x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება
ადამიანი სოციალური არსებაა, აქედან გამომდინარე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა მუდმივად სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა. ეს კი მოითხოვს იმას, რომ მან უნდა შეძლოს სხვა ადამიანებთან ნორმალური ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სოციალური ურთიერთობისა კი არის ის, მართო როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ სხვებში. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში უკეთესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მოვახდენთ ჩვენი თავის პრეზენტაციას. ინტერპერსონალური ურთიერთობის ბუნება და ხასიათი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ადამიანის თვითპრეზენტაცია მიუთითებს ჩვენს ძალისხმევაზე მოვახდინოთ შთაბეჭდილებების კონტროლი, რომელსაც ვტოვებთ სხვებში.

თვითპრეზენტაციის ძირითადი მოტივაცია, ალბათ არის კარგი შთაბეჭდილების დატოვება. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? არსებობს რამდენიმე ტაქტიკა. ერთ-ერთია სოციალური სიტუაციის ნორმებისადმი შესატყვისობა. მაგალოთად, საზეიმო ვახშამზე ადამიანმა შეიძლება იხუმროს და მოყვეს საინტერესო ისტორიები.გასვენებაზე მისაღებია მწუხარების გამომხატველი სახის დაჭერა და ა.შ. მეორე სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს სხვა ადამიანების ქცევას. მაგ. თუ ჩვენი ახალგაცნობილი ადამიანი ტრაბახობს ტენისში მის მიღწევებზე, თქვენც შეგიძლიათ ელეპარაკოთ საკუთარ მიღწევებზე. თუ ის უფრო მორიდებულია და არ ახდენს თავისი კომპეტენტურობის აფიშირებას, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ, თუ თქვენც ასე მოიქცევით.

არსებობს ისეტი სტრატეგია, როგორიცაა თვითრეკლამა და მოთაფვლა. თვითრეკლამა გულისხმობს საკუთარი თავის შესახებ დადებითი ინფორმაციის გადაცემას საკუთარი ქმედებით, ან საკუთარ თავზე საუბრით, რომელიც შეცავს დადებით ინფორმაციას თქვენს შესახებ. მოთაფვლა კი თვითრეკლამის საწინააღმდეგოა - ილაპარაკო დადებითი რამეები მსმენელზე. ეს ორი ტაქტიკა სხვადასხვა მიზანს ისახავს: თვითრეკლამის მიზანია გამიყურებოდე კომპეტენტურად, ხოლო მოთაფვლა მიზნად ისახავს მოსწონდე სხვას.ზოგიერთ სიტუაციაში მაგალითად სამუშაოზე მისაღებ გასაუბრებაზე ადამიანი შესაძლოა სეეცადოს ორივე მიზნის განხორციელებას.


თვითრეკლამა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საიმედო. საკუთარ წარმატებაზე საუბარმა შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს თვითრეკლამაში, მაგრამ შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტიც მივიღოთ. შეიძლება თვითრეკლამამ მსმენელზე დატოვოს შთაბეჭდილება, რომ საკუთარ თავში დაურწმუნებელი და მომაბეზრებელი პიროვნება ხართ. ეს ხდება იმიტომ, რომ მსმენელი ხშირად ადამიანს აფასებს ერთზე მეტ პარამეტრში. ადამიანი, რომელიც აშკარად ახდენს საკუთარი თავის რეკლამირებას, მართალია ამით ახერხებს სხვა დაარწმუნოს კომპეტენტურობაში, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა, რომ ამით ავლენდეს თავის ეგოიზმს.

თვითრეკლამის მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტექსტი. ერთ-ერთ კვლევაში შეადარეს ერთმანეთს შთაბეჭდილება ინდივიდებზე, რომლებიც განსხვავებულ სიტუაციებში საუბრობდნენ თავიანთი ინტელექტუალური წარმატების შესახებ. ინდივიდები, რომლებიც თავიანთ ინტელექტუალურ წარმატებაზე საუბრობდნენ, განიხილებოდნენ უფრო დადებითად, თუ ეს საუბარი იყო კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. მაგალითად, როცა ინდივიდს ეკითხებოდნენ როგორ ჩააბარა მან გამოცდა და მისი პასუხი იყო რომ მიიღო მან 93 ქულა, ის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანებში. ასევე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა სუბიექტის საუბარი თავიანთ წარმატებებზე, თუ ხორციელდებოდა ურთიერთ-გახსნილობის სიტუაციაში. მაგ, როცა ერთერთმა სუბიექტმა განაცხადა, რომ ის საკმაოდ წარმატებით გამოვიდა ჭადრაკის კლუბში გამართულ შეჯიბრებაში, ის უფრო პოზიტიური აღიქმებოდა, თუ ეს ნათქვამი იყო კონტექსტში, სადაც მეორე სუბიექტი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ის კარგად თამაშობს ტენისს. ამის საწინააღმდეგოდ, როცა სუბიექტები იწყებდნენ ლაპარაკს საკუთარ უნარებზე და წარმატებებზე, როცა ამას არავინ ეკითხებოდა, ან საუბრის კონტექსტში არ შედიოდა, მათი ქცევა განიხილებოდა როგორც უტაქტო და ეგოისტური. ერთი სიტყვით, თუ როგორ აფასებს მსმენელი თვით-მარეკლამირებულ გამონათქვამებს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საუბრის კონტექსტზე.

