x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
§21. კარტოგრაფიის საგანი და განვითარების ისტორია. თავი IV - კარტოგრაფია და ადგილზე ორიენტირება. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის
image

image

გეოგრაფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ობიექტური რეალობის, საგნების და მოვლენების კონკრეტულ სივრცეს, დროულ ცვალებადობაში და გადმოსცემს რუკის ენით, კაროგრაფია ეწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ, კარტოგრაფია არის მეცნიერება რუკის შედგენის შესახებ.

შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის შეიქმნა პირველი რუკა. ცნობილია, რომ მრავალი წლის წინ, ჩვენს ერამდე, ადამიანები უკვე კარგად იცნობდნენ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდნენ და შეეძლოთ მისი ახსნა ქვიშაზე, ქვაზე ან ხის ქერქზე. ასეთი კარტოგრაფიული ჩანახატები ეხმარებოდ მათ გზის გაგნებაში და სანადირო ადგილების მოძებნაში.

თავისი მნიშვნელობით, გეოგრაფიული რუკის შედარება მხოლოდ წიგნისთვის შეიძლებ. თუ წიგნი თაობათა მიერ მოგროვილი ცოდნის სიმბოლოა, მაშინ რუკა, სამყაროს სივრცითი მოწყობის, ხანგრძლივი შესწავლის, ანასახია.

ძველად შექმნილი რუკებიდან, ჩვენამდე თითქმის არაფერს მოუღწევია. ბიბლიოთეკები, რომლებშიც დაცული იყო რუკები, ომებისა და ხანძრების დროს ნადგურდებოდა. მაგ., ყველაზე ცნობილი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელშიც თავმოყრილი იყო იმ დროს არსებული ყველა მნიშვნელოვანი ნაშრომი და რუკა, რომაელების ეგვიპტეში ლაშქრობის

დროს დაიწვა. გადარჩენილი ხელნაწერები, იულიუს ცეზარის ბრძანებით, გემზე გადაიტანეს და რომში გაგზავნეს. გემი შტორმის დროს ჩაიძირა და რაც ხანძარს გადაურჩა, წყალმა შთანთქა.

ერთ-ერთი პირველი კარტოგრაფი, ვისმა სახელმა და რუკამ ჩვენამდე მოღწია, ანაქსიმანდრე (ძვ. წ. აღრ. 610-547) იყო. მან პირველმა ასახა ქაღალდზე, იმ პერიოდში, ბერძნებისთვის ცნობილი ტერიტორიები.

ანაქსიმანდრეს რუკა, მოგვიანებით, ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა, ჰეკატეოს მილეთელიმა (ძვ. წ. აღრ. 550-490) ჩაასწორა.

image

imageდიდი წვლილი, კარტოგრაფიის განვითარებაში, მიუძღვის ერატოსთენეს (ძვ. წ. აღ. 276 - 194). მან თავის წიგნში “გეოგრაფია", აღწერა იმ დროს ცნობილი ტერიტორიების ბუნება და წიგნს დაურთა ამ ტერიტორიების რუკა. გარდა ამისა, მან შემოიღო გრადუსთა ბადე.

გრადუსთა ბადე დახვეწა და მისი სისტემატიზირება მოახდინა ჰეპარქმა (ძვ. წ. აღრ. 190 – 125). მან დედამიწა სიგრძეზე და სიგანეზე 360 ნაწილად დაყო. მანვე წამოჭრა პროექციების თემა კარტოგრაფიაში.

image
ანტიკურ ეპოქაში არსებული კარტოგრაფიული ცოდნა, სისტემაში მოიყვანა პტოლემემ (100 – 170 წწ.). მან თავის წიგნში “სახელმძღვანელო გეოგრაფიაში", აღწერა რუკების შედგენის მეთოდები. წიგნს თან ერთვოდა 27 რუკა: ერთი მთლიანი და 26 “კერძო" (რეგიონალური). რუკებთან ერთად, სახელმძღვანოლოში, 8 ათასი პუნქტის კოორდინატები იყო გამოქვეყნებული. მის მიერ შედგენილი რუკებით, 1000 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ ევროპაში.

