x
სულა სულაშვილი:"ფრანგმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კითხვა დამისვა: დღეს რა ღირებულებებს ქმნის თქვენი ქვეყანა? შემრცხვა კითხვაზე პასუხის გაცემის.."
16 თებერვალი, 9:44

image""ჩემი წინაპრები ევროპელები იყვნენ.დიახ, ზუსტად ასე იყო! ჩემი წინაპრები ევროპელები იყვნენ! ჯერ კიდევ მაშინ, როცა დღევანდელი ევროპული ქვეყნის მონარქები დიქტატურული მენტალიტეტით მართავდნენ სახელმწიფოებს.

1179 წელს, ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, როდესაც თამარი თანამმართველად გამოაცხადა გიორგი მესამემ, ჩემმა ქვეყანამ მუხლი მოიყარა 12 წლის ქალიშვილის წინაშე.
აღნიშნულ პერიოდში, ქალის სამეფო ტახტზე აყვანა, უჩვეულო შემთხვევა იყო,
მაგრამ იმდროინდელი ქართველები, შესანიშნავად ათვითცნობირებდნენ ქალის როლს
და შესაძლებლობებს, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები და
შესანიშნავად ახსოვდათ ისიც, რომ საკუთარ სარწმუნოებას, წმინდა ნინოს
ნაწნავით შეკრული ჯვრით ეზიარნენ.
image

თამარმა შექმნა ეპოქა, უდიდესი ღირებულებებით მაშინ, როდესაც მსოფლიო ცივილიზაციების მიღწევა სამართლებრივჭრილში სინათლის სხივსაც ვერ სჭვრეტდა. ის იყო პირველი მონარქი, რომელმაც აკრძალა სიკვდილით დასჯა, რომელსაც ჭირივით სძულდა დამნაშავეთა წამება, თვალების დათხრა, თუ დასაჭურისება და მაშინაც კი, როდესაც სასამართლოს მსგავსი განაჩენი გამოჰქონდა, ის თავისი უფლებით ასეთ განაჩენს ცვლიდა.
ამ გზით გააუქმა და მოსპო საქართველოში ამგვარი სასჯელები. იშვიათი პიროვნული
თვისებებით შემკულ მონარქზე ახლობელ, თუ შორეულ სახელმწიფოთა მეთაურები
განცვიფრებულები და შეყვარებულები იყვნენ. ბუნებრივია, ასეთ ეპოქას ვერ
შექმნიდა თამარი დამოუკიდებლად, რომ მის გვერდით არ ყოფილიყვნენ
განათლებული, შრომისმოყვარე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული
თანამემამულენი, რომელნიც ნებისმიერი რეფორმის უპირობო განმხორციელებლები
იყვნენ. თამარის სიყვარული სწორედ განპირობებული იყო მისი მეფური
ძლევამოსილებით, ქალური ბუნებით და ქრისტიანული შემწყნარებლობით. თამარი
შუასაუკუნეების ეპოქაში, დღევანდელი თანამედროვე ეპოქის ევროპელი იყო და
მაკვირვებს საკუთარი ერის ანთოპროლოგიური ციკლი სად, როგორ და რატომ
შეჩერდა? რატომ უნდა ვსწავლობდეთ სხვებისგან იმ ღირებულებებს, რომელიც
ოდესღაც ჩვენში აღმოცენდა? დღეს ყველა მივსტირით „ოქროს ხანა“-ს, ვამაყობთ
წარსულით და აწყმოში თვითკმაყოფილი იდიოტებივით ვცხოვრობთ. გაეგოისტებული
ბუნებით, სურვილიც არ გვაქვს გავიხედოთ მომავლისკენ, სადაც ჩვენმა
შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა უნდა იცხოვრონ. უდიდესი
ღირებულებების მქონე ერი, თანამედროვეობაში ერთ-ერთ გაუნათლებელ,
გამყიდველ, ზარმაც და მეოცნებე ინდივიდებად ჩამოვყალიბდით. ჩვენ,
სამშობლოში გვიყვარს საკუთარი თავი და არა საკუთარ თავში - სამშობლო.
ჩვენთვის მთავარია დღეს მოვიხვეჭოთ მოსახვეჭი და ხვალ თუნდაც ქვა ქვაზე არ
დარჩენილა. ერთ -ერთ ლექცია სემინარზე, სადაც საქართველოს შუა საუკუნეების
ისტორიას ვაცნობდი უცხოელ სტუდენტებს, ფრანგმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კითხვა
დამისვა: დღეს რა ღირებულებებს ქმნის თქვენი ქვეყანა? შემრცხვა კითხვაზე
პასუხის გაცემის... უცხოელი სტუდენტების კი არა, თამარ მეფის შემრცხვა,
ქალის, რომელიც დიდი ევროპელი იყო".


საქართველო-საფრანგეთის ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორის, სულა სულაშვილის პოსტი "ფეისბუქში."


158
8-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
16 თებერვალი, 12:19
კარგი პოსტი აქვს ხშირად, მაგრამ მე მაინც კგბ-ს კაცი მგონია ეს კაცი.
თავის ბლოგზე წერს: მე ოფიციალურად მქონდა სსრკ-ს დროს კგბ-ს არქივზე წვდომა და ვიცი ვინაა კგბ-ს მიერ დავერბოვკებული ქართველებიო.
კგბ-ს არქივებზე ცალ ხელზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ჰქონდა წვდომა და კგბ-ს თანამშრომლის გარდა სხვა
ვერ იქნება ჩახედული ძალზე გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციის შინაარსში.
რა ვიცი...
0 1 1
სულა სულაშვილი:. დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!სულა სულაშვილი:. დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სა...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...