x
”ძმაკაცი არც ძმაა და არც კაციო” - რატომ არის "ძმაკაცობა" კრიმინალური იდეოლოგიის გამოვლინება
16 თებერვალი, 12:53

imageსაქართველოს ეკონომიური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "ძმაკაცობის" თემას განიხილავს და ფიქრობს, რომ იგი კრიმინალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ზნეობრივი ფუნდამენტია:



”ძმაკაცი არც ძმაა და არც კაციო”, წერდა ნოდარ დუმბაძე.


ბევრი პოლიტიკური ფიგურა, ჩინოვნიკი თუ ”ცნობილი სახე” თავის საქციელს ”ძმაკაცობით”, მეგობრობით, ნათესაობით ან ნათელ-მირონობით ხსნის. ამის შემდეგ რაიმე ლოგიკური არგუმენტის მოყვანა არც კი მიაჩნიათ საჭიროდ. ”ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ძმაკაცია”! მორჩა და გათავდა. დანარჩენი ეროვნული ტრადიციებში ჩანერგილმა მორალურმა კოდმა უნდა გადახარშოს და დაადასტუროს მისი მართებულობა.


”ძმაკაცობის” კომუნისტურ ეპოქაში დამკვიდრებული ”გაგება” არის ნეპოტიზმის, კლანურობის, კანონისადმი უპატივცემულობის, კორუფციის, ”ხელი ხელს ბანს” პრინციპის გამოვლინება. კრიმინალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ზნეობრივი ფუნდამენტი ამ ტიპის ”ძმაკაცობაზეცაა” აშენებული.


”ძმაკაცობა” სახელმწიფო ქონების მითვისების არაფორმარული ინსტიტუტიც იყო, სასჯელის თავიდან აცილების, დაზღვევის მექანიზმიც.


რამდენი მძიმე დამნაშავე გადარჩენილა ძმაკაცის ხელით, რამდენი უსამართლობა ჩადენილა ძმაკაცობის იდეის მხარდაჭერით.


დაიარებიან დღესაც სამთავრობო კორიდორებში და ამაყად აცხადებდენ: ”ძმაკაცი მოვიკითხე”!


ძმაკაციც ამაყად ადასტურებს: "ძმაკაცმა მომაკითხა”.


ჩათვალეთ, რომ რამდენიმე მილიონი ჩვენი ფული ვიღაცამ წაიღო ბიუჯეტიდან ყოველი ასეთი გასეირნებისას." - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.


image

246
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
შევარდნაძე- ივანიშვილის იმედადშევარდნაძე- ივანიშვილის იმედად
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თქმით რუსებს სააკაშვილთან ურთ...
აფხაზეთში ნაპოვნი თოვლის ქალი ზანააფხაზეთში ნაპოვნი თოვლის ქალი ზანა
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთში , კერძოდ ოჩამჩირეს რეგიონში პირველა...
ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I )ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I )
სტატიაში წარმოგიდგენილია ცნობილი ადამიანების ბრ...
არ იყიდოთ ნატურალური წვენი მუყაოს ყუთით, ეს საშინელებააარ იყიდოთ ნატურალური წვენი მუყაოს ყუთით, ეს საშინელებაა
ადამიანები იმდენად არიან შეშინებულნი რომ ისინი ყველაფერ...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...