x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
Apple-ის გასაუბრებაზე დასმული ლოგიკური კითხვები IQ-ს შესამოწმებლად

imageApple გარდა იმისა, რომ ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია, ასევე საკმაოდ პოპულარულია დასაქმების მხრივაც.რა თქმა უნდა, არაა გასაკვირი, რომ ასეთ წარმატებულ კომპანიაში ყველას სურს მუშაობა, თუმცა Apple-ში სამსახურის დაწყებად ძალიან რთულია.როგორც GOOGLE, Microsoft და სხვა ტექნიკური კოპანიები, აქაც ითხოვენ რამდენიმე გონებრივი სავარჯიშოს შესრულებას.წარმოგიდგენთ APPLE-ს მიერ დასმულ ყველაზე არაორდინალურ კითხვებს :

1)გაქვთ 2 კვერცხი, იმისთვის რომ შენობის სიმაღლე გაზომოთ საჩიროა შენობიდან კვერცხის ისე გადმოგდება, რომ არ გატყდეს.როგორ მოახერხებთ ამას?რის მიხედვით მიიხებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას?
2)როგორ აუხსნით გასაგებად 8 წლის ბავშვს მოდემის მნიშვნელობასა და მის ფუნქციას?
3)გაიხსენეთ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თქვენი ყველაზე კარგი და ცუდი დღე?!

4)რა მარცხი გქონიათ ცხოვრებაში და რისი სწავლა შეძელით მისგან?
5)თქვენ გაქვთ სამი ყუთი.ერთ ყუთში ვაშლებია, მეორეში ფორთოხლები, ხოლო მეამეში ორივე.ყუთები არასწორადაა მონიშნული და ეტიკეტი არ შეესაბამება სიმართლეს.მხოლოდ 1 ყუთიდან უნდა ამოიღოთ 1 ხილი, შიგნით ჩახედვის გარეშე.როგორ შეძლებთ გაარკვიოთ რომელ ხილს შეიცავს ეს ყუთი?
6)წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია : თქვენ მოგიწევთ ეკონტაქტოთ გაბრაზებულ მომხმარებელს, რომელიც დიდი ხანია გელოდებათ და აცხადებს, რომ ფეხით გამოიარა ძალიან დიდი მანძილი, რათა მისი სასურველი კომპიუტერი ეყიდა.როგორ შეძლებთ სიტუაციის წარმართვას და პრობლემის გადაჭრას?

გთხოვთ თქვენი პასუხები დაწეროთ კომენტარებში და ვიმსჯელოთ ამაზე.

0
413
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0