x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნასვამი ზვიადაური ავარიაში მოჰყვა

რამდენიმე დღის წინ, გავრცელებული ინფორმაციით ახმეტაში ავარია მოხდა, რომლის თვითმხილველებიც აცხადებენ რომ ავტომობილს რომელიც დიდი სისწარაფით მოძრაობდა და ჯერ "ნისანის" მარკის ავტომობილს ხოლო შემდეგ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა - თავად ახმეტის მაჟიორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი ზვიადაური მართავდა.

imageგავრცელებული ინფორმაციით ავარია 13 თებერვალს მოხდა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია. ამბობენ რომ პარლამენტის წევრი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. "ავტოავარიის შედეგად „ნისანის“ მძღოლი 65 წლის მირიან ქავაზაური დაშავდა - მას მარჯვენა ფეხზე მოტეხილობა აქვს. შედარებით მსუბუქად დაშავდა მისი მეუღლე." - ამ ინფორმაცის სანდო წყაროზე დაყრდნობით სწორედ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

თუმცა სოციალურ ქსელში არ წყდება თემის განხილვა. ახმეტის რაიონის პოლიციაში საქმე ამ დრომდე არ არის აღძრული და არც თავად დაშავებულები ადასტურებენ ინფორმაციას.

0
246
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jokeri2012
jokeri2012
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0