x
ფობიები
19 თებერვალი, 0:57

imageთითოეული ჩვენგანი პერიოდულად შფოთავს ან თავს არაკომფორტულად განიცდის უცნობ გარემოში: პირველი
დღე ახალ სამსახურში, ხანგრძლივი მოგზაურობის დაგეგმვა, სტომატოლოგთან ვიზიტი,
საჯარო გამოსვლა და ა.შ. იწვევს ოფლიანობას, გულის აჩქარებას, ხელების კანკალს.
შფოთვის გარკვეული ინტენსივობა ადამიანებს გვეხმარება საქმეზე ფოკუსირებაში,
მაგრამ, როდესაც შფოთვის ინტენსივობა მაღალია, მაშინ, ის ნეგატიურ გავლენას ახდენს
სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ყოველდღიური
ცხოვრების ყველა სფეროზე და საშუალებას არ გვაძლევს ვისიამოვნოთ ყოველდღიურობით.
ძლიერი და ხშირი შფოთვის არსებობის დროს შესაძლოა ვიეჭვოთ, რომ პიროვნებას აქვს
ყველაზე მეტად გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა-შფოთვითი აშლილობა.
შფოთვითი
აშლილობა არ არის გამოწვეული ცენტრალური ნერვული სისტემის რაიმე დაზიანებით.
პიროვნებას არ შეუძლია შფოთვის ნებისმიერი მართვა, არც სიმპტომების იგნორირება და
ყურადღების გადატანა რაიმე სხვაზე, ეს აშლილობა იწვევს ხშირ შფოთვიანობას
ყოველდღიური მოქმედებების შესრულების დროსაც კი, ეს ყოველივე ისეთი უსიამოვნოა,
რომ შესაძლოა პიროვნებამ უარი თქვას ელემენტარული, ყოველდღიური აქტების
განხორციელებაზე, ან პიროვნება განიცდიდეს პერიოდულ შფოთვით შეტევებს, რომლებიც
ძალიან შიშისმომგვრელია და იწვევს
იმბოლიზებას.


მიუხედავად იმისა, რომ შფოთვის მდგომარეობა იწვევს
ინტენსიურ შიშს და


ტრავმატულია, ასევე, ის ექვემდებარება მკურნალობას,
ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და მკურნალობის დროული დაწყება.


არსებობს ფობიების სამი ძირითადი ჯგუფი:


სპეციფიკური,
მარტივი ფობიები, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და დაკავშირებულია სპეციფიკურ ობიექტებთან. მარტივი ფობიების დროს
პიროვნება განიცდის ინტენსიურ შიშს კონკრეტული საგნების ან სიტუაციების მიმართ, რომლებიც
სრულიად უსაფრთხოა. ასეთი ფობიების მქონე ადამიანებმა იციან, რომ მათი შიში უსაფუძვლო
და ირაციონალურია, მაგრამ შიშის გამომწვევი საგნის დანახვისთანავე ეწყებათ პანიკური
შეტევა.სოციალური
ფობია, რომელსაც იწვევს სოციალური, ხალხმრავალი სიტუაციებიაგორაფობია,
შიში საზოგადოებრივ ადგილებში მარტო ყოფნისა, საიდანაც მარტივად ვერ წახვალ სხვაგან.





სპეციფიკური ფობიების შესაძლოა მოიცავდეს ძაღლების, მწერების, გველების, მანქანების,
სიმაღლის, ხიდების, ელვის მიმართ ინტენსიურ შიშს. არავინ იცის რა იწვევს ამას,
კვლევებმა დაადასტურა, რომ გენეტიკურია და
შედარებით ხშირია ქალებში. მარტივი ფობიები ხშირად იწყება მოზარდობის პერიოდში, მოულოდნელად,
და უფრო მეტად პერსისტენტულია, ვიდრე ბავშვობის
ფობიები. როდესაც ბავშვებს აქვთ, მაგალითად-ცხოველების შიში, ეს შიში უმეტესად ქრება
დროის გასვლის შემდეგ, თუმცა შესაძლოა გაძლიერდეს მოზარდობისას. არავინ იცის რატომ
ქრება ის ზოგიერთ შემთხვევაში და რატომ
აგრძელებს არსებობას დანარჩენებთან.





სოციალური
ფობიების დროს შესაძლოა ადამიანს ეშინოდეს დაამცირების ან შერცხვენის ბევრი
ადამიანის თანდასწრებით. ეს პრობლემები შესაძლოა დაკავშირებული იყოს არასრულფასოვნების
განცდასა და დაბალ თვითშეფასებასთან, რაც პიროვნებას აიძულებს ხშირად გააცდინოს
სკოლა, შეზღუდოს სოციალური ურთიერთობები თანატოლებთან. ქვეითდება შრომითი ეფექტურობაც.


