x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61777
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
აფიორა სახელწოდებით სამსახური

imageაპლიკაციის აღმოჩენის დღე – „სასწრაფოდ! გვესაჭიროება ოპერატორი“ – დასაქმების ერთ-ერთ ვებ-გვერდზე ვხსნი ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ ვაკანსიას და დაუფიქრებლად ვეცნობი პირობას, რომელშიც რამდენიმე წინადადებითაა ინფორმაცია მოცემული. თანამშრომლად დაიშვებიან 18-28 წლამდე პირები, ექნებათ არასრული სამუშაო განაკვეთი და დაწინაურების პერსპექტივა. აპლიკაციის ფორმაში არ არის მითითებული რა კომპანიაა, რა პროდუქტს უწევს პიარს, კონკრეტულად რა შედის ოპერატორის ფუნქციებში, როგორი უნარ-ჩვევები, განათლება და გამოცდილება უნდა ჰქონდეს აპლიკანტს. ყველაზე მეტად ის დაგაფიქრებთ, რომ წინასწარ არანაირ სამოტივაციო წერილსა და მით უფრო, რეზიუმეს არავინ გთხოვთ. მეც მარტივად გავიარე გასაუბრებამდე მისასვლელი ეტაპი მითითებულ მობილურ ნომერზე დარეკვით.


მზადება გასაუბრებისთვის – სამდღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რა ჩავიცვა, როგორი მაკიაჟი გავიკეთო, რომ დამსაქმებელს ჩემი კანდიდატურა მოეწონოს. საიტებზე „როგორ მოვაწონოთ თავი დამსაქმებელს“, „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“, „9 თვისება, რომელიც სამსახურის მიღებაში დაგეხმარებათ“ და მსგავსი სათაურის მქონე სტატიებიც გადავიკითხე. მარტო წასვლა არ მსურდა და ამ ამბავში ჩემი მეგობარიც ჩავრთე, რომელიც ენთუზიაზმით დამთანხმდა წამოსვლაზე.


გასაუბრების დღე – დანიშნულების ადგილის ახლომახლო ვტრიალებ თან მობილურში შეტყობინებით გამოგზავნილ მონაცემებს ვკითხულობ – შარტავას 14ა მეორე სართული მეორე სადრ… კითხვას მოულოდნელად იქ მდებარე ოფისიდან გამოსული მამაკაცი მაწყვეტინებს და მეუბნება: „ეს არა გოგონა, მეორე ბინაა მეორე სართული ეზოს მხრიდან მიდი და რომ გეტყვიან: „თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება 35 ლარი გაქვთ მოსატანი, “ მაშინ მიხვდებით, რომ ესენი არიან ყველაზე დიდი თაღლითებიო. ირონიულად გამიღიმა და სიგარეტს მოუკიდა, ჩემი გაოცებისაგან გაფართოებული თვალებისთვის ყურადღება არც მიუქცევია.


ეს სად მომიყვანე? – იცინის ჩემი მეგობარი და ცდილობს, ერთდროულად ბრაზიც დაფაროს და გაკვირვებაც.


პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ სიგარეტის ბოლში გახვეულმა, კეთილმოსურნე უცნობმა თქვა: „თქვენ კი არა ხალხი კახეთის სოფლებიდან ჩამოდიან ამ გასაუბრებისთვის“


ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, აღმოვაჩინე ჩემი რესპონდენტი – მარიამი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ამ სააგენტოში 1 თვე მუშაობდა და აი რას ყვება: „გასაუბრების შესახებ მეც ინტერნეტით გავიგე, შემთხვევით წავაწყდი ვაკანსიას. მივედი და მონაცემები ჩაიწერეს სახელი, გვარი, სად ვსწავლობდი, შემდეგ მკითხეს პიარი რა არისო. ბოლოს ტესტი შემავსებინეს (თემა იყო დასაწერი (ბიზნესის დანიშნულებაზე, მაგრამ ზუსტად ვერ იხსენებს სათაურს) ბოლოს, რომ მითხრეს აყვანილი ხარ სამსახურში და კონტრაქტი უნდა გაგიფორმოთო, მაშინ მომთხოვეს ბანკში მათს ანგარიშზე 35 ლარის გადახდა. ადგილმდებარეობას ხშირად იცლის ეს სააგენტო, სამი ლოკაცია მე ვიცი სადაც ჰქონდათ ოფისები. სამსახურის არსი ასეთი იყო: სხვადასხვა ფორუმებზე უნდა განმეთავსებინა მათი ვაკანსიის შესახებ და ჩემს სახელზე რამდენი ადამიანიც მოვიდოდა თითოეულისგან 10 ლარს მე ვიღებდი. შემდეგ ის ადამიანები გააკეთებდნენ იმავეს და ასე ვრცელდება ხალხში.“


გაოცებულმა ვიკითხე მერე ეს ადამიანის მოტყუილება არ არის-მეთქი?


კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ოფიციალურად ხორციელდება ყველაფერი ადვოკატებიც ჰყავთ და კონტრაქტსაც გიფორმებენ ვერ შეედავებიო.შემდეგ ისიც მითხრა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი საკმაოდ დიდ თახას გამოიმუშავებს, ასეთი საქმიანობით და ოჯახებსაც კი არჩენენო.


უკან ისე გამოვბრუნდი, რომ გასაუბრებაზე აღარ შევსულვარ. სამი წელია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და ყოველ ლექციაზე მესმის ფრაზა – ჯანსაღი სკეპტიციზმი მთავარი თვისებაა ჟურნალისტისო, ყველანაირი ინფორმაცია გადაამოწმეთო და რისთვის? ასე მარტივად, რომ გავხვეულიყავი აფიორაში?


ამ სტატის მიზანია ის, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და სანამ რაიმე კონტრაქტს ხელს მოაწერენ კარგად დაფიქრდნენ რამდენად უღირთ სამსახურისმაძებარი, გაჭირვებული, ადამიანების მეშვეობით ხელის მოთბობა. დაბოლოს, ვისაც ჩემსავით არ გაუმართლებს და კეთილმოსურნე უცნობი არ შეხვედრება, რომელიც აუხსნის ამ სამუშაოს არსს, მინდა, რომ მათთვის მე ვიყო ასეთი.

0
200
2-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0