x
image
ბაჯაბაჯა
წარმატებებს გისურვებ, ქართველო ერო.

image















"თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!"
რამდენიმე წლის წინ ალბათ სხვანაირად ჟღერდა, დღეს კი სულ სხვანარიად ჟღერს. სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელობასაც საკმაოდ შეეფერება ეს ლექსი. ისევ მოღალატეებით სავსე ქვეყანა, მიტოვებული და დავიწყებული. ისევ მცირედი ხალხი ვინც მისთვის იბრძვის, უმეტესობა კი თავის ჯიბის გავსებას ლამობს და სამშობლოს თვალის დაუხამხამებლად, გროშებად ყიდის, ძარცვავს და ანადგურებს. ისევ იმაზე მეტი მოღალატე გვყავს ვიდრე ქვეყნის მოყვარე. არ ვიცი რას ვუმზადებთ მომავალს, რის მიღწევას ვცდილობთ ისიც არ ვიცი, უფრო და უფრო ვიკარგებით ამ ცხოვრებაში, რა გვსურს ვერ გაგვირკვევია, დაბნეულები ვართ, "ბედნიერი ერი" ვიყავით და ასეთადვე ვრჩებით. ვერ ვამარცხებთ ჩვენს მანკიერ მხარეებს და არც გვსურს ეს, მთავარია წუთიერად ვიყოთ კარგად და მომავალი აღარ გვადარდებს, ახარც ტყეს ვუნახავთ მომავალს, აღარც ღირსებას, აღარც რაიმე მიზანს რაც ადამიანს განვითარებაისკენ სვლას, სამშობლოსთვის ბრძოლას და ადამიანობის შენარჩუნებას აიძულებს. იმედია ჩვენი მომავალი თაობისთვის არ ვიქნებით ჩვენი წინა თაობის მსგავსნი, იმ თაობის რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა, ქვეყანა მხოლოდ "ჭიქაში" შეიყვარა, ძმები, დები, მშობლები გროშებისთვის დახოცეს და ისევე ჩვენ გვსაყვედურებენ რომ ვერაფერს "ვაღწევთ", არა და ისევე მათ გაფუჭებულს და განადგურებულს ვაღდგენთ, სხვანაირად შეუძლებელი იქნება რაიმის მიღწევა, გამოსწორება. მინდა ჩვენმა თაობამ იმდენი შესძლოს რომ ეს ლექსი მხოლოდ წარსულ დროს დაუკავშირდეს და მათი თანამედროვეობისგან სრულიად განსხვავებული იყოს, მე მჯერა რომ შევძლებთ ამას და თამამად, თავაწეულები დავხვდები მომავალ თაობას, მომავალი დიდების გზაზე.



0
100
6-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0