x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ ამოვიცნოთ ერთმანეთი სხეულის ენით
imageერთმანეთს შორის კომუნიკაცია ის ერთ-ერთი სოციალური პროცესია, რომელსაც ადამიანები მიმართავენ
ყოველდღიურ ცხოვრებაში. საუბრისას ინდივიდი ვერბალურ ინფორმაციასთან ერთად მრავალ ჟესტიკულაციას
და მიმიკას იყენებს, იმისთვის, რომ უკეთ გადმოსცეს თავისი სათქმელი. წარმოიდგინეთ რა
დამაბნეველი და გაუგებარი იქნებოდა მოსაუბრის
ნათქვამი ემოციის, ხმის ტემბრის ცვლილებისა და ზოგადად ნებისმიერი ექსპრესიის გარეშე.აღსანიშნავია
ისიც, რომ გარკვეული ტიპის ემოციები თანდაყოლილი, უნივერსალურია ყველა კულტურისთვის,
მაგალითად როგორიცაა- შიში ან გაოცება. მაგრამ არის ექსპერესიები, რომლებიც შეიძლება
იყოს დასწავლილი, სხვებისგან გადმოღებული. ალბათ, ხშირად დაკვირვებიხართ ახლო მეგობრებს,
რომელთაც მსგავსი საუბრის სტილი ან ხმის ტონი
აქვთ სხვადასხვა სიტუაციებში.
მოკლედ რომ ვთქვათ, საუბრისას ყურადღებას ვაქცევთ როგორც
ვერბალურად მიღებულ ინფორმაციას, ისე არავერბალურ მანიშნებლებსაც, რასაც ზოგჯერ „სხეულის
ენას“ უწოდებენ. არავერბალური კომუნიკაცია კომპლექსური პროცესია
, მოიცავს ჟესტიკულაციას, სახის გამომეტყველებას და სხეულის მოძრაობას.
სხეულის ენამ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს
მოსაუბრის განზრახვასა და ფიქრებზე, ვიდრე პარტნიორის უშუალო სიტყვებმა, თუმცა ამ მიზნის
მიღწევას დაკვირვების უნარი და გარკვეულწილად
, გამოცდილება სჭირდება. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებ
სხეულის მოძრაობებსა და სივრცით ორიენტაციაზე:

ადამიანებს შორის ფიზიკური დაშორება გამოხატავს მათი
ინტიმურობის, სიახლოვის ხარისხსს. ის კუთხე, რა მიმართულებითაც ინდივიდი სხეულს მიმართავს,
გვაძლევს მისი დამოკიდებულების და ურთიერთობის მრავალ არავერბალურ მინიშნებას. მაგალითად,
ინგლისურენოვან ქვეყნებში, ჩვეული სოციალური ურთიერთობებისას, ადამიანები ერთმანეთის
მიმართ იმგვარად დგებიან, რომ შექმნან ოთხომცდაათგრადუსიანი კუთხე.

imageსურათზე გამოსახული ორი კაცი კუთხეს ქმნის, წარმოსახული მესამე
წერტილის პირისპირ, რითაც იქმნება სამკუთხედი. ეს არავერბალური მინიშნებაა მესამე პირისთვის,
რომ შეუერთდეს საუბარს. მსგავსი ჟესტიკულაციიდან და დგომის სტილიდან გამომდინარე ჩანს,
რომ ორივე ადამიანს ერთნაირი სტატუსი აქვთ
და მათ შორის გამართული საუბარი არაპერსონალურ ხასიათს ატარებს. როდესაც ჯგუფი ოთხი
კაცისგან შედგება ვიღებთ კვადრატის ფორმას, როცა ხუთი პირისგან შედგება წრეს ან ორ
სამკუთხედს.


image როცა ორ ადამიანს სიახლოვე ან განმარტოება სჭირდება,
მათი სხეულების ურთიერთმიმართება 90 გრადუსიანი კუთხიდან 0 გრადუსამდე მცირდება. როცა კაცს სურს ქალის მოხიბვლა,
ამ დახურულ სტრუქტურას იყენებს და ამასთან მათ შორის დისტანციას ამცირებს. ამ გამოწვევის
მისაღებად, ქალმა ასევე უნდა მიმართოს სხეული კაცის პირისპირ და მას პირად სივრცეში
შესვლის უფლება მისცეს.

