში. ყურადღებას აქცევენ მათ მიმართ უფროსების დამოკიდებულებას და მოპყრობას. ემოციური მდგომარეობა, რომელიც მოზარდში აღმოცენდება უფროსის მიმართ შეიძლება იყოს ურთიერთ საწინააღმდეგო.მათი განცდათა სფერო ფართო და მრავალფეროვანია. აქ შემოდის ეჭვები, დაურწმუნებულობა, აღიარება, სიხარული, სიამაყე, ოცნებები. ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს მოზარდში განმარტოების და თავის თავში ჩაკეტვის სურვილი. ამ დროს მისი განცდები საკუთარ პიროვნებასთანაა დაკავშირებული.მეორე მხრივ კი შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობის წყურვილი და მისწრაფება. იგი ცდილობს მას გაუგონ, იყოს გულრწფელი ადამიანებთან, როლებსაც იგი ენდობა. აქედან გამომდინარეობს მოზარდის მისწრაფება მეგობრობისაკენ, რომელშიც ჩნდება ეჭვი, წყენა, პატიება, სიხარული, თანაგრძნობა.

ბიოლოგიური, ინტელექტუალირი და სოციალური გარდაქმნების შედეგად მოზარდებში თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პროცესთან დაკავშირებული, მეტად თუ ნაკლებად გაცნობიერებული ემოციური ხასიათის განცდები. ამ ასაკისათვის დამახასიათებელია ასევე ეროტიული აზრები, თუმცა მოზარდები ამის გამო თავს დამნაშავედ გრძობენ და მალავენ.

მოზარდები იწყებენ ფიქრს საკუთარი თავის შესახებ, ხასიათის შესახებ, საკუთარი ქცევის შესახებ. მათი ემოციური განწყობები ხშირად იცვლება და გადადის ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. მაგალითად: მოზარდი, რომელიც ერთ წუთს კარგ ხასიათზე იყო, მეორე წუთს შეიძლება დამწუხრებული გახდეს სრულიად უბრალო მიზეზის გამო.

მათთვის დამახასიათებელია საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება. ამის გამო ხშირად განიცდიან მარცხს, რაც მძიმე განცდებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს განცდები გარეგნულად არ ვლინდება. ასევე განიცდიან უფროსების შენიშვნებს. წყენა შეიძლება მოზარდს ხანგძლივად გაყვეს და დეპრესის მიზეზი გახდეს. მოზარდი ცდილობს დამალოს საკუთარი თავისადმი წყენა და მარცხი, თუმცა იგი ამას შინაგანად ძალიან განიცდის.

მოზარდის და მშობლის ემოციური დამოკიდებულება მრავალი კომპონენტით ხასიათდება. ესენია: პატივისცემა, ერთგულება, სიფაქიზე, ეჭვი, სიამაყე მშობლების გამო. ყოველივე ეს არის ის ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს მშობლისადმი დადებით ან ნეგატიურ დამოკიდებულებას. შეიძლება ითქვას რომ ავტორიტარული აღზრდის სტილი ნეგატიურ ემოციასთან არის დაკავშირებული, ხოლო როდესაც მოზარდი თავს ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნობს ნეგატიური განცდები ნაკლებად გამოიკვეთება. მოზარდს უკვე აღარ მოსწონს ოჯახის წევრის მხრიდან შენიშვნები, ზედმეტი კონტროლი, მეთვალყურეობა. ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს: 1.არასასურველი ოჯახური ურთიერთობები მშობელსა და მოზარდს შორის. 2. შეზღუდვები, რომლებიც გამოწვეულია მშობლების ზემოქმედებით. 3.დაბრკოლება, რომელიც მუდმივად უშლის ბავშვს ხელს დაიკმაყოფილოს სურვილები.

ამის შედეგად ბავშვები ბევრ საწინააღმდეგოს აკეთებენ და მკვეთრად ავლენენ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

გარდამავალი ასაკის მოზარდებთან ურთიერთობა საინტერესო, მრავალფეროვანი და ამასთან ერთად რთულია. საუკეთესო გამოსავალი იქნება მოვახერხოთ და ვიპოვოთ “ოქროს შუალედი", რომელიც დაარეგულირებს მათთან ურთიერთობას და მოზარდს მივცეთ საშუალება შეიცნოს და გაერკვეს საკუთარ თავში, გრძნობებსა და ემოციებში.

18
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მარი დავითოშვილი
მარი დავითოშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ფობიებიფობიები
თითოეული ჩვენგანი პერიოდულად შფოთავს ან თავს არაკომფორტულად განიცდის უცნობ გარემოში: პირველი დღე ახალ ს...
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!
კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარს...
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცაერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა
V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გე...
პანიკური აშლილობა!პანიკური აშლილობა!
პანიკური აშლილობა ერთერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა დ...
მომავლის გასაოცარი გამოგონებებიმომავლის გასაოცარი გამოგონებები
აქ მოცემულია, თუ როგორი ეგონათ მომავალი მე-19 საუკუნელებს: ...
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნესმეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პ...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...
დაუნის სინდრომიდაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრო...
6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!
დედამიწა სადუმლოებებით აღსავსეა, ეს ყველამ კარგად ვ...