x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61786
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
კონტაქტი გეშტალტ-თერაპიის პრინციპებიდან

კონტაქტი გეშტალტ თერაპიაში

კონტაქტი გეშტალტ თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, მისი მიზანიაადამიანის უკანტაქტობის მდგომარეობის განსაზღვრა. იგი ნიშნავს მე-სა და არა “მე”-ს შორის (სხვა ადამიანი ან ობიექტი) მიმართებას, რომლის დროსაც ადამიანი იკმაყოფილებს საჭირო, აქტუალურ მოთხოვნილებებს. კონტაქტით მიღებული ასიმილაცია “ზრდის” პიროვნებას, ანუ მე-ს. ერთი ადამიანის მეორესთან ურთიერთობას ორი უკიდურესობა ემუქრება. ერთია სტაგნაცია, როდესაც ადამიანი კავშირს წყვეტს და განიზიდავს მეორეს, ამის გამო ვერ ახდენს ვერაფრის ასიმილირებას. ეს კი პიროვნულ ზრდაში შეფერხებას იწვევს, მეორეა შერწყმა ერთმანეთთან, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ საზღვრებს კარგავს და მეორეში ითქვიფება, ასე რომ კონტაქტი არ დგება, რადგან ისინი ერთეულებს აღარ წარმოადგენენ. ამ შემთხვევაშიც არ ხდება საჭირო ასიმილირება და პიროვნული ზრდა. როდესაც ინდივიდი თვითონ აცნობიერებს, თუ როდის მიიზიდოს ან განიზიდოს სხვა ობიექტები საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, დაამყაროს კონტაქტი სასურველ ობიექტთან და მოახდინოს საჭირო შინაარსის ასიმილაცია, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი პიროვნული ზრდა კონტაქტის მეშვეობით.
ინდივიდმა ჯერ უნდა შეძლოს საკუთარი “მე”-ს გაცნობიერება და შეცნობა, შემდეგ საკონტაქტო ობიექტის “მე”-ს განცდა-გაცნობიერება. კონტაქტის გარეშე ”მე”-მ შეუძლებელია განიცადოს საკუთარი თავი საკუთარ საზღვრებში.
კონტაქტი შეგრძნების ორგანოების მეშვეობით ხორციელდება. სიტყვა შეხება კარგად ასახავს კონტაქტის ეფექტს. ადამიანი თავის ცნობიერების და აზროვნების მეშვეობით კონტაქტში შედის გარემოსთან, იგებს სხვის აზრებს, ლოგიკას და რაც უფრო კარგადაა მისი აზროვნება განვითარებული მით უფრო ღრმა კავშირშია იგი საკუთარ თავთან და გარე რეალობასთან. აზროვნება ადამიანს სწორედ რეალობასთან კონტაქტში და შემეცნებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.
გეშტალტ თერაპია შეხებითი კონტაქტის აღდგენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც გვეხმარება ცრუ, თავსმოხვეული შეხედულებებისგან განთავისუფლებაში.
კონტაქტი და მძლავრი ემოციები
ისეთი ემოციური მდგომარეობები, როგორებიცაა: სიყვარული, შეშლილობა და სიძულვილი ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს და მძლავრ ემოციურ სტრესს წარმოადგენს. ადამიანს ეცვლება ჩვეული მიმართება ყველაფერთან. ასეთი მოვლენები იწვევს პიროვნების შინაგან რეზევრთა გააქტიურებას რაც შესაძლოა მისი პიროვნული ზრდის, აქტუალიზაციის წინაპირობად იქცეს. აღნიშნული ფაქტორები პიროვნებისთვის შესაძლოა იყოს ხელისშემწყობიც და დამანგრეველიც.
მნიშვნელოვანია კონტაქტის მიმდინარეობის პროცესი. კონტაქტი საკუთარი ველის განცდაა. ადამიანის მოქმედება ახალი გეშტალტების შექმნის და ძველის დაშლის პროცესია, რომელსაც “კონტაქტის ციკლი” ეწოდება. ადამიანის და გარემოს შორის მიმდინარე კონტაქტის პროცესი ოთხ თანმიმდევრულ ფაზად შეიძლება დავყოთ. ფრანგი გეშტალტთერაპევტის ჟან მარი რობინსის მიხედვით ესენია:
კონტაქტამდელი ფაზა,
კონტაქტირება
ფინალური კონტაქტი,
კონტაქტის შემდგომი ფაზა.
ხოლო ამერიკელი ირვინ პოლსტერის კონტაქტის პროცესის ეპიზოდების თანმიმდევრობა რვაეტაპიანია:
1. მოთხოვნილებების აღმოჩენა,
2. მოთხოვნილების გაშლის მცდელობა,
3. შინაგანი ბრძოლისთვის მობილიზაცია,
4. პრობლემური თემის გამოკვეთა,
5. ჩიხი,
6. კათარზისი,
7. განათება,
8. გათავისება.
ადამიანის”მე” ერთმანეთისთვის ურთიერთსაპირისპირო ნაწილების თანაარსებობით იქმნება. არსებულ რეალობაში ურთიერთსაპირისპირო ობიექტების მიმართ ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება გაგვაჩნია. სიყვარული და სიძულვილი, ნდობა და უნდობლობა, კმაყოფილება და უკმაყოფილობა. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ისინი არ არიან ურთიერთხელისშემშლელნი. მეტიც თუ კარგად ვაცნობიერებთ ამ პოლარულ წერთილებს უფრო ნათელია ჩვენი სურვილები და მეტად ვფლობთ საკუთარ თავს. ეს წინააღმდეგობა ჩვენივე თავში არსებობს და ხშირად ჩვენთვის შეუმჩნევლად საკუთარი ინტერესის შეხედულების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ვუტევთ საკუთარ თავს, როდესაც ‘მე”-ს მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ვეყრდნობით. ურთიერთსაპიროსპირო ძალთა ერთიანობა გეშტალტ თერაპიის ერთ- ერთი ძირითადი პოსტულატია.