ორივე, სამკუთხა და
დახურული მდგომარეობა გამოიყენება იმისთვის, რომ გაითვალისწინოს ან გამორიცხოს პირი
საუბრისას.გვერდით მოცემული სურათი, აჩვენებს ორი პირის მიერ შექმნილ სამკუთხა სტრუქტურას, რაც
გამოხატავს მესამის მიმართ მათ მიმღებლობას.



image

როცა მესამე პიროვნებას სურს შეუერთდეს ჩაკეტილ სტრუქტურაში
მყოფ ორ მოსაუბრეს, ის მაშინ მიაღწევს მიზანს, როდესაც პირველი ორი თავიანთ სხეულს
მესამე წერტილისკენ მიმართავს. როცა მესამე პირი არასასურველია, მოსაუბრეები დახურულ
სტრუქტურას ინარჩუნებენ და მხოლოდ თავს აბრუნებენ მესამე ადამიანისკენ -მისი დასწრების
აღსანიშნავად, თუმცა მათი სხეულის მიმართულება გამოხატავს იმას, რომ შემოერთებული მოსაუბრის
დარჩენა არასასურველია.

ხშირად სამ პიროვნებას შორის საუბარი იწყება ღია სტრუქტურით,
თუმცა თანდათანობით ორ ადამიანს შორის იკვრება დახურული სტრუქტურა და გამოირიცხება
მესამე მოსაუბრე. ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ უმჯობესია მესამემ დატოვოს ჯგუფი დაბნეულობის
და წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად.

imageმეორე პიროვნების მიმართულებით ფეხების გადაჯვარედინება, მიმღებლობის
და ინტერესის კიდევ ერთი ნიშანია. თუ ეს პიროვნებაც დაინტერესდება მოსაუბრით, ისიც
გადააჯვარედინებს ფეხებს პირველისკენ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.რაც უფრო
მეტად დაინტერესდება ორი ადამიანი ერთმანეთით, მით უფრო აქტიურად გადაიღებენ ერთმანეთის
მოძრაობებსა და ჟესტებს, ხოლო შექმნილი დახურული
სტრუქტურა სხვების გამორიცხვას გამოიწვევს (როგორც, მარჯვნივ მჯდომი კაცი სურათში).

imageწარმოიდგინეთ, ხართ სოციალური ურთიერთქმედების პროცესში და ამჩნევთ
ჯგუფს, რომელშიც სამი მამაკაცი და მომხიბვლელი ქალბატონია. ჩანს, რომ საუბარში მამაკაცები
დომინირებენ და ქალი მხოლოდ მსმენელის როლშია. შემდეგ ამჩნევთ საინტერესო მოქმედებას-
მამაკაცები ერთ ფეხს ქალის მხარეს გასწევენ. ამ მარტივი არავერბალური სიგნალით, მამაკაცები
გამოხატავენ ქალის მიმართ დაინტერესებას. ქვეცნობიერად, ქალი გრძნობს მისი მისამართით
დაინტერესებას.აქამდე ნეიტრალურად მდგომმა ქალმა, შეიძლება თანდათან ფეხის მიმართულება
იმ მამაკაცისკენ შეიცვალოს, ვისაც ყველაზე მიმზიდველად ან საინტერესოდ ჩათვლის.

imageახლა წარმოიდგინეთ კიდევ ერთი სიტუაცია, სადაც ხართ
პიროვნება, ვინც უნდა გაესაუბროს ორ ადამიანს.
ჩავთვალოთ, რომ ზიხართ სამკუთხა პოზიციაში, მრგვალ მაგიდასთან. ერთ-ერთი პიროვნება
ძალიან კომუნიკაბელურია და ბევრ კითხვას სვამს, ხოლოდ მეორე ჩუმადაა მთელი ამ დროის მანძილზე. როგორ უნდა მოიქცეთ
, როცა პირველი კითხვას გისვამთ და გსურთ საუბარი ისე განაგრძოთ, რომ არ გამორიცხოთ
მეორე?ამისთვის უნდა გამოიყენოთ შემდეგი ხერხი : როცა პირველი დასვამს შეკითხვას, პასუხის დაწყებისას
მას შეხედეთ, შემდეგ მეორე პირის მიმართულებით გაიხედეთ, შემდეგ კვლავ პირველისკენ...
მეორისკენ და საუბრის დასასრულს შეხედეთ მას, ვინც კითხვა დასვა.ეს საშუალებას მისცემს
არაკომუნიკაბელურ ადამიანს საუბარში ჩართულად იგრძნოს თავი.

ამგვარად, განხილული მაგალითებიდან ჩანს, რამდენად აშკარად
ავლენს სხეულის მოძრაობები და ორიენტაცია, ინდივიდის განზრახვებსა და დამოკიდებულებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობები არაფრის მანიშნებელია, დაკვირვებულმა
ადამიანმა შეიძლება გამოიცნოს მეორის დაფარული, ქვეცნობიერი მდგომარეობები.

0
90
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო არქანია
ანანო არქანია
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0