x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
7 ნიშანი, რომელიც შედარებით უსაფრთხო შაურმის გამოვლენაში დაგვეხმარება
image
შაურმა
- ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული კერძი, რომელიც დღეს საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების პროდუქტია. სწრაფიც სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანს დრო არ აქვს დიდხანს
ლოდინის. მაგრამ მიუხედავად ამისა, კარგი იქნება თუ მაინც თვალს მოვავლებთ ხოლმე იმ ადგილს, სადაც შაურმას ვყიდულობთ და ყურადღებას მივაქცევთ რამდენიმე ნიშანს, რომლებიც ასე თუ ისე დაგვეხმარება გავიგოთ რამდენად არის დაცული ჰიგიენური პირობები მოცემულ ადგილზე.

მაშ ასე, საშაურმეში:

უნდა იყოს მაცივარი


image

მაცივარის გარეშე როგორ შეიძლება ისეთ მალფუჭებადი პროდუქტის შენახვა, როგორიც შაურმის მოსამზადებლად არის საჭირო? ხორცი, ბოსტნეული, მაიონეზი... განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში...

არ უნდა ცხელოდეს

ტემპერატურა არ უნდა იყოს 18°-ზე დაბალი და 26°-ზე დაბალი.

უნდა იყოს ხელსაბანი

წესით, ტუალეტიც უნდა იყოს, მაგრამ მინიმუმ ხელსაბანი მაინც აუცილებელია. თუ რატომ, ალბათ ამის ახსნა აუცილებელი არ არის.

მეშაურმე სპეცტანსაცმლით უნდა მუშაობდეს
image

სპეცტანსაცელში იგულისხმება ერთჯერადი ხელთათმანები, წინსაფარი და ქუდი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სუფთად უნდა გამოიყურებოდეს.

პროდუქტებს პოვარი მაშებით უნდა იღებდეს

არა მგონია ამ პუნქტს რომელიმე პოვარი არ ასრულებდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, მაინც შეგახსენებთ.

უნდა იყოს სისუფთავე


image
წინააღმდეგ შემთხვევაში ამით არა მხოლოდ ბაქტერიები გამრავლდება, არამედ ჩვენი მეგობარი მწერებიც ისარგებლებენ. შეიძლება ტარაკანებიანი და კალიებიანი შაურმა შორეულ აღმოსავლეთში ჩასულ ტურისტს ეგზოტიკურ საკვებად მიართვან, მაგრამ ჩვენთან არა მგონია შაურმაში მათი აღმოჩენა ვინმეს გაეხარდეს.

უნდა მუშაობდეს ორი ადამიანი

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა, რა საჭიროა შაურმის მოსამზადებლად ორი კაციო? მოსამზადებლად არა, მაგრამ მომზადებასთან ერთად გასაყიდად
კი აუცილებელია. მეშაურმე ამზადებს საკვებ პროდუქტს, შემდეგ კი იმავე ხელით იღებს ფულს, რომელიც, ცხადია, სუფთა ვერაფრით იქნება.



ეს მხოლოდ ის ნიშნებია, რომლებიც ჰიგიენის თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სანდო საშაურმეს უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პროდუქტის ვარგისიანობას, ეს უკვე სულ სხვა თემაა...



image


1
1164
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1164
  
2016, 16 თებერვალი, 13:42
გ.გ. მიყვარს შაურმა
0 1 1