x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფერის კორექცია 1 წუთში

image

image

1) გამოსახულების ფოტოშოპში გახსნის შემდეგ, ის უნდა გადავიყვანოთ Lab მოდელში (მენიუ Image > Mode > Lab Color) > Layers პალიტრაში დავაჭიროთ საკორექციო ფენების შექმნის ღილაკს და ავირჩიოთ Curves (მრუდეები) პუნქტი.

imageimage2) საკორექციო ფენის სადიალოგო ფანჯარაში, Lightness არხის გრაფიკის საწყისი და ბოლო წერტილები ისე გადავწიოთ, რომ გაიზარდოს გამოსახულების კონტრასტულობა (ამ არხთან დაკავშირებით, წესები არ არსებობს და ყველაფერი გამოსახულებაზე არის დამმოკიდებული).

image

image

3) საკორექციო ფენის არხის ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ a არხი და გრაფიკის საწყისი და ბოლო წერტილები გადავწიოთ 1/4-ზე ანუ 16 კვადრატიანი საკორექციო ბადის პირობებში, ერთი კვადრატით მარჯვნივ და მარცხნივ.

image

image

4) არხების ჩამოსაშლელი მენიუდან ავირჩიოთ b არხი და გადავწიოთ გრაფიკის საწყისი და ბოლი წერტილები ისევე, როგორც a არხის შემთხვევაში.

image

image

5) გავხსნათ Layers პალიტრა და დავარეგულიროთ საკორექციო ფენის გამჭვირვალობა > თუ რომელიმე ფერი გამოსახულებაზე არაბუნებრივად გამოიყურება, შეგვიძლია გავააქტიუროთ საკორექციო ფენის ნიღაბი და დაბალი გამჭვირვალობის (15%) რბილი, შავი ფუნჯი (Brash Tool) გადავატაროთ პრობლემატურ უბნებზე > გავაერთიანოთ ფენები > გადავიყვანოთ გამოსახულება RGB ფერის მოდელში (მენიუ Image > Mode > RGB Color).

image

0
48
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0