x
image
მანჩო 777
ოცი ამოუხსნელი საიდუმლო ძველი სამყაროდან
ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ თანამედროვე მეცნიერებისათვის მისი პროგრესული ტექნოლოგიებით არ უნდა არსებობდეს არავითარი ამოუხსნელი ამოცანა, მაგრამ მიუხედავად დღევანდელი მიღწევებისა მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში, ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქაა ძველი სამყაროდან, რომლის ამოხსნა ჯერჯერობით ვერავინ ვერ შეძლო.


image


მაშ ასე, დღეს საუბარი გვექნება ძველი სამყაროს ამოუხსნელ საიდუმლოებებზე, რომლებმაც თანამედროვე მეცნიერება ჩიხში მოაქცია.



1. მაინც ვინ და რატომ აშენებდა ამ რაოდენობით პირამიდებს? ისინი ხომ ეგვიპტის გარდა, აღმოჩენილია ჩინეთში, ევროპაში, ლათინურსა და სამხრეთ ამერიკაში.



image



2. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეექვსე ათსწლეულში სამხრეთ შუამდინარეთში გამოჩნდენ შუმერები. ეს სწორედ მათ მოიგონეს მთვარე-მზის კალენდარი, ბორბალი, გამომწვარი აგური, ციფრები და კიდევ უამრავი რამ... და ყველაფერი მაშინ, როცა შუმერების მეზობელ ტომებს არ შეეძლოთ სწორად მეტყველება და ჯერ კიდევ ძირხვენებით იკვებებოდნენ. საიდან მოვიდნენ შუმერები და რატომ დაერქვათ მათ ეს სახელი? - დღემდე უცნობია.


image



3. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს პასუხის გაცემა კითხვაზე - მაინც ვინ მართავდა ინკების იმპერიას? საქმე იმაშია, რომ ინკების მეფეები ღმერთების შთამომავლებად ითვლებოდნენ. ისინი იყვნენ თეთრკანიანები და ატარებდნენ წვერს, სხვათაშორის, პირველი კონკისტადორები გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სრულებითაც არ ჰგავდნენ გარეგნულად ჩვეულებრივ, რიგით ინკებს.


image



4. სწორედ ასეთივე გამოცანას წარმოადგენს ინდიელების რწმენა იმისა, რომ თეთრკანიანი ადამიანები მათი ღმერთები არიან, რომლებიც მათ დაჰპირდნენ, რომ დედამიწაზე დაბრუნდებოდნენ. ინდიელებში გავრცელებული მითების მიხედვით, სწორედ მათ მოათვინიერეს ველური ინდიელები და აზიარეს ისინი ცივილიზაციის საწყისებს. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს "ღმერთები'' იყვნენ ატლანტები, რომლებიც ატლანტიდის კონტინენტის ჩაძირვის შემდეგ ცოცხლები გადარჩნენ.


5. არსებობდა თუ არა იდუმალი ატლანტიდა, რომელიც ასეულობით წლებია ურევს თავგზას მეცნიერებსა და თავგადასავლების მაძიებლებს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა და ის დაწერილი იყო ეგვიპტელი ქურუმების მიერ, მაგრამ ალექსანდრიის დიდი ხანძრის დროს ეს პაპირუსები დაიწვა. ატლანტიდას ეძებდნენ თითქმის მთელ მსოფლიოში, დაწყებული გიბრალტარიდან პერუთი დამთავრებული, მაგრამ ამაოდ.


6. ვინ და რატომ აღმართა მოაის გიგანტური ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე? - ამ კითხვაზე პასუხი არაა. ქანდაკებები კი კუნძულზე ბლომადაა - მთელი 90 ცალი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კუნძულზე ერთ პატარა ქვას ვერ წააწყდები. მაშ საიდან მოხვდა აქ ეს გიგანტური ქვის ქანდაკებები? ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, მოაი-ესენი იყვნენ გიგანტები, რომლებიც მოვიდნენ კუნძულზე, მაგრამ იქ სიარული ვერ შეძლეს და საბოლოოდ გაქვავდნენ.


image



7. ძალიან ბევრი კითხვაა დაკავშირებული კანარის კუნძულების ადგილობრივ მოსახლეობასთან -გუანჩებთან. ამ რეგიონისათვის სავსებით არატიპიურია მაღალი, წითურთმიანი ადამიანები. მათ ჩვეულებრივი საუბარი არ შეეძლოთ, ერთმანეთს მხოლოდ სტვენით გადასცემდნენ აზრებს. გარდა ამისა, ისინი იყვნენ მსოფლიოში ერთადერთი ხალხი, ვისაც არასოდეს აუგია გემები და ნავები. უფრო მეტიც, გემთმშენებლობა მათთან მკაცრად იყო აკრძალული, რატომ? -არავინ იცის.


