x
"თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო"- ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი
16 თებერვალი, 0:39

რუსთავი 2 კერძო სატელევიზიო კომპანიაა საქართველოში. ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა.

"რუსთავი 2" ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქ-შოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში. ამჟამად მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი - 90% და გიორგი გეგეშიძე - 10%, გენერალური დირექტორი კი უკვე ყველასათვის ცნობილი ნიკა გვარამიაა. მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85%-ს შეუძლია. ნიკა აქტიურია მიმდინარე თემებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებით და სრულიად მოურიდებლად ავრცელებს მათ საკუთარი facebook-ის გვერდზე პოსტების საშუალებით. რამოდენიმე საათია მან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:

image


წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვეხმაურები:
1. სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა შემეჯიბრე შენ და შენი ვაკელობა. მიდი, აბა "სოფლელ" ბარბარე სამხარაძეზე და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე. პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო. ყველაფერში უნიჭო.
2. სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა - აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.
მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ სოფლელებმა და ოფიციანტება, თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო.
image

296
13-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოშიყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოში
არ არსებობს რეიტინგი, რომელიც საკამათო არ გახდეს, ეს შეეხება ნებისმიერ...
ალა პუგაჩოვას დიეტის საიდუმლო, რომლითაც 2 კვირაში 10 კილო დაიკლო.ალა პუგაჩოვას დიეტის საიდუმლო, რომლითაც 2 კვირაში 10 კილო დაიკლო.
ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ გადაწ...
ნანუკა ჟორჟოლიანი: მადლობა მიშა ამ ყველაფრისთვისნანუკა ჟორჟოლიანი: მადლობა მიშა ამ ყველაფრისთვის
ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საქართვ...
ლამაზმანები,რომლებიც ახალგაზრდები დაიღუპნენლამაზმანები,რომლებიც ახალგაზრდები დაიღუპნენ
2007 წლის 8 თებერვალს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა სუპერმოდელი, მსახი...
ქვეყანა კი არა, ყანა ვართ- ნიკა გვარამიაქვეყანა კი არა, ყანა ვართ- ნიკა გვარამია
რუსთავი 2 კერძო სატელევიზიო კომპანიაა საქართველოში. ტელეარხი შეიქმნა 1...
12 უჩვეულო კადრი, რომელიც საჭირო დროსაა გადაღებული12 უჩვეულო კადრი, რომელიც საჭირო დროსაა გადაღებული
ფოტოს წამის შეჩერება შეუძლია და ხშირად ამას ძალზედ ეფექტურად...
რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!
დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 80% სარგებლობს სოციალურ ...
"მოპარული ახალგაზრდობა" - ყირგიზი პატარძლების ცხოვრებისეული დრამა!"მოპარული ახალგაზრდობა" - ყირგიზი პატარძლების ცხოვრებისეული დრამა!
ყირგიზეთი სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ ა...