x
7 ნიშანი, რომელიც შედარებით უსაფრთხო შაურმის გამოვლენაში დაგვეხმარება
16 თებერვალი, 13:32

image
შაურმა
- ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძი, რომელიც დღეს საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების პროდუქტია. სწრაფიც სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანს დრო არ აქვს დიდხანს
ლოდინის. მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგი იქნება თუ მაინც თვალს მოვავლებთ ხოლმე იმ ადგილს, სადაც შაურმას ვყიდულობთ და ყურადღებას მივაქცევთ რამდენიმე ნიშანს, რომლებიც ასე თუ ისე დაგვეხმარება გავიგოთ რამდენად არის დაცული ჰიგიენური პირობები მოცემულ ადგილზე.

მაშ ასე, საშაურმეში:

უნდა იყოს მაცივარი


image

მაცივარის გარეშე როგორ შეიძლება ისეთ მალფუჭებადი პროდუქტის შენახვა, როგორიც შაურმის მოსამზადებლად არის საჭირო? ხორცი, ბოსტნეული, მაიონეზი... განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში...

არ უნდა ცხელოდეს

ტემპერატურა არ უნდა იყოს 18°-ზე დაბალი და 26°-ზე დაბალი.

უნდა იყოს ხელსაბანი

წესით, ტუალეტიც უნდა იყოს, მაგრამ მინიმუმ ხელსაბანი მაინც აუცილებელია. თუ რატომ, ალბათ ამის ახსნა აუცილებელი არ არის.

მეშაურმე სპეცტანსაცმლით უნდა მუშაობდეს
image

სპეცტანსაცელში იგულისხმება ერთჯერადი ხელთათმანები, წინსაფარი და ქუდი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სუფთად უნდა გამოიყურებოდეს.

პროდუქტებს პოვარი მაშებით უნდა იღებდეს

არა მგონია ამ პუნქტს რომელიმე პოვარი არ ასრულებდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეგახსენებთ.

უნდა იყოს სისუფთავე


image
წინააღმდეგ შემთხვევაში ამით არა მხოლოდ ბაქტერიები გამრავლდება, არამედ ჩვენი მეგობარი მწერებიც ისარგებლებენ. შეიძლება ტარაკანებიანი და კალიებიანი შაურმა შორეულ აღმოსავლეთში ჩასულ ტურისტს ეგზოტიკურ საკვებად მიართვან, მაგრამ ჩვენთან არა მგონია შაურმაში მათი აღმოჩენა ვინმეს გაეხარდეს.

უნდა მუშაობდეს ორი ადამიანი

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა, რა საჭიროა შაურმის მოსამზადებლად ორი კაციო? მოსამზადებლად არა, მაგრამ მომზადებასთან ერთად გასაყიდად
კი აუცილებელია. მეშაურმე ამზადებს საკვებ პროდუქტს, შემდეგ კი იმავე ხელით იღებს ფულს, რომელიც, ცხადია, სუფთა ვერაფრით იქნება.



ეს მხოლოდ ის ნიშნებია, რომლებიც ჰიგიენის თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სანდო საშაურმეს უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პროდუქტის ვარგისიანობას, ეს უკვე სულ სხვა თემაა...


image


489
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
16 თებერვალი, 13:42
გ.გ. მიყვარს შაურმა
0 1 1
ეკო ფანგანი უმაკიაჟოდ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ასეთს არ ველოდიეკო ფანგანი უმაკიაჟოდ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ასეთს არ ველოდი
ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ერთ-ერთი მათგა...
გაინტერესებთ,როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის დედა?გაინტერესებთ,როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის დედა?
მომღერალი ნინო ჩხეიძის ქმრის და ქალიშვილის ფოტოები ყველამ იცი...
15 კამუფლირებული საბრძოლო გემი, რომლებსაც მტერი ვერ ამჩნევდა!15 კამუფლირებული საბრძოლო გემი, რომლებსაც მტერი ვერ ამჩნევდა!
კამუფლაჟი -შენიღბვის ერთ-ერთი სახე - შენობების, ...
როგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ? 3 აუცილებელი პირობაროგორ მოვიქცეთ ჭამის შემდეგ? 3 აუცილებელი პირობა
ყველა ჩვენთაგანს გვაქვს დამახასიათებელი რაღაც ჩვევები, თუმცა ...
12 უჩვეულო კადრი, რომელიც საჭირო დროსაა გადაღებული12 უჩვეულო კადრი, რომელიც საჭირო დროსაა გადაღებული
ფოტოს წამის შეჩერება შეუძლია და ხშირად ამას ძალზედ ეფექტურად...
10 ნიშანი იმისა, რომ ყავაზე ხართ დამოკიდებული10 ნიშანი იმისა, რომ ყავაზე ხართ დამოკიდებული
მემგონი ახსნა-განმარტება აღარ ჭირდება იმას, თუ რა არის ყავა. ეს ...
ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16
გამარჯვება ყოველთვის ბრძოლის შედეგად ხდება, ბრძოლა ო...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...