x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
10 საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველამ არ იცის (ნაწილიII)
მსოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიაშიც ბევრი საინტერესო ფაქტი

ინახება, რომლის შესახებ ყველამ არ იცის.

დღევანდელ სტატიაში კიდევ 10 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.



1.ერთხელ ციცერონმა სენატის ტრიბუნიდან ხოტბა შეასხა რომაელ სარდალს მარკუს


კრასუსს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე კრასუსი საშინლად გამოლანძღა.

კრასუსმა ჰკითხა: -განა შენ არ იყავი, ცოტა ხნის წინ რომ მაქებდი?

ციცერონმა კი უპასუხა: -მჭერმეტყველებაში გავივარჯიშე, მინდოდა ჩემი სიტყვის ძალა

გამომეცადა ჩალის ფასად ღირებულ საგნებზე ლაპარაკში.


image


2.პასიკია ჯაფარიძეს რაჭაში სტუმარ-მასპინძლობით ჰქონდა სახელი განთქმული.

მას ერთადერთი ინდაური ჰყავდა, რომლებსაც სტუმრების მოსვლისთანავე სტაცებდა ხელს, დაადებინებდა კუნძზე თავს და ცულს მოუღერებდა.

-ქვე შენი ჭირიმე, რა კარგია რომ მოხვედით, ახლავე დაგიკლავთ ამ იდაურსო.

სტუმრები, ცხადია იუარებდნენ: -არა, პასიკია, ნასადილევი ვართ, ნუ შეწუხდებიო.

-კარგი, ქვე შენი ჭირიმე, მეორედ რომ მოხვალთ მაშინ დაგიკლავთ.

დაუშვებდა ხოლმე ცულს პასიკია.

პასიკიას ენაკვიმატი მეზობლების მტკიცებით, ინდაურს პირობითი რეფლექსი გამოუმუშავდა და სტუმრების დანახვისთანავე გარბოდა და კუნძზე დებდა თავს.


image


3. ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს სჯეროდათ, რომ თუ ცისარტყელას ერთ ბოლოს

იპოვიდნენ და იქიდან "გამაიჭვრიდებოდნენ", მეორე ბოლოში საქართველოს დაინახავდნენ.

image



4.ძველი ბერძნები არჩევნებში ხმის მისაცემად მთელ და გახვრეტილ კენჭებს იყენებდნენ.

image



5.მალტის ღვითსმშობლის ტაძარში, გერმანულ საავიაციო ჭურვს ინახავენ, ეს უნიკალური რელიკვიაა. ამ ჭურვმა მე-II მსოფლიო ომის დროს, მალტის დაბომბვისას,

წირვის დროს ტაძრის გუმბათი გაირღვა და მლოცველებს შორის ჩავარდა, ისე რომ არ აფეთქებულა.

image


6.აინშტაინის უკანასკენელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა კაცობრიობისთვის, რადგან მომვლელმა ქალმა გერმანული არ იცოდა.

image


7.ინგლისის მეფე იაკობ II-ს ერთი ქალბატონი ევედრებოდა, მთელი ცხოვრება

ვნატრობ ჩემი შვილი ჯენტლმენად ვიხილო, ჩემი ოცნების ასახდენად თქვენი თვალის

დახამხამებაც კმარა და უარს ნუ მეტყვითო.

მეფემ უპასუხა: "ქალბატონო, მე შემიძლია თქვენს შვილს თავადის ტიტული მივცე,

მაგრამ თუკი მას შესაბამისი აღზრდა არა აქვს მიღებული და თანდაყოლილი თვისებები

არ გააჩნია, ჯენტლმენად მამაზეციერიც ვერ აქცევს!"

image


8.ერთხელ დიოგენეს ჰკითხეს, რატომ არ გსურს, მიჰბაძო ფილოსოფოს კალისთენეს,

რომელიც საამურად ცხოვრობს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარზეო.

დიოგენემ პასუხად მიუგო: "რა უბედურია ადამიანი, რომელიც საუზმობს, სადილობს,

ვახშმობს, წვება და დგება მაშინ, როცა ეს ალექსანდრეს მოეხასიათება."


image


9.სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრე მაკედონელი გზად ბერძნულ ქალაქ ლამპსაკს

მიადგა, რომლის მაცხოვრებლებსაც სპარსული ორიენტაცია ეკავათ.

ქალაქის მაცხოვრებლები შეშინდნენ, ალექსანდრე ქალაქს მიწასთან გაასწორებსო და

მაკედონელთა მეფეს, მისი მამის, ფილიპეს, მეგობარი ფილოსოფოსი ანაქსიმენე

მიუგზავნეს.

ალექსანდრე დანახვსთანავე მიხვდა რის სათხოვნელად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი

და შორიდანვე მიაძახა: "ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ შენს თხოვნას!"

ანაქსიმენე არ დაიბნა და ალექსანდრეს უთხრა: "მეფეო, მე გთხოვ, დაანგრიო ქალაქი!".

ალექსანდრემ ფიცი ვეღარ გატეხა და ლამპსაკი დანგრევას გადარჩა.


image

10. სიკვდილის წინ პეტრე პირველს თავის მემკვიდრედ არავინ დაუსახელებია, რადგან

ნარცისიზმით დაავადებულ მეფეს, რომელმაც საკუთარი შვილიც კი მოკლა,

ფიქრადაც არ გაუვლია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ საერთოდ ვინმე

გამეფდებოდა.

image





ბევრი ფაქტის შესახებ მეც არ ვიცოდი და იმედი მაქვს თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

4
687
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
687
  
2016, 15 თებერვალი, 15:49
დიდი მადლობა :)
2016, 15 თებერვალი, 15:48
ნამდვილად, კარგი და ძალიან საინტერესო სტატიაა!!!
2016, 15 თებერვალი, 14:29
მადლობ
2016, 15 თებერვალი, 14:24
ძალიან ძალიან საინტერესო იყო. გავაზიარე
0 1 4