x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
არ მახსენდება დრო, როდესაც მოდის ინდუსტრია იყო ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც არის დღეს!

„ბარბერისა“ და „ტომ ფორდის“ მოდის სახლებმა უკვე განაცხადეს, რომ ცვილიან მიმდინარე გაყიდვისა და ჩვენების სტილს, გადადიან განსხვავებულ პლატფორმაზე „ნახე-ახლა-იყიდე ახლა“. ახალმა სქემამ, რომელიც გამოტანილი კოლექციის მყისიერ გაყიდვას გულისხმობს, მოდის ინდუსტრიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას ხმამაღლა გამოთქვამს ცნობილ მოდის სახლ “ვერსაჩეს“ კრეატიული დირექტორი დონატელა ვერსაჩე.image


ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ ყველაფერი შეცვალეს მოდის ინდუსტრიაში. ძველმა სისტემებმა რღვევა დაიწყო. ბევრ ადამიანს ეს ძალიან აშინებს. მათ სურთ, რომ მოდის სამყაროში ყველაფერი ძველებურად დარჩეს, თითქოს, სმარტფონები არასდროს გამოუგონიათ.მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს, არ მახსენდება დრო, როდესაც მოდის ინდუსტრია იყო ისეთივე ამაღელვებელი, როგორიც არის დღეს!“ – აცხადებს „ვერსაჩეს“ მოდის სახლის ამჟამინდელი დირექტორი.


დონატელა ვერსაჩე იყო პირველი, რომელმაც 2014 წელს შექმნა შესაძლებლობა მყიდველებისთვის, რომ შექმნილი კოლექციები მათთვის ყოფილიყო დაუყონებლივ ხელმისაწვდომი. ის ამბობს, რომ ამ სისტემით კმაყოფილი რჩება არა მარტო მომხმარებელი, არამედ თავად დიზაინერიც. „ახალი თაობა, რომელიც აღზრდილია ინტერნეტის ერაში, ვერ ხვდება, რატომ უნდა იცადოს 6 თვე იმ სამოსის შესაძენად, რომელსაც ონლაინ რეჟიმში ათვალიერებს, “ – ამბობს დონატელა.


„ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ამაღელვებელია, როდესაც ვხედავ ადამიანების მყისიერ რეაქციას ჩემი ნამუშევრების დანახვაზე. ცვლილებები მაინც მოხდება, უნდა ხალხს ეს თუ არა! ვფიქრობ, ჩვენც უნდა ვიმოძრაოთ უფრო სწრაფად, რათა მომავალი დავგეგმოთ ერთად, “ – ამბობს დონატელა.



image


შეგახსენებთ, რომ არსებული სქემის მიხედვით, მაღალი მოდის ბრენდების უმრავლესობას სეზონურ კვირეულებზე გამოაქვთ თავიანთი კოლექცია, სასურველი სამოსის შეძენა კი ჩვენებიდან საშუალოდ 2 თვის შემდეგ ხდება შესაძლებელი. „ნახე-ახლა-იყიდე ახლა“ კოლექციის მყისიერ შეძენას გულ

ისხმობს და ამ შემთხვევაში მოდის სახლები არა სეზონურ მოდის კვირეულებზე, არამედ განსხვავებულ დროს წარადგენენ კოლექციას. იმის გამო, რომ სამყაროს რიტმი აჩქარებულია, მომხმარებელს კი არ სურს თვეების განმავლობაში ლოდინი, ბევრი დიზაინერი უკვე თანხმდება ძველი გაყიდვის პრინციპის დათომობას და მისი შეცვლის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0