XII საუკუნეში, ევროპაში კომპასის გამოჩენამ, ახალი თემატიკის რუკების შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო საზღვაო რუკები, ე. წ. პორტულანები, რომლებიც მთლიანად, სხვადასხვა წერტილებიდან გამომავალი ხაზებით იყო დასერილი. წერტილებში იგულისხმებოდა მაგნიტური ისრების სავარაუდო მდებარეობა, ხოლო მათგან გამომავალი ხაზები, მიმართულებას უჩვენებდა. პირველი პორტულანი იტალიელმა ანჯელინო დულჩერმა შექმნა 1339 წელს.

imageდიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV-XVII), ოქროს ხანა დადგა კარტოგრაფიის განვითარების ისტორიაში. მოგზაურობის დროს, გროვდებოდა ახალ-ახალი მასალები, რომლის საფუძველზე ხდებოდა ძველი რუკების ჩასწორება. კარტოგრაფები თავაუღებლად მუშაობდნენ. ცალკეული რუკებიდან ერთ მთლიან რუკას ქმნიდნენ ან მთლიანი რუკიდან, ცალკეულებს – უფრო მსხვილმასშტაბიან რუკებს.

imageისევე როგორც კარტოგრაფიის განვითარების ადრეულ პერიოდში, შუა საუკუნეებში მოღვაწე კარტოგრაფებს, დედამიწის ზედაპირის ქაღალდზე დაუმახინჯებლად გადატანის დროს, პრობლემები ექმნებოდათ. რუკაზე დამახინჯების აღმოფხვრის არაერთი ხერხი არსებობდა, მაგრამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბებული არ იყო. იმ პერიოდის ყველაზე ცნობილმა ფლამანდიელმა (დღევანდელი ბელგიის ერთ-ერთი რეგიონი) კარტოგრაფმა, გერარდ მერკატორმა (1512 – 1594 წწ.) დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, შექმნა სწორკუთხა ცილინდრული პროექცია, დედამიწის ეკვატორული ნაწილისთვის და მისგან განსხვავებული პროექცია – პოლარული და ცალკეული რეგიონებისთვის.

imageმერკატორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უმჯობესი იყო მსხვილმასშტაბიანი რუკების შექმნა, ხმელეთის ცალკეული რეგიონებისთვის, რომლებზეც დამახინჯება მინიმალური იქნებოდა.image
1595 წ. მერკატორმა რუკების კრებული გამოსცა, რომლის ყდაზე გამოსახული იყო ტიტანი ატლასი (იგივე ატლანტი – ძვ. ბერძ. მითოლოგიაში. ძლევამოსილი ტიტანი, რომელსაც მხრებზე ცის თაღი ედგა) და ამ რუკების კრებულს ატლასი დაერქვა, ხოლო მოგვიანებით, სახელი “ატლასი", მსგავსი ტიპის ყველა გამოცემაზე გავრცელდა.

მერკატორი თავის ყველა ქმნილებას მოხმარების წესებს ურთავდა. მასზე დიდი და ცნობილი კარტოგრაფი, შუა საუკუნეებში არა ყოფილა. ის კარტოგრაფიის აღიარებული მეფე იყო.

იმ პერიოდში, რუკებზე კარტოგრაფებთან ერთად, მხატვრები და გრაფიკოსებიც მუშაობდნენ. ატლასის ყველა ფურცელი ლამაზად იყო მოხატული მითიური პერსონაჟებით, ეგზოტიკური ქვეყნების მაცხოვრებლებით, ცხოველებით და მცენარეებით. ასე გაფორმებული რუკები და ატლასები საკმაოდ ძვირი ღირდა და ხალხი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კი არა, ისე ყიდულობდა, როგორც ხელოვნების ნიმუშებს. ასეთ რუკებს მოოქროვილ ჩარჩოებში სვამდნენ და კედელზე კიდებდნენ. XVI საუკუნის ბოლოს, რომის პაპის სასახლეში, სპეციალური გალერეა ააშენეს გეოგრაფიული რუკებისთვის და მისი კედლები 40 ფრესკა-რუკით მოხატეს.

