x
მეტი
  • 17.12.2017
  • სტატია:72006
  • ვიდეო:325195
  • სურათი:427366
გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სირთულეები

image

ახალი ღირებულებების, თუ ქცევების ჩამოყალიბებისკენ მიმართული
ექსპერიმენტები, აგრეთვე მშობლების კონტროლიდან თავის დაღწევის მცდელობა გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ ნიშნებს წარმოადგენს. ამ ყოველივეს დადებითი შედეგიც აქვს - ის ემსახურება მოზარდის ზრდასრულად ფორმირებას. მაგრამ არსებობს გარკვეული საშიშროება მოზარდთა მხრიდან რისკის შემცველი ქცევების განხორციელების: ეს შეიძლება იყოს ნარკოტიკების მიღება, სახლიდან გაქცევა, დაუცველი სექსუალური კონტაქტები, სუიციდი. მაგრამ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ ქცევებს მოზარდა მცირე ნაწილი მიმართავს და არ არის ყველა მოზარდისთვის დამახასიათებელი.
რისკიან ქცევას მოზარდები სხვადასხვა მიზეზის გამო მიმართავენ: ზოგი ვერ აცნობიერებს რისკიანი ქვევის შედეგებს, ზოგი ამგვარ ქცევას ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიმართავს, ზოგიც უფროსების რჩევებს უგულველყოფს. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება “პერსონალური მითიც“ გახლდეთ.
რისკიანი ქცევის განხორციელების მიზეზი შეიძლება 5 ფაქტორად გავაერთიანოთ.
ესენია:ბიოლოგია/გენეტიკა, სოციალური გარემო/თემი, უშუალო გარემოცვა
და თავად მოზარდის ქცევა. აღნიშნული ფაქტორები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და განაპირობებენ კიდეც ცხოვრების რისკიან წესს. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ ქვევის ალბათობას ზრდის როგორც მემკვირდეობა, ისე ბავშვის უშუალო გარემოცვა.
მაგ, . თუ ბავშვის მშობლები მოიხმარენ ჭარბად ალკოჰოლს ან ახასიათებთ
წამალთ დამოკიდებულება, ამგვარი ქცევის განხორციელების ალბათობა მოზარდთანაც
არსებობს. მას აქვს დევიანტური ქცევის მოდელი - რის გამოც ამგვარ ოჯახურ გარემოში
გაზრდილ ბავშვს ქცევის მიბაძვის ალბათობა უფრო დიდი აქვს, ვიდრე მოზარდს, რომელსაც მსგავს პრობლემასთან შეჯახება არ ჰქონია.

როგორ შეუძლიათ მშობლებს ამგვარი ქცევის შეჩერება? ბევრი მშობელი თანამშრომლობს პედაგოგებთან, იღებენ ზომებს რომ შეაჩერონ ბავშვების ინტერესი სარისკო ქცევებისადმი. ქმნიან ოჯახში უსაფრთხო კეთილგანწყობილ გარემოს, რთავენ ბავშვებს ინტერესების მიხედვით წრეებსა და კლუბებში. ასეთ შემთხვევაშიმოზარდს განვითარებული აქვს საკუთარი კომპეტენტურობისა და თვითპატივისცემის გრძნობა, თავს მიკუთვნებულად გრძნობს ოჯახში, თუ სოციალურ სისტემაში, და იშვიათად მიმართავს რისკიან ქცევას.
მოზარდები ალკოჰოლს და სიგარეტს “ დიდობის“ ინდიკატორად მიიჩნევენ.
მოზარდების მიერ ალკოჰოლისა თუ სიგარეტის მოხმარებას აფერხებს
კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს არასრულწლოვანთათვის - სიგარეტის,
ალკოჰოლის მიყიდვას. აგრეთვე - სკოლებში არსებობს ნარკომანიის
პრევენციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის პროგრამები.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0