x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
დიმიტრი შაშკინმა 600 ყალბი ატესტატი გასცა ?!

imageრამოდენიმე დღის წინ ინტერმედია_ზე დაიდო საკითხი რა სიურპრის უმზადებდა დიმიტრი შაშკინი 12 კლასელებს და რა გახდა ქალბატონი მაიას გათავისუფლების მიზეზი და გუშინ ცხადი გახდა ყველაფერი!


"დიმიტრი შაშკინის ნებართვით 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა", - ამის შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა გუშინ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.


გასული წლის აგვისტოში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, დეპარტამენტში პრეტენზიით რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის პრეტენზია ჰქონდათ, თუმცა მათზე ატესტატები გაცემული არ იყო.


"ჩვენმა თანამშრომლებმა ეს მოსწავლეები ბაზაში მოძებნეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილები იყვნენ. ჩვენ განვუცხადეთ, რომ ჩაჭრილი ხარ და ამიტომაც ვერ მიიღებდი მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. მათ წარმოგვიდგინეს ატესტატები. კი ჩავიჭერით, მაგრამ ატესტატი მოგვცესო. ამ მოსწავლეთა რაოდენობა 600-მდეა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.


როდესაც მაია მიმინიშვლი მივიდა ბატონ დიმიტრი შაშკინთან და აღნიშნული
საკითხი განაცხადა მიიღო შემდეგი პასუხი: "მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკურად ასე იყო საჭირო. დიმიტრი შაშკინმა დამაბარა, რომ შენს თანამშრომლებს უთხარი, რომ ეს ატესტატები არის ყალბი და დაწყნარდეს ყველა. ეს არის კრიმინალი", - განაცხადა
ქალბატონმა მაიამ.


მოგეხსენებათ რომ ქალბატონი მაია მიმონიშვილი, ამ ამბავის
შემდეგ რამოდენიმე დღეში გაათავისუფლეს სამუშაოდან, იგი გამოცდების ეროვნული
ცენტრის ყოფილი დირექტორი ბრძანდებოდა !

5
274
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეგა
ლეგა
274
  
2012, 31 მაისი, 12:12
მალე გვეშველება,თუ ერთად ვიდგებით და ცნეხის არ შეგვეშინდება
2012, 30 მაისი, 16:45
მოევლება ყველას... :)
2012, 30 მაისი, 16:38
ხოო :)
2012, 30 მაისი, 16:35
ეს დასაჭერია მაგრამ... :)
0 1 5