x
image
მანჩო 777
ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, თუ რა არის ეს სინამდვილეში.. .(+ ვიდეო)
ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ბუნება მშვენიერია და გასაოცარი, მაგრამ ამავდროულად ის შეიძლება იყოს შემზარავი და საშიშიც. დედამიწის მრავალფეროვან სიცოცხლის ფორმას შორის შეიძლება მოიძებნოს არსებები, რომლებსაც შეუძლიათ შიშის ზარი მოჰგვარონ ყველაზე გამბედავ და უშიშარ ადამიანებსაც კი.


image


ზოგ თქვენგანს ობობების ეშინია, ზოგს ღამურებისა და სრულიად უწყინარი პეპლების, სხვები კიდევ უკანმოუხედავად გარბიან გველების დანახვაზე (მათ შორის მეც). საქმე იმაშია, რომ ბუნების მრავალსახეობა არასოდეს არ ითვალისწინებდა და არც გაითვალისწინებს რომელიმე მისი ბინადრის - ინდივიდის ესთეტიკურ გემოვნებას. მაგრამ თუ მოვახერხეთ, რომ დავძლიოთ შეუცნობელი შიში ამა თუ იმ არსების მიმართ და ყურადღებით დავაკვირდეთ ერთი შეხედვით შემზარავ არსებებს, მაშინათვე მოვიხიბლებით ბუნების სიმშვენიერითა და მისი ფლორისა თუ ფაუნის უცნაური წარმომადგენლების არამიწიერი სილამაზით.


image



როგორც ჩანს, სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდათ ადამიანებს, ვინც ეს უცნაური ვიდეო შექმნა. მათ აირჩიეს სრულიად ჩვეულებრივი მცენარეები და დააკვირდნენ მათ ზრდა-განვითარებას რამოდენიმე დღის განმავლობაში. შემდეგ ვიდეორგოლების ავტორებმა რამდენჯერმე დააჩქარეს მოძრაობა, რათა საბოლოოდ მიეღოთ თვალისმომჭრელი შედეგი, დაამატეს რამოდენიმე დეტალი და გამოვიდა მცირემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებასა და შიშს.


ალბათ, ზუსტად ასე გამოიყურება რომელიმე სხვა, უცხო პლანეტის ჯუნგლები. სპეციალისტების დახვეწილმა ნამუშევარმა აიძულა ამ ხელოვნურ თვალებს ემოძრავათ მცენარეებთან აბსოლუტურ სინქრონში. ძნელია იპოვოთ სურათი, რომელიც უფრო უკეთესად აღწერდა გარემომცველი სამყაროს ჩვენთვის თვალით შეუმჩნეველ უმცირეს დეტალებს.

ახლა კი დროა დატკბეთ ამ უცნაური ვიდეოთი, რომელიც ბუნების საოცრებებს გვიშლის თვალწინ!




1
410
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
410
  
2016, 17 თებერვალი, 11:50
ძალიან მაგარია!
0 1 1