image

imageგადმოცემის თანახმად, პირველი გლობუსი ძველმა ბერძენმა მეცნიერმა კრატეტმა შექმნა, ძვ. წ. აღრ. II საუკუნეში. მაგრამ, ამ გლობუსს ჩვენამდე არ მოუღწევია. ამიტომ, I გლობუსად 1492 წ. გერმანელი მეცნიერის და მოგზაურის, მარტინ ბეჰაიმის (1498-1507 წწ.) მიერ შექმნილი გლობუსი ითვლება. თავის ქმნილებას ავტორმა “დედამიწის ვაშლი" დაარქვა. მას გლობუსი (ლათ. Globus — სფერო) მოგვიანებით დაერქვა. 54 სმ-იან სფეროზე, ბეჰაიმმა დედამიწის ზედაპირი გადაიტანა, პტოლემეს რუკების მიხედვით.

გლობუსი, გამოჩენისთანავე, ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მასზე გეოგრაფიული ობიექტები უფრო ზუსტად იყო ასახული, ვიდრე რუკაზე და გარდა ამისა, ის განათლების სიმბოლოდ იქცა. თუ ადამიანი თავს ელიტური საზოგადოების წევრად თვლიდა, აუცილებლად უნდა ჰქონოდა სახლში გლობუსი. გლობუსები ამშვენებდა მეფეების და მინისტრების სამუშაო კაბინეტებსაც. იმ პერიოდში, სხვადასხვა თემატიკის და ზომის გლობუსები იქმნებოდა. მაგ., იყო გლობუს–პორტულანები, რომლებსაც მეზღვაურები იყენებდნენ. მოგვიანებით გლობუსი მოქანდაკეების და იუვილირების შთაგონების წყაროდაც იქცა.

XIX ს-ში, დედამიწის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ, რუკები და გლობუსები უფრო ზუსტი და საქმიანი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, რუკებს მხოლოდ მისი დანიშნულების მიხედვით იყენებდნენ. რაც შეეხება მხატვრებს, ისინი ძველებურად აგრძელებდნენ რუკებზე მუშაობას და ქმნიდნენ კარიკატურულ რუკებს, საგაზეთო სტატიებისთვის. ასეთი რუკები ფართო მასებისთვის იყო განკუთვნილი და პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა.

imageრუკების გარეშე შეუძლებელია გეოგრაფიული კვლევის ჩატარება. ყველაფერი რუკით იწყება და რუკით მთავრდება. რუკა ცოდნის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელიც იძლევა ინფორმაციას ობიექტის მდებარეობის, თვისებების და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ.

რუკა ინფორმაციის მხოლოდ წყარო არ არის. ის მისი ასახვის განსაკუთრებული საშუალებაა, რომლის შეცვლა ტექსტით ძალიან რთულია, იქნებ, შეუძლებელიც.

კაცობრიობისთვის ცნობილი, უძველესი, თიხის ფირფიტაზე შესრულებული რუკა, ძვ. წ. აღრ. 2250 წლით არის დათარიღებული. საუკინეების მანძილზე, რუკებს ქაღალდზე ადგენდნენ და ტუშით ხაზავდნენ. კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოგონების შემდეგ, 2009 წლიდან, დაიწყო ახალი ეპოქა კარტოგრაფიის ისტორიაში. მოხდა რუკების შედგენის პროცესის კომპიუტერიზირება. შემუშავებულია რუკების შესადგენი სპეციალური პროგრამები, მაგ., GeoMedia, Intergraph MGE, ESRI ArcGIS, EasyTrace და სხვა.

imageimageმეცნიერებას, რომელიც ელექტრონული რუკების შედგენაზე მუშაობს, გეოიკონიკა (“გეო" – მიწა, “იკონიკა" - გამოსახულება) ეწოდება.

ქაღალდის და ელექტრონული რუკების გარდა, არსებობს კიდევ სამგანზომილებიანი და რელიეფული რუკები, რომლებზეც უფრო თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი დედამიწის ზედაპირი. ასეთი რუკები შეიძლება იყოს მყარი მასალით დამზადებული ან ელექტრონული სახით.

რუკებზე ხშირად არის დართული, რუკის შინაარსის შესაბამისი ფოტოსურათები. ასეთ რუკებს, ფოტო და აერო რუკები ეწოდება.

