x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვალერი ჭიპაშვილი:პროამერიკულად განწყობილმა პარტიებმა ჩაილურის წყალი დალია


image

ეკონომისტი ვალერი ჭიპაშვილი ამ ბოლო დროს რუსულ პროპაგანადას და პრო-რუსულად განწყობილ საზოგადოების გააქტიურებას ეხმაურება და თავის მოსაზრებას სოციალური ქსელით გამოთქვამს:


" ძალიან დიდი მითქმა-მოთქმაა, რომ პრორუსული ძალა და
პროპაგანდა საკმაოდ მომძლავრდა და ფესვებს იდგამს ქართულ მედიასივრცესა თუ
პოლიტიკაში, რაც თავშივე მცდარი მგონია და უბრალოდ წყლის ნაყვა.

პროამერიკულად განწყობილმა პარტიებმა ჩაილურის წყალი დალია და უკვე დრო
მოდის ისტორიული სანაგვის კუთვნილება გახდნენ, რაც იგივე პარტიები იმით
ხსნიან თითქოს რუსეთისადმი სიმპათიით განეწყო ქვეყანა.

მაგალითისთვის: ყველაზე დიდი ანტი-ამერიკულ პროპაგანდას ეწევა "რუსთავი-2"
საკუთარი ეთერებითა და ბინძური მაქინაციებით და მსგავსი სატელიტები,
რომლებსაც არანაირი კავშირი არ უნდა ქოდნეს დასავლურ ღირებულებებთან მინუს
ერთსქესიანთა პროპაგანდისა!

ზუსტად ასეთი "ჩასვრილი" პროპაგანდისტები ცდილობენ ააგორონ კამპანია,
თითქოს მათი დანარცხება მიწაზე ყოფილა პრორუსული კამპანიის შედეგი.

დამისახელეთ ქართული ტელევიზია, რომელსაც აქვს დიდი რეიტინგი თავისი
დაფინანსებითა თუ გავლენის სფეროებით, რომელიც პრორუსულს "აწვებოდეს".
აგრეთვე, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა გამოააშკარავა დასავლური დემოკრატიის რეალური სახე, რომლებიც ამ ხროვის მართველობას მწვანე შუქს აძლევნდნენ.


სააკაშვილმა ერთადერთი დადებითი რაც გააკეთა, ესაა ხალხს საბოლოოდ
დაანახა დასავლეთ-ამერიკის რეალური სახე და ამით ხალხიც მოეგო გონს (თუმცა
კატეგორია ისევ ოცნებობს)! იყო შეფასებები, რომ სააკიანის დროს პრორუსული
ძალა ფეხს ვერ იკიდებდა ქვეყანაში რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ქართული სტრატეგიული ობიექტებიდან დაწყებული და ტერიტორიებით
დამთავრებული თვითონვე "უფეშქაშეს" რუსეთს და სიმართლის მთქმელ ხალხს
პრორუსულად ნათლავდნენ და ციხეში გზავნიდნენ.

ეს გახლდათ მათი დემო-ტ-რაკია!"

image

0
136
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0