აგორაფობიების დროს პიროვნება იტანჯება
ინტენსიური შფოთვით, რომელსაც იწვევს ისეთი ადგილები ან სიტუაციები, საიდან
გასვლაც ადვილი არ არის, მაგალითად:
ხალხით სავსე ოთახი, ხალხმრავალი
წვეულება დიდ დარბაზში, ლიფტი. მძიმე
მდგომარეობისას პიროვნებას სახლიდან გასვლისაც კი ეშინია. ხშირად აგორაფობიის
სიმპტომებს აწერენ პიროვნების სიმორცხვეს,
მაგრამ მორცხვი ადამიანები არ განიცდიან უკიდურეს შფოთვას სოციალურ სიტუაციებში,
არც ხალხმრავლობას ერიდებიან.ამის
საწინააღმდეგოდ სოციალური ფობიის მქონე ადამიანები შესაძლებელია თავს უმეტესად
კარგად გრძნობდნენ, მაგრამ განიცდიდნენ ინტენსიურ შფოთვას კონკრეტულ გარემოცვაში.
ხშირად სოციალურ ფობიას თან ახლავს დეპრესია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად
გამოყენება.





სოციალური ფობიის მქონე ადამიანები:


შესაძლოა დაშვებული შეცდომის მნიშვნელობას ძალიან აზვიადებდნენ.ხშირად წითლდებოდნენ უხერხულობისაგანჰქონდეთ განცდა, რომ ყველა მათ უყურებსეშინოდეთ საჯარო გამოსვლის ან ავტორიტეტულ პიროვნებასთან
ლაპარაკისეშინოდეთ საზოგადოებრივ ადგილებში დასვენების და არ
უყვარდეთ სადილობა ხალხმრავალ ადგილას ეშინოდეთ ტელეფონზე ლაპარაკის ან სხვისი თანდასწრებით
წერის














ფობიების
დაძლევის მეთოდები:


არავინ არ უნდა შეეგუოს ფობიების მიერ გამოწვეულ შიშს. ფობიები შეიძლება დავძლიოთ სათანადო მკურნალობის მეშვეობითსრული სამედიცინო და ფსიქიატრიული შეფასება უნდა ჩატარდეს
ლიცენზირებული ექიმის ან ფსიქოლოგის მიერ, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დარმწმუნდება, რომ
სიმპტომები არ არის გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობითძალიან მნიშვნელოვანია, მკურნალობასთან ერთად მჭიდროდ
ვითანამშრომლოთ თერაპევტთან, რათა მივაღწიოთ სრულ განკურნებას.ბიჰევიორალური თერაპია და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია
ძალიან ეფექტურია ამ აშლილობების მკურნალობისათვის. ბიჰევიორალური თერაპია გამოიყენება
სპეციფიკური მოქმედებების შეცვლისათვის და იყენებს მრავალ ტექნიკას, რათა ჩააქროს არასასურველი
ქცევა. ერთი-ერთი ტექნიკა მოიცავს დიაფრაგმატულ
სუნთქვით ვარჯიშებს, მეორე ტექნიკას ეწოდება ექსპოზიციის თერაპიული მეთოდი, რომლის
დროსაც პაციენტს ევალება წარმოიდგინოს მისთვის საშიში ობიექტი ან სიტუაცია, და თერაპევტი მას ეხმარება დაძლევის უნარების განვითარებაში.კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის მეშვეობით პიროვნება
იძენს ახალ უნარებს, რომლის დახმარებითაც მისი რეაქცია შიშის
ან პანიკური შეტევის გამომწვევი სტიმულის
გამოჩენისას ხდება განსხვავებული. პაციენტი ასევე სწავლობს იმას, თუ მათი ფიქრები და
სხვა ფსიქიკური პატერნები, როგორ წარმოშობს
შემაწუხებელ სიმპტომებს და როგორ შეცვალონ ამგვარი ფიქრები, რათა შეამცირონ
არ შეაჩერონ აშლილობის სიმპტომები.








43
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:nu_tsa ნინო გომურაშვილი
nu_tsa ნინო გომურაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ეკო ფანგანი უმაკიაჟოდ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ასეთს არ ველოდიეკო ფანგანი უმაკიაჟოდ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ასეთს არ ველოდი
ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ერთ-ერთი მათგა...
ასი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება საკვები ინტერნეტით გადმოქაჩოთასი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება საკვები ინტერნეტით გადმოქაჩოთ
ბრიტანელმა მეცნიერებმა გვაცნობეს როგორი იქნება...
თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა ბავშვებშითვითშეფასება და მისი მნიშვნელობა ბავშვებში
თვითშეფასება ეს არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს ადა...
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!
კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარს...
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცაერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა
V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გე...
პანიკური აშლილობა!პანიკური აშლილობა!
პანიკური აშლილობა ერთერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა დ...
ურთიერთგაცვლა და მისი გამოყენება მარკეტინგშიურთიერთგაცვლა და მისი გამოყენება მარკეტინგში
ურთიერთგაცვლის (რეციპროკულობის) პრინციპი არის ძლიერი იარაღი, რომ ...
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნესმეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პ...
მომავლის გასაოცარი გამოგონებებიმომავლის გასაოცარი გამოგონებები
აქ მოცემულია, თუ როგორი ეგონათ მომავალი მე-19 საუკუნელებს: ...
5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს5 მიზეზი თუ რატომ ვირჩევთ ცუდ ლიდერებს
რატომ არის ასეთი ბევრი ცუდი ლიდერი მსოფლიოში? ფსიქოლოგი რობერტ ჰოგენი ვა...