x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ტოპ 15 სერიული მკვლელი მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით
სერიული მკვლელი არის პიროვნება, რომელსაც აქვს ჩადენილი სამი ან მეტი ადამიანის მკვლელობა 30 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. მკვლელობის მოტივაცია ძირითადად დაფუძნებულია ფსიქოლოგიური თვითდაკმაყოფილებისთვის.


უმეტესად მკვლელობაში ჩართულია სექსუალური ელემენტები. მკვლელმა შეიძლება ჩაიდინოს ერთმანეთთად დაკავშირებული მკვლელობები, მაგალითად რასის, შეხედულების, სქესისა და წლოვანების მიხედვით.


ქვემოთ გაეცნობით ტოპ 15 სერიულ მკვლელს მე -20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით.



15-მოსე სიტოლი(სამხრეთ აფრიკა)-1994-95 წლებში მოკლა 30 ქალი.

ნადირობდა უმუშევარ ქალებზე, ასაღებდა ბიზნესმენად თავს და ქალებს სამუშაოს ჰპირდებოდა.შემდეგ ქალებს იტყუებდა იზოლირებულ ადგილზე, აწამებდა, აუპატიურებდა და შემდეგ ჰკლავდა.მისჯილი აქვს პატიმრობა 2410 წელი.

image


14-ტიაგო გომეს და როჩა-(ბრაზილია).2011-14 წლებში მოკლა 39 ადამიანი.იგი მოტოციკლით უახლოვდებოდა მსხვერპლს და უმიზეზოდ ესროდა.მისი მსხვერპლნი შემთხვევით შერჩეული ადამიანები იყვნენ, მათგან ყველაზე უმცროსი 14 წლის გოგონა იყო.მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა.ციხეში მან რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა.

image



13-ვან ციანი-(ჩინეთი)-1995-2003 წლებში მოკლა და გააუპატიურა 45 ქალი.სიკვდილით დასაჯეს 2005 წლის 17 ნოემბერს.

image

12-ანატოლი ონოპრიენკო, (უკრაინა, საბჭოთა კავშირი).1989-1996 წლებში მოკლა 52 ადამიანი.მისი მეტსახელები იყო"უკრაინელი მხეცი", "მოქალაქე 0" და "ტერმინატორი"..ძარცვის დროს უმოწყალოდ ხოცავდა მთლიან ოჯახებს, მათ შორის ბავშვებს.თავიდან მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა, თუმცა შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

image


11-ანდრეი ჩიკატილო-(საბჭოთა კავშირი).1978-1990 წლებში დახოცა 56 ადამიანი."როსტოველი მფატრავის" მსხვერპლი ძირითადად მცირეწლოვანი გოგონები იყვნენ.დახვრიტეს 1994 წელს.

image


10-ალექსანდრე პიშუჩკინი, (რუსეთი).მეტსახელად "მოჭადრაკე".1992-2006 წლებში მოკლა 60 ადამიანი, სასამართლოზე პიშუჩკინმა თავის "კუმირის", ჩიკატილოს მსგავსად კუბოკრული ხალათი ჩაიცვა.თავიდან სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

image


9-კამპატიმარ შანკარია-(ინდოეთი), 1977-78 წლებში ჩაქუჩით მოკლული ჰყავს 70 ადამიანზე მეტი.როგორც თვითონ დაკავების შემდეგ განაცხადა, მკვლელობა მას სიამოვნებას ანიჭებდა.ჩამოახრჩვეს 1979 წელს.

image



8-გარი რიჯუეი, (აშშ)-ცნობილი მეტსახელად "Green River Killer". (მკვლელი მწვანე მდინარიდან).1986-1997 წლებში მოკლა მინიმუმ 70(ან 80)ქალი და გოგონა.ასრულებდა რიტუალურ მკვლელობებს, ხშირად ბრუნდებოდა დანაშაულის ადგილზე და გვამს აუპატიურებდა.სიკვდილით დასაჯეს 2008 წელს.

image



7-ახმად სურაჯი-(ინდონეზია), 1986-1997 წლებში მოკლა 80 ქალი, ასრულებდა რიტუალურ მკვლელობებს, მას სწამდა, რომ მკვლელობის შემდეგ მაგიურ ძალას იღებდა.დახვრიტეს 2008 წელს.

image


6-სერგეი ტკაჩი-(საბჭოთა კავშირი, უკრაინა), 1984-2005 წლებში მოკლა 100-მდე ქალი.ყოფილი პოლიციელი ჯერ გუდავდა გოგონებს(ძირითადად 8-იდან 18 წლამდე), შემდეგ კი გვამზე სექსუალურ აქტს ანხორციელებდა.თვითონ ტკაჩმა სიკვდილით დასჯა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

image


5-პედრო როდრიგეს ფილიო, (ბრაზილია).1967-2006 წლებში მოკლა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 47 პატიმარი და საკუთარი მამაც.პირველი 2 მკვლელობა 14 წლისამ ჩაიდინა.მისჯილი აქვს 128 წელი პატიმრობა.

image



4-დანიელ კამარგო-(კოლუმბია), 1974-1986 წლებში ითვლება, რომ 150 -მდე მკვლელობა ჩაიდინა.ფსიქოპატი მანიაკი აუპატიურებდა და კლავდა ძირითადად ქალწულ გოგონებს, პირველად 1973 წელს დააკავეს, თუმცა ციხიდან გაიქცა და "მოღვაწეობა" ეკვადორში გააგრძელა.იქვე დააკავეს და იქაური ლოიალური სასჯელის წყალობით მხოლოდ 16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1994 წელს კამარგო Geovanny Noguera-ს ციხეში სხვა პატიმრებმა მოკლეს.

image


3-აბულ ჯაბარი, (ავღანეთი)-(???-1970)-მოკლული ჰყავს 300-მდე მამაკაცი და ბიჭუნა, იგი ჩალმით გუდავდა მსხვერპლს და შემდეგ აუპატიურებდა.ჩამოახრჩვეს 1970 წელს.

image2-ლუის გარავიტო-(კოლუმბია), 1990-იან წლებში დაუმტკიცდა 140 ბავშვის მკვლელობა, თუმცა მისი მსხვერპლი 300 -მდე ბავშვი იყო.ძირითადად უსახლკაროები.კოლუმბიაში მაქსიმალური სასჯელი 40 წელი ციხეა. იგი გამოძიებას დაეხმარა ეპოვნათ დაკარგული გვამები, ამიტომ სასჯელი 22 წლამდე შეუმცირეს.

image

1-პედრო ლოპესი, -(კოლუმბია, ეკვადორი, პერუ)-1969-1980 წლებში გაუპატიურებული და მოკლული ჰყავს 300(ან350) გოგონა, აქედან ეკვადორში 110 მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ხოლო პერუსა და კოლუმბიაში 240 გოგონას მკვლელობა განახორციელა.


ლოპესს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.1998 წელს იგი საპატიმროდან გაანთავისუფლეს.ამჟამინდელი მისი ადგილმდებარობა უცნობია.


პედრო ლოპესი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე სასტიკი მანიაკი-მკვლელი კაცობრიობის ისტორიაში.

image

0
388
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0