x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
"ეს არის ნამდვილი ფუფუნება", "ძალიან მინდა ბავშვები"-ნუკი კოშკელიშვილი ამერიკულ ცხოვრებასა და ოჯახზე

image
რამდენიმე თვის წინ ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა. სიყვარული სხვა კონტინენტზე იპოვა, თუმცა დიდხანს არ უფიქრია, გადაწყვეტილება სწრაფად და სპონტანურად მიიღო. "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" მას ამერიკაში ესტუმრა და ნუკიმაც გულახდილად გვიამბო საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ.


"გადავერთე ამერიკული ცხოვრების სტილზე. ბენი მუშაობს, მე სახლში ვზივარ, არაფერს არ ვაკეთებ. დილით ბენის სამსახურში ვაცილებ ხოლმე. რომ ვთქვა ყოველ დილით ვაცილებთქო, მოვიტყუები, თუმცა ვცდილბ ხშირად გავაცილო. ყოველი წასვლის წინ მაგიდაზე ფულს მიტოვებს, რომელის საჭმელსა და წვრილმანებში უნდა დავხარჯო. მე დავამუღამე მაგარი რაღაც, აქ ძალიან იაფია ტანსაცმელი.. ამიტომ მთელი დღე ვატარებ მაღაზიებში"-გვიამბობს ნუკი.


ბენი ამტკიცებს, რომ ის და ნუკი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან: "ნუკი სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ხშირად არც მე ვგეგმავ და არაფერს ვაკეთებ. ჩვენს შორის სხვაობა ძალიან ცოტაა." image


ნუკიმ საქორწინო კაბა დედამთილ-მამამთილის სახლში დატოვა, ცარიელ ოთახში გამოკეტა, რომლის გასაღებიც მხოლოდ თვითონ ჰქონდა: "როცა კაბაში დამინახა ბენი ტიროდა".

"წარმოდგენა არ მქონდა მისი კაბა როგორი იქნებოდა. მე ვიცი მისი სტილი, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა. ის შეიძლება მოსულიყო თავისებური კაბით და დიდი სათვალით.

ვცდილობ ქართული ვისწავლო. ეს დიდხანს გაგძელდება. იმედია შევძლებ მის მშობლიურ ენაზე ვისაუბრო. მინდა მივცე შანსი, რომ როცა გაბრაზდება მშობლიურ ენაზე გამოხატოს"-გვიამბობს ბენი.


ნუკი ამერიკული ცხოვრებით ძალიან ბედნიერია: "ძალიან მინდა ბავშვები. ვფიქრობ რომ ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა დედა ხარ. ბენიც არ არის პატარა, 37 წლის ხდება. უკვე ვათვალიერებთ ახალ სახლებს. ძალიან მდიდრები არ ვართ, თუმცა ურთიერთობა, რომელიც გაგვაჩნია ეს არის ნამდვილი ფუფუნება".image

0
703
5-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0