x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეეზოვე,რომელმაც მოქალაქეები უბედური შემთხვევისგან იხსნა
image

12 თებერვალს გლდანის რაიონის მეეზოვე მიკიჩა შავეშოვი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც საავტომობილო გზაზე მაღალი ძაბვის კაბელი ჩამოვარდა.მეეზოვე არც დაფიქრებულა, საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთი საათის განმავლობაში ცოცხით ეჭირა კაბელი, ისე რომ არც არავინ დაშავებულა და არც მოძრაობა შეჩერებულა.


მიკიჩა შავეშოვი 10 წელია გლდანის ბრიგადის დამგველად მუშაობს, ჰყავს ოთხი შვილი და ცდილობს კარგ მოქალაქეებად აღზარდოს.


"მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი"-მოკრძალებით აღნიშნა მიკიჩამ.



გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ მიკიჩა შავეშოვი გლდანი-ნაძალადევის დასუფთავების სამსახურის განყოფილების უფროსთან, დავით ბურჭულაძესთან ერთად მიიწვია, მადლობა გადაუხადა და სიგელი გადასცა აქტიური სამოქალაქო ჩართულობისა და თანადგომისათვის.

image

4
420
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
420
  
2016, 16 თებერვალი, 11:02
არაჩანდა შენ კომენტარს ვეთანხმები მეც ეგ აზრი გამიელვა თავში,რად უნდა კაცსსიგელი დაეხმარე,პრემია დაუნიშნე,ხელფასი მოუმატე,ან რავიცი რაღაც მოიფიქრე,ასეთი რამ რომ კაცმა ა.შ.შ. ან ევროპაში გააკეთოს მინიმუმ ეროვნული გმირი და ბინის მფლობელი გახდება.
2016, 16 თებერვალი, 10:27
ხოო, ეგ მეც ვიფიქრე და ნამდვილად სწორი შენიშვნაა... რას ვიზავთ ასეთი ხელისუფლება და მთავრობა გვყავს, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ესეც ჩვენი ბრალია
2016, 16 თებერვალი, 9:57
მართლა უმრავლოს ასეთები ადამიანები..მაგრამ მეს სულ სხვა კითხვები დამებადა:1 საათი ეკავა კაბელი კაცს ცოცხით..აქამდე სად იყო საავრიო ბრიგადა? ეძინათ?....ან ისე რომ აწიო ადამიანმა ხელი მაშინ დაგეღლება და 1 საათი ტვირთთან ერთად!!..რომ ვეღარ გაეძლო ფიზიკურად?....და მეორეც რა კომუნისტების პერიოდია? რა სიგელი რის სიგელი...კაცი ოთხი შვილის მამა გაეცი რაიმე ფულადი პრემია ან რაიმე ფასიანი საჩუქარი გადაეცით თქვე დალოცვილებო..არ არა ამ ქვეყნასა არაფერი ეშველება
2016, 16 თებერვალი, 9:37
საყვარელიი :) უმრავლოს ღმერთმა საქართველოს ესეთი ადამიანები!
0 1 4