x
შესრულების მენეჯმენტი
17 თებერვალი, 20:54

imageშესრულების მენეჯმენტი არის სუპერვიზორსა და მომუშავე პერსონალს შორის კომუნიკაციის პროცესი, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის მიზნის მიღწევას. სამუშაოს შესრულების მენეჯმენტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც გულისხმობს ინდივიდების და/ან გუნდების სამუშაოს შესრულების იდენტიფიკაციას, გაზომვას, განვითარებას და ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში
მოყვანას.
აღსანიშნავია, რომ ბევრ ორგანიზაციას გააჩნია ე.წ. „სამუშაოს შესრულების მართვის“ სისტემა, თუმცა კარგად უნდა გავიგოთ, რა არის სამუშაოს შესრულებულის მართვის სისტემა და რით განსხვავდება ის „შესრულებული სამუშაოს შეფასებისაგან”. სისტემა, რომელიც ყოველგვარი უკუკავშირისა და სამუშაოს შესრულების გაუმჯობესების მიზნით სწავლების გარეშე თანამშრომელთა წელიწადში ერთხელ შეფასებას გულისხმობს მხოლოდ, არ არის ნამდვილი სამუშაოს შესრულების მართვის სისტემა. ეს არის მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შეფასების სქემა, რომელიც ფოკუსირებულია იმის გაგებაზე, რა შეასრულეს თანამშრომლებმა კარგად და რა ცუდად. სამუშაოს შესრულების შეფასებაც მოიცავს თანამშრომლის ძლიერი და სუსტი მხარეების სისტემატური იდენტიფიკაციას, მაგრამ ეს მხოლოდ მთლიანი პროცესის ნაწილია. სამუშაოს შესრულების მართვა ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე შესრულების გაზომვაა.
შესრულების მენეჯმენტის კარგად განხორციელებულ სისტემას ბევრი
უპირატესობა გააჩნია. მომუშავეების პერსპექტივიდან, კარგი სისტემა განაპირობებს მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებას, შესრულების გაუმჯობესებას; აზუსტებს სამუშაო დავალებებსა და მოვალეობებს, უზრუნველყოფს თვითგანვითარების შესაძლებლობებს და ნათელს ხდის მენეჯერის მოლოდინებს.მენეჯერების პერსპექტივიდან, კარგი სისტემა მათ საშუალებას აძლევს ჩაწვდნენ მომუშავეების აქტივობებსა და მიზნებს, მოექცნენ მათ სამართლიანად და განახორციელონ სათანადო ადმინისტრაციული ქმედებები;სისტემა მენეჯერებს საშუალებას აძლევს ნათლად გამოხატონ ორგანიზაციული მიზნები, განასხვავონ კარგი და ცუდი შემსრულებლები, წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის განვითარებაში, წაახალისონ მოსაზრებების გამოთქმა და გაზარდონ დაქვემდებარებულთა ჩართულობა; ამასთან, უფრო მეტად დაიცვან ორგანიზაცია სამართლებრივ ჭრილში;
შესრულების მენეჯმენტის ცუდად გახორციელებული სისტემა უარყოფით
შედეგებს იწვევს ყველა მისი მონაწილისთვის. ეს შედეგები მოიცავს: დენადობას, დემოტივაციას (მაგ., მენეჯერი-დაქვემდებარებულის ურთიერთობის გამო), დროისა და რესურსების ფუჭად ხარჯვას, თანამშრომელთა ფრუსტრირებას, სკეპტიკურ
დამოკიდებულებას და ა.შ; შესრულების მენეჯმენტი ასევე მოიცავს პერსონალის მუშაობის გაუმჯობესებისთვის სათანადო გარემოს შექმნას. შერულების მენეჯმენტი
მოიცავს სამუშაოს აღწერას, პერსონალის შერჩევას შესაბამის პოზიციებზე, კომპენსაციას,
მომუშავე პერსონალის ტრენინგებს და ა.შ. თითოეული კომპანია ასევე ამატებს თავის ხედვას ამ პროცესში, მაგალითად Microsoft Corporation პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერებს სთავაზობს პიროვნულ თავისუფლებას რათა თავად აირჩიონ ტრენინგ-კურსები.
შეფასების პროცესში მენეჯერი აყალიბებს პერსონალის ქცევის შეფასების კრიტერიუმებს, რათა მოახდინოს სამართლიანი უკუკავშირი. ეს უკუკავშირი მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, ვის სჭირდება ტრენინგი, ვინ შეიძლება იქნეს გადაყვანილი სხვა პოზიციაზე, დათხოვნილი თუ დაწინაურებული. შესრულების შედეგები დამოკიდებულია სამუშაოს შესახებ ცოდნაზე, დავალებების შესრულების უნარსა და შესაძლებლობებზე. შესრულების მენეჯმენტი უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას, ქმნის პირობებს თანამშრომელთა უკეთესი შესრუებისთვის. მომუშავეები ვინც აუმჯობესებენ შერულებას იღენებენ სხვადასხვა სახის ჯილოებს მატერიალუ თუ არამატერიალურს. Microsoft უზრუნველყოფს მის თანამშრობლებს ბონუსებისთ, მატერიალური ჯილდოებით და სხვა ბენეფიტებით როგორიცაა ჯანმრთელობა კეთილდღეობა, ანაზღაურებადი შვებულება ახალი მშობლებისთვის, ფასდაკლებები და სხვა მრავალი. თანამშრომელთა შესრულების მენეჯმენტი მუდმივად ბრუნავს იმ მიზნების მხარდაჭერის ირგვლივ რითიც მომუშავეები იღებენ გამოცდილებას, პროფესიულ უნარებს, ავითარებენ სტრატეგიებს.


14
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!
კრიონიქსი არის სფერო, რომელიც თვლის, რომ მომავალში იარს...
პათოლოგიური შემგროვებლობაპათოლოგიური შემგროვებლობა
პათოლოგიური შემგროვებლობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც DSM-5-ში (ფსიქოლოგიური აშ...
ერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცაერი, რომელსაც ძველმა ცივილიზაციამ თავისი ცოდნა გადასცა
V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გე...
პანიკური აშლილობა!პანიკური აშლილობა!
პანიკური აშლილობა ერთერთი უძველესი დარღვევაა რომლსაც ახასიათებს მოულოდნელი პანიკური შეტევა დ...
მეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნესმეცნიერებმა დედოფალი კლეოპატრას გარდაცვალების საიდუმლო ამოხსნეს
კლეოპატრა VII, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პ...
მომავლის გასაოცარი გამოგონებებიმომავლის გასაოცარი გამოგონებები
აქ მოცემულია, თუ როგორი ეგონათ მომავალი მე-19 საუკუნელებს: ...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა) ნეიროფსიქიატრიული აშლილობაა, რომელსაც ახასია...
6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!
დედამიწა სადუმლოებებით აღსავსეა, ეს ყველამ კარგად ვ...