x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ასი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება საკვები ინტერნეტით გადმოქაჩოთ
imageბრიტანელმა მეცნიერებმა გვაცნობეს როგორი იქნება მსოფლიო 100 წლის შემდეგ.


ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია განვჭვრიტოთ როგორი იქნება მსოფლიო უახლოესი 100 წლის განმავლობაში.

კვლევაში მეცნიერების გარდა ფუტუროლოგები და არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ.


მაგალითად, კაცობრიობა 100 წლის შემდეგ დაიწყებს ნეგატიური ცათამბჯენების მშენებლობას, რომლის 25 სართული მიწისქვეშ ჩაეშვება, იუწყება The Independent-ი.



გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაინერგება სწრაფი მშენებლობის ტექნოლოგიები მაღალი წნევის პირობებში, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს შექმნან სპეციალური დასახლებები წყლისქვეშ.ხოლო ძირითადად პერსონალური და სატვირთო ტრანსპორტი უპილოტო იქნება.


image"ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ფანტასტიკად მოეჩვენებოდა ადამიანს, რომელიც 100 წლის წინ ცხოვრობდა.ინტერნეტმა მოახდინა არსობრივი რევოლუცია ჩვენს კომუნიკაციებში, სწავლასა თუ ურთიერთქმედებაში"-აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მეგი ადერინმა.


მოხსენებაში ფართოდაა განხილული 3D-პრინტერის მომავალი შესაძლებლობები.

2116 წელს მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება დამზადდეს არა მარტო ავეჯი, არამედ მთლიანი სახლი ან კოპლექსები.საჭმლის დამზადება 3D-პრინტერით უკვე დღესაა ნაწილობრივ ხელმისაწვდომი.


მომავალში შესაძლებელი იქნება საჭმელი ინტენრეტით გადმოვქაჩოთ და მატერიალიზება სახლის პრინტერით გავუკეთოთ.


მომავალში აგრეთვე განხორციელდება კომერციული კოსმოსური ფრენები, აგრეთვე მოხდება მარსის და მთვარის კოლონიზაცია.

image

1
138
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
2016, 18 თებერვალი, 19:28
:D
0 1 1