შემდეგი ტაქტიკური ხერხი დადებული შთაბეჭდილების დატოვებისა არის მორიდებულობის ფრთხილი გამოყენება. საჭიროა ვიცოდეთ როდისაა მორიდებულობა ეფექტური. არსებობს მარტივი წესი: 1. მორიდებულობა ამშვენებს ადამიანს, როცა გარკვეული საქმიანობის შესრულება მართლაც იყო წარმატებული. თუ ამ თვისებას გამოვიჩენთ სუსტი შესრულების სიტუაციაში ის არ დატოვებს კარგ შთაბეჭდილებას. 2. მორიდებულობა აძლიერებს ადამიანის საზოგადოებრივ სახეს, მაშინ როცა აუდიტორიამ უკვე იცის მისი წარმატების შესახებ.

თვით პრეზენტაცია მოიცავს როგორც არავერბალურ, ისე ვერბალურ ქცევას. ზოგადად თვითპრეზენტაცია უფრო დამაჯერებელია, როცა ვერბალური და არავერბალური ცნობა ერთმანეთს ემთხვევა. თუ ინდივიდი დათრგუნული, მოწყენილი ხმით ამბობს, რომ "ბედნიერია", ჩვეულებრივ არ იმსახურებს ნდობას, მაგრამ თუ გეუბნებათ, რომ მას ძალიან უნდოდა თვენი გაცნობა და ამასთან თვალებში გიყურებთ და გიღიმით, მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელი ჩანს.

თვითპრეზენტაციის გაძლიერება შეიძლება აგრეთვე შენი იმ ადამიანებთან კავშირებზე ხაზგასმით, რომლებმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. თუ ადამიანი გეუბნებათ, რომ ის იმავე ქალაქში დაიბადა სადაც დაიბადა პრეზიდენტი, ან რომ მისმა მეგობარმა მოიგო მილიონი დოლარი, ან გაიცნო რომელიმე გამოჩენილი მსახიობი, ეს იმას ნიშნავს, რომ სურს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა მისი ირიბი კავშირებით რომელიმე ან ცნობილ ადამიანებთან. აღმოჩნდა, რომ ამას ეფექტი აქვს მაშინაც, როცა მისი კავშირი ცნობილ ადამიანებთან უმნიშვნელოა.

თვითპრეზენტაციას ყოველთვის ვერ ვახერხებთ ეფექტურად. მაშინაც, კი როცა ძალიან ვცდილობთ კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ სხვებში, ვუშვებთ "შეცდომებს", რომლებიც არც თუ ისე კარგად წარმოგვაჩენს. ჩვეულებრივ ასეთი სიტუაცია იწვევს უხერხულობისა და სირცხვილის განცდასაც კი. მაგ: წვეულებას, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შეიძლება მეგობარს შემთხვევით გადავასხათფინჯანი ჩაი ან სხვას გადაესხას ჩვენთვის. ასეთი უნებლიე შემთხვევები თვითპრეზენტაციისას არც თუ ისე იშვიათია. ამ დროს ადამიანი ცდილობს გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და ჩვეულებრივ შეეცდება აღიდგინოს ურთიერთობის შეფერხებული სტრუქტურა - მოუხადოს ბოდიში ან გამართლება მოუძებნოს თავის შეცდომას და ა.შ. რადგან ასეთი სიტუაცია იწვევს იქ მყოფ ადამიანებზე უხერხულობას, მათ უჩნდებათ მოტივაცია დაეხმარნონ იმ ინდივიდს, რომელიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა.

ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში თავის "შეცდომის" გამართლებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მაგ: ტესტირებისას ცუდი შედეგები ე.ი. სიტუაციაში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ინდივიდიდ უნარები, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მდგომარეობიდან გამოსვლისა არის გამართლება. ატრიბუციის თეორიის თანახმად, ადამიანები თავიანთ მარცხს გარეგან, პრაკონტროლირებად მიზეზებს მიაწერენ. ტესტირებისა წარუმატებლობა მეტნაკლებად მისაღები გახდება, თუ წარუმატებლობა მიეწერება თვით ტესტის

უვარგისობას, (გარეგა, არაკონტროლირებად მიზეზს).

image

0
229
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ამირეზაშვილი
მარიამ ამირეზაშვილი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0