x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61786
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
მგლები - ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე და საზრიანი მტაცებლები.

imageმგელი გარემოსთან კარგად შეგუებული მტაცებელია. ცხოვრობს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, მთაში და ბარშიც, ტყესა და უდაბნოშიც. იტანს სიცივესა და სიცხესაც. გამოირჩევა საზრიანობით და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელია.

imageთავს ესხმის სხვადასხვა ცხოველს, ნებისმიერს, რაც კი გზაზე გადაეყრება. არ იწუნებს თაგვს, ბაყაყს, ხვლიკს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს მიწაზე და ჭამს კვერცხებს, ბარტყებს, ხშირად თავს ესხმის შინაურ ცხოველსაც.

ზაფხულში მგელი მაძღარია, ზამთარში კი თითქმის ყოველთვის მშიერია. ძნელია ღრმა თოვლში სირბილი და ნადირობა. მგელს კი, როგორც იტყვიან, "ფეხები აჭმევს".

imageზამთარში ეს მტაცებლები ხროვებად ერთიანდებიან. ხროვაში ჩვეულებრივ ათი თორმეტი ნადირია. მგლის ხროვა დაძრწის გზებსა და ბილიკებზე, ტყეში, ველად თუ მინდვრად და საკვებს ეძებს. საკვების ძიებაში ხროვა დიდ მანძილებს ფარავს. შიმშილისაგან გაბოროტებული მხეცები ერთობ გაბედულები ხდებიან, თავს ესხმიან სოფლებს: ცხვრის ფარებს, საქონლის სადგომებს, გუდავენ ეზოს ძაღლებს.

imageimageმგლებს ანადგურებენ ყველგან, მათ შორის საქართველოშიც. ნადირობენ: ავტომანქანებით, ვერტმფრენებით, თვითმფრინავებით, ანადგურებს მათ შეიარაღებული ათასობით ფეხოსანი მონადირეც.

imageimageასეთი მასობრივი გამანადგურებელი ღონისძიებების შემდეგ მტაცებ
ლის ნებისმიერი სახეობა შეწყვეტდა არსებობას, მაგრამ მგელს ეს არ შეემთხვა.

ჩვენი ქვეყნის უმრავლეს რაიონში მგლის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, გადარჩენილებს კი ისეთი განსაცვიფრებელი სიფხიზლე, ეშმაკობა და მოხერხებულობა გამოუმუშავდათ, რომ მონადირეთა შორის უნებლიე პატივისცემასაც იმსახურებენ.

მტაცებელი ხშირად ახერხებს დაუძვრეს შეიარაღებულ მდევარს. ორ კვირაზე მეტს შიმშილობს, მაგრამ ახლოსაც არ ეკარება ხაფანგებს და მოწამლულ სატყუარებს.

imageimageგანსაცვიფრებელია მგლის ძალაც. მას შეუძლია ღრმა თოვლშიც დიდ მანძილზე ათრიოს კისერზე მოგდებული ღორი, ცხვარი ან თხა.

მგლების ხროვის შიგნით რთული და მრავალმხრივი ურთიერთობაა გაბატონებული. მშობლები შვილებს გადასცემენ თავიანთ მდიდარ გამოცდილებას. მგლები არ უშვებენ თავის კლანში სუსტების არსებობას. ბრმა ან ხეიბარი ზედმეტი ტვირთია. არსებობისთვის ბრძოლაში ყოველ წუთს ფხიზლად უნდა იყოს ნადირი.

ზამთარში ყველაზე მოსახერხებელი კოლექტიური ნადირობაა.

imageimageimageამ დროს მგლები დიდ საზრიანობას იჩენენ და უმთავრესად დევნით, მსხვერპლის ჩიხში მომწყვდევის ხერხს იყენებენ. მსხვილ ცხოველებს - ირემს, ცხენირემს, კამეჩს, ბიზონს, რომელთაც შეუძლიათ მტაცებლისაგან თავის დაცვა, ავიწროვებენ და ისეთ ადგილებში აქცევენ(ნახევრად ჭაობი, კლდე)

სადაც მათი დამორჩილება ადვილია.


imageჯერჯერობით საქართველოში მგელი, როგორც სახალხო მეურნეობისთვის დიდი ზიანის მომტანი მტაცებელი, ყველგან ნადგურდება, მაგრამ მისი რიცხვი ჯერ კიდევ დიდია.









2
345
4-ს მოსწონს
11
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
   ქართული კლავიატურა
19 თებერვალი, 14:40
ამ სტატიის ავტორი რომელი პლანეტიდან არი.1994 წლიდან ქალბ. ჩხობაძის ბრძანებით საქართველოში აიკრძალა ყველა მტაცებლის ნებისმიერი მეთოდით მოპოვება.ამის შემდეგ ეტირა დედა ჩვენში გავრცელებულ ხოხობს,გნოლს, დურაჯს,კურდღელს,შველს.ტყეში რომ საკვები გამოილია ნადირი უკვე სოფლებში იწევს. შუაგულ ევროპაში სკვერებში ხოხობი და კურდღელი დადის,ჩეხეთის ზოგიერთ ქალაქში დიდ პარკებში გარეული ღორიც კი შედის.ჩვენ კი უნდა ტურასა და მგელს ვუყუროთ და ყვავებმა უნდა გვასკლინტონ მაღლიდან.სამაგიეროთ არასამთავროები იღებენ ბლომა ფინანსებს მტაცებლების მომრავლებისთვის-სადღაც ხომ უნდა იყოს ბიომრავალფეროვნება? ჩეხოსლოვაკიაში თუ წელიწადში რამოდენიმე ათას ტონა ირმის ხორცს ამზადებენ,ჩვენ რა ვქნათ ტურის ხორცი დავამზადოთ? მაგრამ სიმართლე ის არის რომ უკვე 30 წელია მარტო საგარეო პოლიტიკით დაგვზომბირეს,საშინაო საქმეები აღარავის ახსოვს.
17 თებერვალი, 9:54
ერთადერთი ცხოველია რომელიც ვერ მოათვინიერეს, არადა ერთგულია , თუ ადამიანი შეიყვარა, 10 წელიც რო არ ნახოს, მაინც ახსოვს
0 1 2