x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სხვის მეწყვილესთან დაწყებული ურთიერთობა
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი


ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობები რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი პირველად ერთმანეთს ორმაგ პაემანზე შეხვდნენ, თუმცა ასეთ პაემნებზე ამერიკაში წყვილები ხშირად დადიან და გასაკვირი ფაქტი არ იქნებოდა, რაიანი და ბლეიკი პაემანზე სხვა მეწყვილეებთან ერთად, რომ არ ყოფილიყვნენ მისული.


ეს ორმაგი პაემანი იყო, ის სხვა ბიჭთან ერთად, ხოლო მე სხვა გოგოსთან ერთად ვიყავი მისული. ეს, ალბათ, მათთვისაც (თანმხლები მეწყვილეები) ყველაზე უხერხული პაემანი იყო, რადგან ჩვენ ორი ძალიან ვგავდით „ფეიერვერკს“. თავდაპირველად იღბალმა შეგვახვედრა, შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით საუკეთესო მეგობრები“, -იხსენებს ცნობილი მსახიობი რაიან რეინოლდსი და ამბობს, რომ სასიყვარულო ურთიერთობის საუკეთესო დასაწყისად მეგობრობა მიაჩნია.


შეგახსენებთ, რომ წყვილი 2012 წელს დაქორწინდა, ხოლო 2014 წელს მათ გოგონა სახელად ჯეიმსი შეეძინათ. მსახიობი ჟურნალ People-ის მიერ დასახელებული იყო, როგორც ყველაზე სექსუალური მამა, რაზეც მსახიობმა იხუმრა, რომ ქალიშვილმა უკვე დაიმონა ის. „მე მიყვარს ეს“, – ამბობს მსახიობი მამობაზე.



„ბავშვის ყოლა გასაოცარია. მე უბრალოდ გაკვირვებული ვარ, რა ჩვეულებრივი და ამავდროულად რა გულში ჩამწვდომი რამაა მამობა. ყოველთვის მეცინება, როდესაც ცნობილი ადამიანები მლიქვნელობენ და საკუთარ ბავშვებზე ისე საუბრობენ, თითქოს, მხოლოდ მათ გააჩინეს შვილები. სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანი აჩენს ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობ, ზომიერება დავიცვა შვილზე საუბრისას, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ისე მიყვარს, ვაღმერთებ. როდესაც ხელს მხვევს უმეტყველო ვხდები, ხოლო როდესაც ის ამბობს „მამა“ მზად ვარ, ცემენტის კედელში გავიარო, რათა მასთან მივიდე, “- საუბრობს მსახიობი საკუთარ ქალიშვილზე.

0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე
ნანუკა მაღლაკელიძე
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0