x
კომპანია VISA-ს ახალი რეგიონალური მენეჯერი ეყოლება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში
16 თებერვალი, 10:41

imageკომპანია Visa (NYSE:V), გლობალური ლიდერი გადახდების სფეროში, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დმიტრო კრეპაკი 2016 წლის 15 თებერვალს დაინიშნა უკრაინის, საქართველოს და სომხეთის რეგიონალურ მენეჯერად. დმიტრო ამ დრომდე უკრაინის რეგიონალური მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ახლა კი მას კომპანიის რეორგანიზებული გუნდის მართვა დაევალება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც. “საქართველოს და სომხეთის უკრაინასთან გაერთიანება, ერთიან მენეჯმენტის სისტემაში, თითოეული ქვეყნისათვის იქნება უდიდესი სარგებლის მომტანი, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა გადახდების ახალი ტექნოლოგიების სფეროში უკვე დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და ისარგებლონ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით ერთიანი მენეჯმენტის გუნდის არსებობიდან გამომდინარე“, აცხადებს მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „საქართველო და უკრაინა რეგიონში ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს სამივე ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსა და სავაჭრო პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო დააჩქარონ ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ფულის უფრო საიმედო, უსაფრთხო და ინოვაციური გადახდის ფორმების დანერგვა და პოპულარიზაცია“.

დმიტრო კრეპაკი პასუხისმგებელი იქნება უკრაინის, საქართველოს და სომხეთის ერთიანი სტრატეგიის, ბიზნეს განვითარების, რესურსების ოპტიმიზაციის და კლიენტებთან, მარეგულირებლებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე, რათა მოხდეს უნაღდო გადახდების სფეროს განვითარება სამივე ქყეყანაში.
დმიტრო კიევის რეგიონალური ოფისიდან გაარძელებს მუშაობას და ხშირად ექნება საქმიანი ვიზიტები საქართველოსა და სომხეთში. კომპანია Visa-ს ძლიერი გუნდი ჰყავს კიევსა და თბილისში, რომლებიც გააგრძელებენ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებას სამივე ქვეყანაში.
კრეპაკს აქვს 15 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება რუსეთში, უკრაინასა და აშშ-ში საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებით. ის კომპანია Visa-ში გადმოსვლამდე მუშაობდა კრედობანკში, ქ. ლვოვში (PKO Bank Polski Group), სადაც ის აღმასრულებელი დირექტორის/მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა 3 წლის განმავლობაში. ხოლო მანამდე კი, დმიტრო ექვსი წლის განმავლობაში სათავეში ედგა პირველი უკრაინული საერთაშორისო ბანკის და „Raiffaisen Bank Aval“-ის საცალო ბიზნესის, სტრატეგიის და პროექტების განვითარებას და განხორციელებას.


43
შეფასება არ არის
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კატო ოთარაშვილი
კატო ოთარაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!
TIME-ის ჟურნალმა აირჩია 7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველე...
მარკ ცუკენბერგის წლიურ შემოსავალმა 51.6 მილიარდ დოლარს მიაღწია!მარკ ცუკენბერგის წლიურ შემოსავალმა 51.6 მილიარდ დოლარს მიაღწია!
სოციალურ ქსელ - Facebook-ის დამფუძნებელი და აღმ...
ფანრიანი Nokia 32 000$ ღირსფანრიანი Nokia 32 000$ ღირს
200 მილიონი ნოკია, მოდელი 1100 გამოვიდა 2003 წელს. მათ შორის არის სხვადასხვა მოდელ...
ახალი iphone 7 სექტემბრიდან ოფიციალურად გაყიდვაში იქნება!ახალი iphone 7 სექტემბრიდან ოფიციალურად გაყიდვაში იქნება!
სიახლე iPhone-ის მოყვარულთათვის! ახალი iPhone-ი...
საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!
დღეს თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს "ჭკვიანი ტელეფონი"(ანდრ...
რატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზირატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზი
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, კომპიტერის კლავიატურაზე F და J კლავიშე...
8 საუკეთესო სმარტფონი 2016 წლის  ფორბსის მონაცემებით8 საუკეთესო სმარტფონი 2016 წლის ფორბსის მონაცემებით
1-Galaxy S6 Edge ფასი-499$ ეკრანის ზომა -5.1 ინჩი ...
რობოტმა 10 ულამაზესი ქალი დაასახელა Instagram-ზერობოტმა 10 ულამაზესი ქალი დაასახელა Instagram-ზე
Amazon-ის ერთ-ერთი რობოტი, რომლის სახელიცაა Mechanical Turk, შ...
iPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზეiPhone 7 – რევოლუცია მობილურების ბაზარზე
2016 წლის ყველაზე მოსალოდნელი და განხილვადი მოვლენა iPhone 7 და iPhone...