x
„გაზპრომი“ – ალტერნატიული გზების ძიება, თუ საჭიროებით გამოწვეული აუცილებლობა
16 თებერვალი, 19:39

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის/ვიცე-პრემიერის კახა კალაძის მიერ „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრა აქტუალობას არ კარგავს.ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა, ე.წ. „რუსული გაზის“ შემოსვლასთან დაკავშირებულ პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს გამოყოფენ.


საჭირო იყო თუ არა, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების დაწყება, როგორ შეცვლის „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს და გაიაფდება თუ არა გაზის ტარიფი? თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას.

imageGIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე:


რა რისკებს უკავშირდება „გაზპრომთან“ შესაძლო დაახლოება, მოექცევა თუ არა საქართველო რუსეთის პოლიტიკის ქვეშ?


- ამ ეტაპზე არ არის საუბარი იმაზე, რომ „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის მოწოდება აუცილებლად გაიზარდოს. „გაზპრომთან“ დაკავშირებული რისკი არის ის, რომ მასთან ყველა გარიგება არაგამჭირვალეა, ამიტომაც არსებობს საშიშროება კორუფციის და ჩვენი მთავრობა შეუძლია დაიყოლიოს არასწორი მოქმედებებისკენ. ვინაიდან ბოლომდე არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მოსაზრებას რუსეთის პოლიტიკის გავლენის ქვეშ მოქცევასთან დაკავშირებით ვერც მე უარვყოფ.


არსებობს მოსაზრება, რომ „სოკარი“ „ნაციონალური მოძრაობის“ სპონსორია. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, გაზმომარაგების თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობას თუ არა პოლიტიკური გათამაშებები?


- გაზმომარაგება იმდენად რთული საკითხია, ხელისუფლება ვერ გაბედავს, მოიშოროს „სოკარი“ და დააბრუნოს „გაზპრომი“. ამ უკანასკნელთან მოლაპარაკება, ჩემი აზრით, გაიმართა იმიტომ, რომ „სოკართან“ მომხდარიყო პირობების გადახედვა და დაეკლო გაზის საფასური, რაც, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მიღწეულ იქნა.


როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ახალი პარტნიორის ძიებასთან დაკავშირებით. საჭირო იყო თუ არა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან ვიცე-პრემიერ კახა კალაძის შეხვედრა?


- მოლაპარაკების დაწყების მიზეზები ჩემთვის მაინც გაუგებარი დარჩა. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ კახა კალაძე აპირებდა ქვეყნისთვის სახიფათო ნაბიჯების გადადგმას. ვშიშობ, კალაძემ პოლიტიკაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იცის და შესაბამისად, მარტივია მისი შეცდომაში შეყვანა.


imageსაერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა:


„არავინ ეცილება „სოკარს“, რომ განახორციელოს გაზმომარაგება საქართველოში, ადამიანები, რომლებიც ამ თემით სპეკულირებენ, ცდილობენ, დააკნინონ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, შექმნას დაბალანსებული პოლიტიკა გაზმომარაგებაში.“


საქმის ვითარება - „ამჟამად ჩვენს გაზმომარაგებას ძირითადად ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე “სოკარი“, რომელიც ორი მილით გვაწვდის ბუნებრივ აირს, მაგრამ ზამთრის პერიოდში არის შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზი, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის დროსაც კი, ვერ ატარებს საჭირო მოცულობის აირს (და არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანს არ აქვს საკმარისი მოცულობის გაზი). დაბალანსება ხდებოდა „გაზპრომიდან“ მიღებული ბუნებრივი გაზით. ჩვენ ყოველწლიურად ვდებდით მათთან ხელშეკრულებას და ამის საფუძველზე, ხდებოდა საჭირო მოცულობის შევსება (გაზის მოცულობის 10%).“


