x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508483
ყოფლი შეყვარებულის ხარჯზე აწყობილი "კეთილდღეობა"
მე და ნანა ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით. ის სრულიად შემთხვევით გავიცანი. მესიჯს ვუგზავნიდი ჩემს მეგობარს და ნომერი შემეშალა. სახლში მარტო ვიყავი, ჩემი მეგობარი ჩემთან უნდა მოსულიყო და ასე მივწერე, ერთ საათში ჩემთან გელოდები-მეთქი. მაშინვე ვიღაც გოგომ დამირეკა, ვინ ხართ და რა გნებავთო. მე ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ ნომერი შემეშალა. გაეცინა, ასეთქვა, მეც არ გამიკვირდა, ვიფქრე ვინ მიბარებს თავისთანო. ისე, სიტყვაზე ვუთხარი, დაბარებით არა, მაგრამ თუ ნებას დამრთავთ ჩემთან დაგპატიჟებ-მეთქი. ჩემდა გასაკვირად დამეთანხმა, კი, ბატონო, სად ცხოვრობ, მითხარი და მოვალო... ცოტა კი გამიკვირდა, ვიფქრე ხუმრობს-მეთქი, მაგრამ მისამართი მაინც ვუთხარი და მაშინვე ჩემს მეგობარს გადავურეკე, არ მოხვიდე, საქმე გამომიჩნდა-მეთქი.


სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ მოვიდოდა, მაგამ მაინც დავტრიალდი. მაღაზიიდან შამპანური და ტკბილეული ამოვიტანე და მაცივარში შევინახე. ცოტა ხანში კარზე ზარიც გაისმა. ზღურბლზე მაღალი, შავგვრემანი გოგო იდგა და მიღიმოდა. გეფცებით, თავი სიზმარში მეგონა. ნანა მომესალმა და სახლში შევიპატიჟე. მაშინვე მისაღებ ოთახში შევუძეხი და მე სამზარეულოში ტკბილეულის გამოსატანად გავიქეცი. ოთახში რომდავბრუნდი, ნანას ლიქიორი ჩამოსესხა ჭიქებში. ეს მე მოვიტანე, მოდი, ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დავლიოთო. ის სადღეგრძელო შევსვით და მეტი აღარ გადვილევია. ნანა ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა. მერე მან ყავა მოადუღა, დავლიეთ და ქუჩაში სასეირნოდ გავედით. იმ დღეს ლამის მთელი თბილისი შემოვიარეთ ფეხით...


image


მოკლედ, ეს გოგო ძალიან მომეწონა. მის გვერდით ნამდვილად არ მოიწყანდა კაცი. მე ბუნებით აქტიური და გახსინილი ტიპი არ ვარ. ის სრულიადგანსხვავდებოდა ჩემგან და ეს ძალიან მომწონდა. როცა ჩემს მეგობრებს ნანა გავაცანი, მათზეც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ, ყველაგან ერთად დავდიოდით. ის კი არა, რომელმა მეგობარის დედამაც ის გაიცნო, ყველა აღნიშნავდა, რა თბილი, მოსიყვარულე, სხარტი და ყოჩაღი გოგოა, ბედნეირი ის ოჯახი, სადაც ეგ შევაო. ნანას რომ აქებდნენ, მსიამოვნებდა, თუმცა მის ცოლად მოყვანაზე არასოდეს მიფქრია. ის არც ჩემი მშობლებისთვის გამიცვნია, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ.



ნანა ჩემზე 3 წლით უფროსია. ის სარეკლამო სააგენტოში მუშაობს, მე უმაღლესსი ვსწავლობ. სამსახურის მერე ოფსში გავუვლიდი და ხან სად მივდიოდით და ხან სად. მე იმდენი შესაძლებლობა არ მქონდა, რომ მისთვის საჩუქრები მეყიდა, ის კი სულ მანებივრებდა - ხან მობილურს მჩუქნიდა და ხან ტანსაცმელს. სულ მეუბნებოდა, თუ რამე დამჭირდებოდა, არ მომრიდებოდა და მისთვის მეთხოვა. მე თავიდან ამას კი გავურბოდი, მაგრამ მერე არც ფულის გამორთმევა მრცხვენოდა და არც საჩუქრის. ერთხელაც ჩემთან სახლში ვიყავით. ორივეს ძალიან გვშიოდა. ნანა სამზარეულოში შევიდა და წამებში ორნაირი კერძი მოამზადა. სუფრა ლამაზად გაშალა და დამიძახა. ჭიქებში ღვინო ჩამოასხა და სადღეგრძელოს ნებართვა ითხოვა. მერე სახე უცებ შეეცვალა. ჭიქა ისევ თავის ადგილად დადო, თვალებში ჩამხედა და მითხრა, არ გინდა შენი სახლის დიასახლისი გავხდეო? მაშინვე მივხვდი რაც იგულისხმა, მაგრამ პასუხს თავი ავარიდე. ალბათ მისთვის დამაკმაყოფლებელი პასუხი რომ არ მქონდა იმიტომ. რაღაც სულელობები ვთქვი და სხვა საუბარი თემაზე გადავიტანე. მერე ნანა ფეხზე წამოდგა და მითხრა, სამსახურში ერთი ჩემი თანამშრომელი ხელს მთხოვს, მე ის არ მიყვარს, შენ მიყვარხარ, მაგრამ როგორც გატყობ, შენ ჩემს მიმართ გულგრილი ხარო. მივხვდი, რომ სიმართლის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. ნანას ვუთხარი, რომ მართალია მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ მის ცოლად შერთვას არ ვაპირებდი. ჯერ ეს ერთი არ მიყვარდა და მეორე ის, რომ მე ჯერ ცოლი ნამდვილად არ მჭირდებოდა. ნანა გაბრაზდაა, მაგრამ რა გაბრაზდააა! ლამის მაგიდა ააყირავა! ჩანთას ხელი დაავლო და გავარდა...


