x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რატომ არ უნდა ენდოთ ყოველდღიურ და ყოველკვირეულ ასტროლოგიურ პროგნოზებს

ასტროლოგიის შესავალისამყარო კანონზომიერია

დღესდღეობით, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი ინტერესი ძლიერია, ძირითადად დაინტერესებულნი არიან „რა გველის ჩვენ?“, „როგორი ვარ მე?“ კითხვებით, პერიოდულად ინტერესი ძლიერდება ჩინური და იაპონური ასტროლოგიისადმი.
ჟურნალ-გაზეთებიც ასტრო-პროგნოზებითაა სავსე და მილიონობით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურ პროგნოზს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მხოლოდ ყოველდღიური ან სულაც ყოველკვირეული პროგნოზები არაა ასტროლოგია. ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა.


ასტროლოგიას კავშირი აქვს პლანეტების გავლენის შესწავლასთან და მიიჩნევა, რომ თითოეული პლანეტა გავლენას ახდენს ნებისმიერ ინდივიდზე. ასტროლოგები ინდივიდუალურ პირად დახასიათებებს ადგენენ, მნიშვნელოვან მოვლენებს პროგნოზირებენ პირად და მსოფლიო დონეზე, წყვილთა თანაცხოვრებას აფასებენ და ა.შ. პირველი ეტაპია რუკის შედგენა, რაც ასტროლოგებს პიროვნების ფსიქოტიპის დადგენაში ეხმარება.


ჩვენთვის ნაცნობია ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი: ვერძი, კურო, ტყუპები და ა.შ. დედამიწიდან, როგორც ცენტრიდან, სწორედ ამ თორმეტ ნაწილადაა დაყოფილი ცის ხილული ნაწილი და პლანეტა რომელ ნაწილშიც მოხვდება, იგულისხმება რომ იმ ნიშნის გავლენა აქვს. მაგალითად, თქვენ თუ ზოდიაქოს ნიშნით ვერძი ხართ არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ვერძის თვისებები გექნებათ, შესაძლოა სულაც თევზების ან კუროს გავლენაც გქონდეთ, რადგან მზის (რომელიც ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს) გარდა სხვა პლანეტებიც არსებობენ და ისინი შეიძლება სწორედ ამ ნიშნებში განლაგდნენ. პირადი რუკის შედგენა _ სწორედ თქვენი დაბადების მომენტში ცის კაბადონზე პლანეტების განლაგების ამსახველი „სურათია“. ზუსტი ფსიქოტიპის დასადგენად და დასახასიათებლად ამიტომაა საჭირო პირადი რუკის შედგენა.


პ.ს. ასე რომ სამომავლოდ თქვენი დასაჯერებელია, სარწმუნოა რამდენად უნდა ენდოთ ყოველდღიური და ყოველკვირეული პროგნოზებს.

0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:jokeri2012
jokeri2012
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0