„გაზპრომის წინადადება“ - „2016 წლიდან ითხოვს, რომ ტრანზიტის საფასური გადაიხადოს არა ნატურით (ბუნებრივი აირი), არამედ ფულადი სახით, რაც ჩვენთვის არახელსაყრელია, ვინაიდან გაზის საფასური, რომ გადავიყვანოთ აირის რაოდენობის შესაბამის ეკვივალენტში აღმოჩნდება, რომ ჩვენთვის გაზის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. თანხა არ არის იმ რაოდენობის, რა საფასურის ბუნებრივი აირიც გვჭირდება.“
ალტერნატივა:


თუ „გაზპრომის“ წინადადებაზე უარს ვიტყვით, რუსეთი შეეცდება, რომ სომხეთს გაზი მიაწოდოს ირანიდან, რისი ტექნიკური შესაძლებლობაც რეალურია. არსებობს მილი, რომელიც სომხეთს დააკავშირებს ირანთან, რასაც ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ და ჩვენ „გაზპრომიდან“ მიღებულ 10% დავკარგავთ.


უარი ვთქვათ „რუსული გაზის“ შესყიდვაზე, გავხდებით იძულებული გავაჩეროთ თბოელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და შევიძინოთ თურქეთიდან, რაც ოთხმოცი მილიონით გაძვირებას ნიშნავს და ტარიფიც შესაბამისად 3-4 თეთრით გაძვირდება, ეს ბუნებრივია, არავის სჭირდება.


„გაზპრომთან“ მოლაპარაკება უცვლელი დარჩეს გაზის ნატურით მოწოდებაზე, ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმოთ და თუ არ დაგვთანხმდებიან ამ წინადადებაზე, მაშინ ავიღოთ ფულადი სახით გამოხატულიო სატრანზიტო ფასი, ხოლო დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირი შევიძინოთ ბიუჯეტიდან.


არსებობს თუ არა საფრთხეები – „საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე, თანაც საქმე გვაქვს კონკრეტულ პიკურ პერიოდზე და არა მუდმივად. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება აპირებს გაზსაცავის მშენებლობას, რომელიც 2016 წელს უნდა დასრულდეს და ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოს ამოქდდება „შახდენიზის“ მეორე ფაზა, საიდანაც მიღებული ბუნებრივი აირი, ოთხივე სეზონზე თავისუფლად იქნება საკმარისი საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.გამომდინარე აქედან, ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს თუ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება გაფორმდება მიმდინარე პრობლემების დასაბალანსებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ არავინ ცდილობს „სოკარის“ ჩანაცვლებას, პირიქით, მას მონოპოლისტური ადგილი უჭირავს, შესაბამისად აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭებაზე საუბარი ხელოვნურად მიმაჩნია, “ – განმარტავს ირაკლი ზარქუა.


შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს გაზით უზრუნველყოფს სამი მომწოდებელი: „სოკარი“აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ორი გზით აწვდის საქართველოს გაზს. 900 მლნ კუბური მეტრი. „შახდენიზი“ საქართველო თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ იღებს 275 მლნ კუბმეტრი. „გაზპრომი“, რომელიც სომხეთს საქართველოს გავლით აწვდის ბუნებრივ აირს, ხოლო საქართველო მისგან სანაცვლოდ იღებს ექსპორტირებული გაზის მოცულობის 10%-ს. 1.5 მლნ კუბმეტრი გაზი.

42
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ახალი გამოკითხვის შედეგები
Intermedia.ge -ზე 1-4 ოქტომბერს ჩატარებულ გამოკითხვაში დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? მონაწილეობა მიიღო 6495 საარჩევ...
ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!
რატომ ჩამოვიდა ოქრუაშვილი, ამ საკითხზე საზოგადოებაში მაღალი ი...
დიდი "ფულაობა" თბილისის მერიაშიდიდი "ფულაობა" თბილისის მერიაში
ელიტარული კორუფციის ვირტუალური სახეები ძმები შარანგიები, ბოლო დრომდე ასრულებდნ...
ოქრუაშვილი გამოძიებას  ულტიმატუმს უყენებს?!ოქრუაშვილი გამოძიებას ულტიმატუმს უყენებს?!
გლდანის მერვე საპყრობილეში ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა თავდაცვის ...
ვანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირავანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირა
ამ დღეებში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმ...
სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!
დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელ facebook-ით გა...