image



8. ასევე საიდუმლოებითაა მოცული ეგრეთწოდებული ზღვის ხალხის გაჩენა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეში ისინი უეცრად გაჩნდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთში. სწორედ მათ დაამხეს ხეთების სამეფო და ძველი საბერძნეთის მრავალი ქალაქი-სახელმწიფო; ეწეოდნენ მრავალწლიან ომს ეგვიპტესთან და მხოლოდ ფინიკიელებმა შეძლეს ზღვაოსანი მომთაბარეების დამარცხება. უცანური იყო ის, რომ "ზღვის ადამიანები" მხოლოდ კლავდნენ და ძარცვავდენ დაპყრობილ ხალხებს, ისინი არ ცდილობდნენ ხმელეთის რომელიმე ადგილზე მუდმივად ცხოვრებას.


9. აპენინის ნახევარკუნძულსაც აქვს ამოუხსნელი საიდუმლო-ეტრუსკები. ხალხი, რომელიც განვითარების დონით მეზობელ ტომებზე ბევრად მაღლა იდგა, უცებ, თითქოსდა არსაიდან გაჩნდა. ეტრუსკები აშენებდნენ ქვის ქალაქებს, ეწეოდნენ მეღვინეობას და აქტიურ ვაჭრობას. ვინ და საიდან იყვნენ ისინი მოსული? - უცნობია, რადგან ჯერჯერობით მათი დამწერლობის გაშიფვრა ვერავინ შეძლო.


image



10. სფინქსი რომ ეგვიპტელებს არ აღუმართავთ - ეს დამტკიცებული ფაქტია, უფრო მეტიც, მრავალრიცხოვანი გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ის ეგვიპტური ცივილიზაციის გაჩენამდე გაცილებით ადრეა გამოკვეთილი. ვინ და რატომ გამოაქანდაკა ის ქვიდან? - გამოცანაა.


image



11. უამრავ საიდუმლოებას და გამოცანას ინახავს ოლმეკების ინდური ცივილიზაცია. ისინი საკუთარ თავს იაგუარის შვილებად თვლიდნენ და არა ადამიანებად. ამიტომ ერთადერთი, რამაც ამ ცივილიზაციისაგან დღემდე მოაღწია, მტაცებელი ცხოველების ქვის ქანდაკებებია და კიდევ ქვისავე ჭიშკარი, რომელიც პირდაპირ შუა უდაბნოში მდებარეობს.


12. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა: ნამდვილად მოხდა თუ არა წარღვნა? ის მოხსენიებულია არამარტო ბიბლიაში, არაედ შუმერების მითებშიც. თანამედროვე მეცნიერებისათვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 5600 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, მისი ზეგავლენით შავი ზღვის დონემ 140 მეტრით მაღლა აიწია. ასე რომ შესაძლებელია, სწორედ ამ მოვლენამ ჰპოვა ასახვა ძველ ლეგენდებში.


13. ამერიკის კონტინენტზე პირველი ევროპელის ფეხის დადგმის დროს მაიას ცივილიზაცია უკვე თითქმის ჩამქრალი იყო. უზარმაზარი იმპერიისაგან დარჩა გასაცოდავებული, ნახევრად ველური ტომი, რომელსაც ძველი დიდების არაფერი შერჩენოდა. რა გახდა ასეთი მკვეთრი დეგრადაციის მიზეზი? - უცნობია.


14. დღემდე უცნობია, თუ სადაა დასაფლავებული ალექსანდრე მაკედონელი. უფრო მეტიც, არაა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რით გარდაიცვალა ის 32 წლის ასაკში. სპარსელები ამტკიცებდნენ, რომ ის დასაჯეს ღმერთებმა კირიოსის საფლავის შებილწვისათვის.


image



15. XX საუკუნის ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე მკვლევარებმა იპოვეს უნიკალური ნაგებობები, კერძოდ -ორი პირამიდა. ისინი აგებულია უცნობი მასალისაგან, რომელიც წააგავს მინას. სავარაუდოდ, ეს პირამიდები რამოდენიმე ათასი წლისა წინათაა აგებული. ვინ და რატომ ააშენა ისინი?-დღემდე უცნობია.