კონტაქტი დროსა და სივრცესთან მიმართებაში
დროს, სივრცეს და რეალობას სპეციფიკური გაგება აქვს გეშტალტ თერაპიაში.წარსული, მომხდარი რეალობაა, ამიტომ ცვლილებების თვალსაზრისით მასზე ლაპარაკი აქტუალური არაა. რადგან მომავალი ჯერ არ დამდგარა, მასთან შეხებაც ამჟამად შეუძლებელია, მასზე საუბარიც მოკლებულია აქტუალობას. ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ რეალური სუბსტანციაა, რადგან მასტან კონტაქტი რეალურია. აწმყოში შესაძლებელია ცვლილებების მოხდენა. გეშტალტ თერაპიაში წაქეზებულია “აქ და ამჟამად” პრინციპი, როდესაც ხედავ, აცნობიერებ რეალობას, აწმყოს, საკუთარ თავს და გარემოს დაცვლი მას შენი მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ნერვოტულ პიროვნებას ეს პრინციპი დაკარგული აქვს. იგი წარსულზეა მიჯაჭვული. მოთქვამს, წუწუნებს, აბრუნებს მომხდარ მოვლენებსა და სიტუაციებს, მიუხედავად იმისა, რომ შეცვლა არახელეწიფება. ასევე მოელის, ნატრობს, საუბრობს მომავალზე, იმაზე, რაც მის განკარგულებაში არაა და ამ დროს კარგავს აქტუალურ აწმყოს.
“ ის არაფერი არ არსებობს, რაც არ არის ახლა და აქ, ახლა არის აწმყო, წარსული აღარ არსებობს, მომავალი ჯერ არ დამდგარა.” –პერლსი.image

0
10
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე