x
ქალებს რას გაუგებ ...
16 თებერვალი, 19:35

image


"ქალები რთული არსებები არიან", "ქალებს რას გაუგებ "...

მამაკაცების 90% ამ ფრაზების მომხმარებელია.

ვეთანხმები, რომ რთულები ვართ, მაგრამ ჩვენი გაგება არც ისე ძნელია, თუკი

მოინდომებენ.

ქალებსაც აქვთ საყვარელი ფრაზა: "ყველა კაცი ერთნაირია", რასაც ვერ დავეთანხმები,

ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთნაირი იყოს, რა აიტანდა ამდენ ერთნაირ "წუწუნა"

არსებას(წუწუნა მსუბუქი ნათქვამია).

ქალისგან განსხვავებით, კაცი უფრო მარტივი არსებაა, ყოველშემთხევაში ასე მგონია.

მთავარია მშიერი არ იყოს, ლამაზი ცოლი ჰყავდეს, სექსულურად იყოს

დაკმაყოფილებული და ჰქონდეს ლუდი, ზოგ შემთხვევაში მანქანაც პრიორიტეტულია.

(ეს შეფასება ჩემი მხრიდან ზედაპირული და სუბიექტურია).

დამტკიცებული არ არის, მაგრამ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები აფრთხობთ, ლამაზი და

სულელი მისაღებია. თანაც როგორ უყვართ ისინი, "ჩემო სულელო ბაჭია", "ჩემო ბოთე

გოგო". ნებისმიერ სისულელეზე ატირებული გოგო, ხომ ძალიან საყვარელია, "ჩასაყლაპი".

თუ კაცთან ისეთ საკითხებზე დაიწყებ საუბარს, რაც დაადასტურებს, რომ ინტელექტითა

ჭკუით მასზე მაღლა დგახარ, ის აუცილელად "შარშანდელი თოვლივით" გაქრება.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა, ჭკვიანი ქალები დარჩენილან გასათხოვრები...

ჩემი აზრით, პირველ რიგში ქალს ჭკუა ცხოვრებისეულად უნდა ჰქონდეს, ვინც ამის

ნაკლებობას განიცდის, ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტი მეუღლე და დედა.

ის ყოველთვის იმ ასაკში დარჩება, როცა პირველად მოეწონა ბიჭი.

ასეთ ქალებს გათხოვებაც მალე ბეზრდებათ და კაცებთან ურთიერთობაც.

როგორც კი ოჯახში წინაღობას წააწყდებიან, მაშინვე იწყებენ "კაკანს", საერთოდ რაში

მჭირდება ქმარიო.

ქმარი ყველას ჭირდება, ქალებს განსაკუთრებით (დღევანდელობოდან გამომდინარე

ამის დაკონკრეტება საჭიროდ ჩავთვალე :D).

ცოლად რომ გაყევი და ორი შვილი გააჩინე, მაშინ ხომ გჭირდებოდა ეგ "ოხერი" ქმარი?!

ან მანამდე უნდა დაფიქრდე, სანამ გათხოვდები, ან თუ გათხოვდი, შეიმშნოვე.

შეიძლება შემედავონ, ზოგი ქმარი ისეთია, ჯობია საერთოდ არ გყავდესო, მაგრამ

აქაც ჩვენი ასარჩევი არ არის, როგორს გავყვებით ცოლად.

ნათქვამია, "სანამ შეიყვარებ, მანამდე უნდა გაახილო თვალი, თორემ სიყვარული

ბრმაა"–ო. თუმცა თავიდან ყველა "მილინკია", მერე იწყებენ "გაჯეჯილებას".

ეს თემა ყოველთვის განიხილება, რა დრო და პერიოდიც არ უნდა იყოს.

ქალებს მეტი სალაპარაკო, რომ არ გვაქვს დავსხდებით და ხუთ წუთში დასალევ ყავას,

მთელი დღის მანძილზე ვსვავთ, მამაკაცებზე ჭორაობის არომატით.

ჭორაობა ქალების საყვარელ საქმიანობად ითვლება, მაგრამ არც კაცები ჩამოგვრჩებიან.

ერთად შეკრებილი ოთხი კაცი, უკვე ის საზოგადოებაა, სადაც აქტიურად განიხილება

ქალთა მრავალფეროვნება თითოეული მათგანის ცხორებაში.

ზოგადად ერთმანეთზე ლაპარაკი ორივე სქესს ძალიან უყვარს, ერთმანეთზე ჭორაობის

მეტი რა დაგვრჩენია :D

რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ქალებმა კაცები და პირიქით, ერთმანეთის გარეშე უბრალოდ

ვერ ვიარსებეთ, ესეც ხომ ფაქტია.

225
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ქორწინების პირველი ღამექორწინების პირველი ღამე
ცხოვრება იცვლება, შეხედულებები და ტრადიციებიც იცვლებიან. მაგრამ უდავოა, რომ ქორწინები...
თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები!თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები!
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის...
პატარა ადამიანის ყველაზე "დიდი" დღეპატარა ადამიანის ყველაზე "დიდი" დღე
25 წლის ზაკ როლოფი 24 წლის ტორი პეტონზე დაქორწინდა. მიუხედავად გარეგნული შ...
სასარგებლო რჩევა მკერდის ფორმის მიხედვითსასარგებლო რჩევა მკერდის ფორმის მიხედვით
ყველა ქალი ინდივიდუალურია თავისი ბიუსტის ზომით და სურვილით ხანგრძლივი ...
გაინტერესებთ ქალის რომელ საცვალს ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცები?გაინტერესებთ ქალის რომელ საცვალს ანიჭებენ უპირატესობას მამაკაცები?
ქალები დიდ დროს ანდომებენ ქვედა საცვალის შერ...
რატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილებირატომ არ უნდა გაიპარსოთ ინტიმური ადგილები
ქალის სექსუალურობა არ არის თანდაყოლილი რაიმე ნიჭი, ეს არის რაღაც მოხ...
ქალიშვილობის დაკარგვამდე და მერე რა უნდა იცოდეთ გოგონებო!ქალიშვილობის დაკარგვამდე და მერე რა უნდა იცოდეთ გოგონებო!
არ არსებობს ერთიანი კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგო...
იცოდით რას ნიშნავს ასეთი თითები?იცოდით რას ნიშნავს ასეთი თითები?
ამბობენ თვალები სულის სარკეაო, მას ხომ თქვენი შინაგანის გარეთ გამოტანა შეუძლი...
იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი თვალის ფერი?იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი თვალის ფერი?
ნათქვამია- თვალები სულის სარკეაო. ამის რა მოგახსენოთ, თუმცა თქვენი...