x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ ხსნის მეცნიერება სიყვარულს
imageფსიქოლოგ რობერტ სტენბერგს ეკუთვნის სიყვარულის სამკომპონენტიანი
თეორია. სტენბერგის თანახმად, სიყვარული სამ კომპონენტს მოიცავს, ესენია : ინტიმურობა,
ვნება და ვალდებულება.
ინტიმურობა- გულისხმობს მიჯაჭვულობის, სიახლოვის, ურთიერთდამოკიდებულების
გრძნობას.

ვნება -ფიზიკურ, სექსუალურ მიზიდულობას.

ვალდებულება -
ხანმოკლე ასპექტში გულისხმობს სიყვარულის აღიარებას ერთი ადამიანის მიერ მეორისადმი, ხოლო ხანგრძლივ
ასპექტში- ვალდებულებას, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა.

მოცემული სამი კომპონენტის კომბინაციის საფუძველზე, შესაძლებელია
აიხსნას სიყვარულის ტიპები და სტადიები. ისიც აღსანიშნავია, რომ უფრო ნაკლები შანსია
ურთიერთობა განვითარდეს, როცა მხოლოდ ერთი კომპონენტია დაკმაყოფილებული, ვიდრე ორი
ან სამივე.


სტენბერგმა ინტიმურობის, ვნების და ვალდებულების კომბინაციის
საფუძველზე გამოყო შვიდი სახის სიყვარული

1. მოწონება - ხასიათდება ნამდვილი მეგობრობით, როცა ადამიანი გრძნობს
სითბოს და სიახლოვეს მეორის მიმართ, თუმცა არა ვნებას ან ხანგრძლივ ვალდებულებას.


2.გატაცებითი სიყვარული - რასაც „ერთი ნახვით შეყვარებას“ უწოდებენ ხოლმე- შეიცავს მხოლოდ ვნებას- ინტიმურობისა და ვალდებულების გარეშე.
ამ ტიპის სიყვარული შეიძლება მოულოდნელად გაქრეს.


3. ჩამქრალი სიყვარული- ზოგჯერ ძლიერ სიყვარულს, ჩამქრალი სიყვარული ენაცვლება,
სადაც მხოლოდ ვალდებულება რჩება ვნებისა და ინტიმურობის გარეშე


4. რომანტიკული სიყვარული -
შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას და ვნებას.



5. მეგობრული
სიყვარული- ხშირად შეხვდებით
ქორწინებაში, სადაც ვნება გამქრალია, თუმცა ძლიერი ინტიმურობა და ვალდებულება შენარჩუნებულია.
მეგობრული სიყვარული ინდივიდის მიერ შემქნილი ურთიერთობაა, როცა მეორეს უზიარებს საკუთარი
ცხოვრების ასპექტებს, სექსუალური ან ფიზიკური მიმზიდველობის გამორიცხვით. ამ ტიპის
სიყვარული მეგობრობაზე უფრო ძლიერია, რადგან ვალდებულების კომპონენტსაც შეიცავს. ოჯახის
წევრებს, ასევე ახლო მეგობრებს შორის არსებული სიყვარული- სწორედ მეგობრული სიყვარულია.


6. მოგონილი სიყვარული- გულისხმობს მხოლოდ ვნებას და ვალდებულებას. ვალდებულება
ვნების გავლენითაა მოტივირებული. ამ ტიპის სიყვარული არ შეიცავს ინტიმურობის კომპონენტს.


7. სრულყოფილი სიყვარული-
არის სიყვარულის დასრულებული ფორმა. ნიშნავს
იდეალურ სიყვარულს, რომლისკენაც ბევრი ადამიანი ისწრაფვის, თუმცა ცოტა თუ აღწევს მას.
სტენბერგის მოსაზრებით, სრულყოფილი სიყვარულის შენარჩუნება შეიძლება იმაზე რთულიც კი
აღმოჩნდეს, ვიდრე თავად მისი მიღწევა. სტენბერგი ხაზს უსვამს სიყვარულის სამივე კომპონენტის
მოქმედებაში განხორციელების მნიშვნელობას : „გამოხატვის გარეშე, უდიდესი სიყვარულიც
კი შეიძლება გაუჩინარდეს“- ამბობს ის. სრულყოფილი სიყვარული ყოველთვის მუდმივი არაა,
მაგალითად, თუ ვნება გაქრება ურთიერთობაში, წყვილს მეგობრული სიყვარული შეიძლება ჩამოუყალიბდეს.












0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო არქანია
ანანო არქანია
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0