x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გარდაიცვალა "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი

image
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ალეკო ალავიძე. მაყურებელს იგი კარგად ახსოვს სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", რომელშიც ხურცილავას მამის როლს ასრულებდა.


image
მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სპექტაკლსა და ფილმში. იგი 1981 წლიდან მოღვაწეობდა ახმეტელის თეატრში. ალეკო ალავიძეს ნათამაშები აქვს 40-ზე მეტ სპექტაკლში, მათ შორის: „ძველმოდური კომედია“, „ღუზა ჩაუშვი ანგელოზო“, „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი“, „ვერაგობა და სიყვარული”, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”, „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, „მეფე ლირი თავშესაფარში“, "სისხლის ამბოხი", "ვერაგობა და სიყვარული" და სხვ. გადაღებულია ფილმებში :"ვალსი პეჩორაზე", "გამოცხადება", "ორომტრიალი".



0
1150
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0