x
მეტი
  • 28.05.2017
  • სტატია:66587
  • ვიდეო:319253
  • სურათი:418348
თბილისში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და დაბინძურებული უბნები!

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელმა ჩაატარა კვლევა, რომელიც თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და დაბინძურებული უბნების გამოვნას ისახავდა მიზნად. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებს შორის ჰაერისა და გარემოს სისუფთავით ბაგები და კუს ტბის მიმდინარე ტერიტორია ლიდერობს, ყველაზე დაბინძურებულ ზონად ვერა სახელდება. უბნების მიხედვით ეკოლოგიურად სუფთა და დაბინძურებული ტერიტორიების განაწილება ასეთია:


ყველაზე სუფთა უბნები: ბაგები/კუს ტბა, დიდი დიღომი, თემქა, ორხევი, ლოტკინი, ნავთლუღი, ფონიჭალა.

ყველაზე დაბინძურებული უბნები: ვერა, სოლოლაკი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, აღმაშენებლის გამზირი.


აღნიშნული კვლევის თანახმად, თბილისში ჰაერის უმთავრესი დამაბინძურებელი ტრანსპორტის გამონაბოლქვია.


რომელი ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა აღინიშნება ჰაერის შემადგენლობაში და რა ფაქტორები იწვევს მათ კონცენტრაციას? არსებულ პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებზე საუბრობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე.

image

„ამჟამად დედაქალაქში მიმდინარეობს ჰაერის ორი სახის მონიტორინგი: სამი სტაციონარული ჯიხური და ვაშლიჯვარის სადგური. აღნიშნული ჯიხურების მონაცემებით, ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდის გადაჭარბება (რომელიც ტრანსპორტის გამონაბოლქვს უკავშირდება) მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება ცენტრალურ ტერიტორიებზე, სადაც ქუჩები ტრანსპორტით არის გადატვირთული, მაგრამ ეს გადაჭარბებაც უნდა აღინიშნოს, რომ არ არის ძალიან მაღალი. წელს გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა დამატებითი ინდიკატორული გაზომვები, საიდანაც მიღებული შედეგები პირველ ეტაპზე ასეთი იყო: მეტროსადგურ ისანთან, მელიქიშვილის ქუჩაზე, პირველ სკოლსთან აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსი აღინიშნებოდა. მეორე ეტაპზე ისევ საშუალო ინდექსი დაფიქსირდა: ტაშკენტის ქუჩაზე, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სამრეკლოსა და გამრეკლიძის ქუჩაზე, სხვა ქუჩებზე აზოტის შემცველობა ისევ ნორმის ფარგლებში იყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ნივთიერებათან კონცენტრაციაც ნორმის ფარგლებშია.“


თბილისის უბნების ეკოლოგიურ მდგომარეობას აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“

image


ბოლო ორ წელიწადს თუ გადავხედავთ შემცირდა თუ გაუარესდა ეკოლოგიის მხრივ პრობლემები? გარემოს დაბინძურების მთავარი პრობლემა რა არის და როგორია გამოსავალი?


- დღესდღეობით თბილისში მოჭარბებულმა მანქანების რაოდენობამ შექმნა გარემოს დაბინძურების გართულებული პრობლემა, რასაც ემატება გამწვანებული ტერიტორიების სიმცირე, ყოველგვარ კანონზომიერებას მოკლებული მშენებლობლობები, ნაკლები ენერგოეფექტურობა და საზოგადოების დაბალი ცნობიერების დონე.


თქვენ აზრით, როგორია გამოსავალი, რა გზებით უნდა გადავჭრათ პრობლემები?


- სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს სატრანსპორტო მოძრაობა ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების მდგომარეობა, გაუმჯობესდეს საწვავის ხარისხი, გაკონტროლდეს შემოტანილი მანქანების ვარგისიანობა. მიღებულ იქნას კანონი ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიებზე. აუცილებელია, სასწრაფოდ გაიზარდოს გამწვანებული ტერიტორიები.


როგორ შეაფასებთ სახელწიფოს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მხრივ, და აქვე, არის თუ არა საზოგადოება მზად თავად დაიცვას და გადაჭრას გარემოში არსებული ეკოლოგიური პრობლემები?


- სახელმწიფოს მცდელობა, გამოასწოროს არსებითი მდგომარეობა არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი. მას შეუძლია მეტად გადამჭრელი ზომების მიღება, კანონმდებლობის გამკაცრებით. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არც საზოგადოება არის მზად, თავად უზრუნველყოს გარემოს დაცვა, რასაც ადასტურებს არსებული მდგომარეობა. საზოგადოება მზად რომ იყოს, ნაკლები ეკოლოგიური პრობლემები გვექნებოდა.


„მწვანე ასისტენტი“
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ემსახურება საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდას გარემოს დაცვის საკითხებში. ის ახორციელებს პროექტს „მწვანე ასისტენტი“ რომლის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება, მოითხოვოს სემინარი, ტრენინგი, კონსულტაცია გარემოსდაცვით საკითხებზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის მოწმე, არსებობს ცხელი ხაზი-153.

0
705
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
705
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0