სხვადასხვა სახის პრეზენტაციებზე გამოიყენება გამჭვირვალე რუკა–ტრანსპარანტები.

რუკების გარდა, გეოგრაფიული ინფორმაციის გადმოსაცემად, გამოიყენება გლობუსები და ატლასები. ბოლო დროს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ელექტრონული (3D) ატლასები.

image

image

image§ 1. მზის სისტემა. თავი I - სამყარო და დედამიწა.


http://intermedia.ge/სტატია/66851-მზის-სისტემა-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია-დამხმარე-სახე/108/

§ 2. მზე და მზის სისტემის ასაკი. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/66946-§-2-მზე-და-მზის-სისტემის-ასაკი-თავი-I-სამყარო-და-დედამიწა-ზოგადი-გეოგრ/108/

§ 3. მზის მოძრაობა და მისი ადგილი გალაქტიკაში. თავი I - სამყარო და დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/67220-§-3-მზის-მოძრაობა-და-მისი-ადგილი-გალაქტიკაში-თავი-I-სამყარო-და-დედამიწ/108/

§ 4. გეოლოგიური დრო და გეოქრონოლოგიური ცხრილი. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/67485-§-4-გეოლოგიური-დრო-და-გეოქრონოლოგიური-ცხრილი-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§ 5. კატარქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68018-§-5-კატარქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 6. არქაული ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68019-§-6-არქაული-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგადი/88/

§ 7. პროტეროზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68028-§-7-პროტეროზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზ/88/

§ 8. პალეოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68026-§-8-პალეოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგ/88/

§ 9. მეზოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68043-§-9-მეზოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზოგა/88/

§ 10. კაინოზოური ერა. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68253-§-10-კაინოზოური-ერა-თავი-II-დედამიწის-ასაკი-და-განვითარების-ისტორია-ზო/88/

§11. დედამიწის განვითარების ისტორია 24 საათში. თავი II - დედამიწის ასაკი და განვითარების ისტორია.
http://intermedia.ge/სტატია/68289-§11-დედამიწის-განვითარების-ისტორია-24-საათში-თავი-II-დედამიწის-ასაკი-დ/88/

§12. დედამიწის ფორმა და ზომა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68426-§12-დედამიწის-ფორმა-და-ზომა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფია/88/

§13. მზის და მთვარის დაბნელება. მთვარის ფაზები. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68458-§13-მზის-და-მთვარის-დაბნელება-მთვარის-ფაზები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა/88/

§14. სამყაროს მოწყობის ორი სისტემა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/68720-§14-სამყაროს-მოწყობის-ორი-სისტემა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეო/88/

§15. დედამიწის დღე-ღამური და წლიური მოძრაობა. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69007-§15-დედამიწის-დღე-ღამური-და-წლიური-მოძრაობა-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§16. სასაათე სარტყლები და თარიღთა ცვლის ხაზი. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/69945-§16-სასაათე-სარტყლები-და-თარიღთა-ცვლის-ხაზი-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-/88/

§17. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი I – მზის ქარი და მაგნიტური ველი) . თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70081-§17-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-I-მზის-ქარი-და-მ/88/


§18. დედამიწის ზედაპირზე მოქმედი უხილავი ძალები (ნაწილი II – სისტემები – მთვარე-დედამიწა და მზე-დედამიწა) თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70832-§18-დედამიწის-ზედაპირზე-მოქმედი-უხილავი-ძალები-ნაწილი-II-სისტემები-მთვ/88/


§19. ზოგადი ცნობები დედამიწის, მზის და მთვარის შესახებ. თავი III - პლანეტა დედამიწა.
http://intermedia.ge/სტატია/70580-§19-ზოგადი-ცნობები-დედამიწის-მზის-და-მთვარის-შესახებ-თავი-III-პლანეტა-/108/


§20. ტერმინები და განმარტებები. თავი III - პლანეტა დედამიწა.

http://intermedia.ge/სტატია/70950-§20-ტერმინები-და-განმარტებები-თავი-III-პლანეტა-დედამიწა-ზოგადი-გეოგრაფ/108/

0
1027
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1027
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0