16. ნასკას ველზე გაკეთებული ცნობილი ნახატების გარჩევა მხოლოდ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან შეიძლება, იმდენად გიგანტურია მათი ზომები. მაგალითად, არწივის ფიგურის სიგრძე 12 მეტრია, ობობასი -46 მეტრი. ვინ, როგორ და რატომ შექნა ეს ფიგურები? - ეს იტორიის თავსატეხია.


image



17. 1930 წელს კოსტა-რიკაში აღმოაჩინეს 300- ზე მეტი საკმაოდ დიდ ზომის ქვის სფერო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, მათი ასაკი 2000 წელია. თანამედროვე ტექნოლოგიებიც კი უძლურია ასე სუფთად დაამუშაოს ქვა და მისცეს მას იდეალური სფეროს ფორმა. ვინ და როგორ გამოკვეთა ეს სფეროები? -ეს კითხვა პასუხგაუცემელია.


image



18. ცოტადოდენი ხნის წინათ არქეოლოგებმა გააკეთეს შესანიშნავი აღმოჩენა: მათ იპოვეს მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, რომელიც მოიცავს ესპანეთისა და თურქეთის ტერიტორიებს. მიახლოებითი ასაკი ამ გვირაბებისა -12 000 წელია. როგორ მოახერხეს ქვის ხანაში მცხოვრებმა ადამიანებმა ამოდენა გვირაბების აგება? - გამოცანაა.


19. სტოუნჰენჯი აგებულია დაახლოებით 5000 წლის წინ. ვინ და რა მიზნით ააგო ეს ნაგებობა?-უცნობია. მეცნიერები თვლიან, რომ აქ მდებარეობდა უძველესი ასტრონომიული ლაბორატორია, ხოლო მითებისა და ლეგენდების მოყვარულები კი გვარწმუნებენ, რომ სტოუნჰენჯი ჯადოქარმა მერლინმა შექმნა.


image

20. არსებობდნენ თუ არა სინამდვილეში გიგანტები? – უცნობია. დროდარდო დედამიწის რომელიმე კუთხიდან მოდის ცნობები, რომ იპოვეს გიგანტების ჩონჩხები, მაგრამ ექსპერტიზა აჩვენებს, რომ ეს ფალსიფიკაციაა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხშია თქმულებები გოლიათების შესახებ. მაგალითად, როგორც ტიბეტის მცხოვრებლები ამტკიცებენ, გიგანტებს მაღალი მთების კლდეებში სძინავთ და მოვა დრო, როცა ისინი გაიღვიძებენ. სიმართლე კი არავინ იცის.


ასე რომ, ისტორიკოსებს, არქეოლოგებსა და ლეგენდების მოყვარულებს კიდევ მრავალ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი. ამოიხსნება თუ არა წარსულში დამარხული საიდუმლოებები - ამას მომავალი გვიჩვენებს.

14
2944
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2944
  
2016, 7 ივლისი, 20:51
ეგენი მხოლოდ ვარაუდებია, სიმართლე არავინ იცის :)
2016, 7 ივლისი, 19:16
ამ თემაზე ვლადიმერ ვახანიას წიგნიც ძალიან შთამბეჭდავია.
2016, 4 ივლისი, 10:25
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/152524/1/Iberiuli_DNM_Samyaros_Kodi_Qartuli_Anbani.pdf
2016, 4 ივლისი, 10:24
აქ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი გარკვეულია:სტოუნჰენჯიც,შუმერებიც,ეტრუსკებიც,პირამიდებიც,ინკების თეთრკანიანებიც,გოლიათებიც(საქართველოში აღმოჩენილი გიგანტების ძვლები გამოიკვლია პროფ. ვეკუამ და მუზეუმში დევს) და ა.შ .
http://dspace.nplg.gov.ge/…/Iberiuli_DNM_Samyaros_Kodi_Qart…
2016, 25 აპრილი, 14:23
საინტერესოაა ყოჩაღ
2016, 22 თებერვალი, 16:21
ზუსტადაც..რა უსუსურია ადამიანი კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში :)
2016, 22 თებერვალი, 0:56
,,როგორც ჭიანჭველების ბუდესთან ჩავლილ ტანკს ვერ შეამჩნევენ და ვერ მიხვდებიან მის მნიშვნელობას ეს პატარა მწერები, ისე ჩვენ ვერ ვხვდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო,, არ მახსოვს, ვისი სიტყვებია, თუმცა ვეთანხმები))))
2016, 21 თებერვალი, 21:17
ერთი მხრივ, მართალი ხარ-პასუხგაუცემელი კითხვები არ არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ ხშირ შემთხვევაში მეცნიერება ჩიხში ექცევა ხოლმე :)
2016, 21 თებერვალი, 11:18
მიყვარს ასეთი სტატიები,თუმცა ვფიქრობ რომ პასუხი ყველა კითხვაზე არსებობს უბრალოდ ჯერ ვერ ვიპოვეთ
2016, 20 თებერვალი, 23:14
მადლობა, არაჩანდა :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10