უკან არ გავკიდებივარ. აზრი არ ჰქონდა და იმიტომ. არც იმ დღეს დამირეკავსმისთვის და არც მეორე დღეს...


იმ ჩხუბიდან მესამე დღეს ნანამ თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ ორ კვირაში ნიშნობა ჰქონდა. არ მწყენია, უბრალოდ მისმა ოპერატიულობამ გამაკვირვა. ჩვეულებრივი ხმით მივულოცე და ბედნიერება ვუსურვე. მერე მითხრა, შენ კიდევ გაქვს დრო, რომ ყველაფერი შეცვალოო. რომ ვთხოვე დაეკონკრეტებინა, ამ სიტყვებში რას გულისხმობდა და მან ისევ ის გაიმეორა, რაც რამდენიმე დღის წინ სამზარეულოში მითხრა. ამაზე მე იგივე ვუპასუხე, რომ მას ცოლად არ მოვიყვანდი. ჩემს სიტყვებზე ნანა გაჩუმდა და მითხრა, მიუხედავად ყველაფრისა მე ისევ ძველებურად მიყვარხარ და ყოველთვის ასე იქნებაო. ამის შემდეგ დაამატა, ჩემს ქორწილის მოსაწვევებს რომ დავაბეჭდინებ, ორ კაციან მოსაწვევს შენც გამოგიგზავნიო...


ნიშნობამდე რამდენიმე დღე რჩება, ნანა ახლა ყოველ დღე მირეკავს და მიყვება როგორ კაბას იკერავს ქორწილისთვის, თითო სუფრაზე რამდენი კაცი უნდა დასვას, რა კერძებს უკვეთავს და ა.შ. მოკლედ, დეტალურად ვარ ჩართული ჩემი ყოფლი შეყვარებულის საქორწილო სამზადისში. იცით კიდევ ნანამ რა მითხრა?! ერთ დღეს მაღაზიები დავიაროთ, ჩემს ქორწილში ჩასაცმელი ტანსაცმელი უნდა გიყიდოო. ხომ მაგარია, ვერაფერს იტყვი!.. ალბათ ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც ნანას გათხოვილი ქალის სახელი ექნება. როგორც ვიცი, იმ კაცს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს. ცალკე ბინაში იცხოვრობენ და როცა მინდა მაშინ შევუვლი შემს შეყვარებულს. არ მგონია უარზე იყოს. თუ ნანა ჩემთან სექსზე წინააღმდეგი იყო, გათხოვების მერე არა მგონია ამაზე უარი მითხრას. მოკლედ, საქმე აწყობილი მაქვს: ფული, საჩუქრები, ჩასაცმელი, დასახური, მშვენიერი ქალი და არანაირი ვალდებულება! იმედია ერთ დღესაც ნანას ქმარი თავზე არ დაგვადგება და მე კარადაში დამალვა არ მომიწევს, ან აივანზე ტრუსის ამარა ატუზვა. მოკლედ, ასეა საქმე, შეყვარებული მითხოვდება, მაგრამ გული არ მწყდება, პირიქით, ჩემი კეთილდრეობისთვის მან შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მიიღო.

2
237
4-ს მოსწონს
ავტორი:jokeri2012
jokeri2012
237
  
2016, 18 თებერვალი, 13:52
ყველაზე "გამომყენებელი" ზოდიაქოს ნიშანი :)
2016, 18 თებერვალი, 13:30
ჰოროსკოპით რა ხარ?
0 1 2