x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გორი ნაგავში იძირება!
დღეს მშვიდი და აუღელვებელი ნაბიჯებით გორის ცენტრალური ქუჩის ერთ-ერთ

მონაკვეთზე მივაბიჯებდი, რომ უეცრად ქარმა დაუბერა და ჩემს

წუთიერ ბედნიერებას ბოლო მოუღო.

ჩემს ფეხებთან თავი მოიყარეს შოკოლადის ქაღალდებმა, ცელოფნებმა, სიგარეტის


კოლოფებმა და კიდევ ათასმა უბედურებამ...

ხასიათი წამიხდა.

მთელი ქალაქი ნაგავშია!

image

imageimage

რატომღაც ქალაქის ხელმძღვანელობას ამ პრობლემის მოგვარება სათანადოდ არ ძალუძს.

რამდენიმე დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდზე წავიკითხე:

"ნაგვისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილი 110 ახალი
კონტეინერი გორის კეთილმოწყობის სამსახურში დღეს შემოიტანეს.
ურნების განახლება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივაა.
“დღეისათვის ქალაქის ტერიტორიაზე 300 ურნა დგას, თუმცა იმისათვის რომ ნარჩენების გატანის საჭიროება მთლიანად დაკმაყოფილდეს, მათი რაოდენობა 600-მდე უნდა გაიზარდოს, რაზეც მერიაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.“ - განაცხადა ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა იაგო წიკლაურმა.
ურნები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მევა ჯე“ -სგან შეიძინა, რასაც გასული წლის ბიუჯეტიდან 99 000 ლარი მოხმარდება.
ნაგვისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი კონტეინერები ქალაქის ქუჩებში უახლოეს დღეებში გამოჩნდება."

image


კარგი ამბავია ნამდვილად, მაგრამ ქალაქში სისუფთავის დაცვას კონტეინერების

განახლება და რაოდენობის გაზრდა, რამდენად ეფექტურად უზრუნველყობს არ ვიცი...

როცა აღნიშნული კონტეინერები დროულად არ იცლება, ნაგავი ქუჩაში იბნევა და

საშინელ მდგომარეობაში ვარდება ქალაქიც და მისი მოსახლეობაც.

ქალაქის დაბინძურებას, ასევე მოქალაქეების დაბალი თვითშეგნება განაპირობებს,

ძალიან ბევრ ადამიანს არ ესმის, რატომ უნდა ჩააგდოს ნარჩენი ურნაში.

ქალაქში ასევე მრავლადაა დაზიანებული და დამწვარი ურნებიც.

გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროა" ამ პრობლემაზე აქტიურად მუშაობს და

შერჩეულ მოხალისეებთან ერთად ადვოკატირების კამპანიის გზით და ქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, ცდილობს გორში ამ მხრივ ვითარება

უკეთესობისკენ შეცვალოს. "დროა" პროექტის "გორი-სუფთა და უსაფრხო

ქალაქი"-ს ფარგლებში, შერჩეულ მოხალისეებთან ერთად გარკვეულ აქტივობებს

ახორციელებს.

პროექტი 2015 წლის ნოემბრიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(sida) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


1
113
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
113
  
2016, 18 თებერვალი, 23:05
მარტო გორი?
0 1 1