x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ბავშვზე ძალადობა - რა უნდა მივიჩნიოთ საფრთხის მანიშნებლად

imageდღევანდელ
საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებული ფაქტია ბავშვების მიმართ ძალადობა. თავის მხრივ ძალადობად ითვლება
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების განზრახ
გამოყენებას რეალური ან მუქარის სახით. ის შეიძლება მიმართული იყოს საკუთარი თავის,
სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან თემის წინააღმდეგ, რომლის შედეგსაც წარმოადგენს სხეულის
დაზიანებები, ფსიქოლოგიური ტრავმა, გადახრები განვითარებაში და ზოგ შემთხვევაში სიკვდილიც
კი. ძალადობად ითვლება ისეთი ქმედება, რომელიც არის წინასწარგანზრახული, არაწინასწარგანზრახული
უბედური შემთხვევები არ შეიძლება ძალადობის ფაქტს მივაკუთვნოთ.

რამდენადაც
ხშირია ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, იმდენად ხშირია, ძალადობის, როგორც ფაქტის დამალვის,
ან უარყოფის მცდელობაც. ზოგჯერ, მშობელი, ან აღმზრდელი უარყოფს ძალადობის ფაქტს, დაზიანებებს
ბავშვის სხეულზე უძებნის სხვადასხვა ახსნას, რამაც შეიძლება კიდევ უფრო უარყოფითად
იმოქმედოს ბავშვზე.


იმისათვის,
რომ მზრუნველს მხედველობიდან არ გამორჩენს ბავშვზე ძალადობის კვალი და ამხილოს მოძალადე
აღმზრდელი, ან თუნდაც სხვა პირი, აუცილებელია მან იცოდეს ის, თუ რა სხეულებრივი და
ფსიქიკური ცვლილებები უნდა მიიჩნიოს ძალადობრივი
ქცევის გამოსააშკარავებლად.


მთავარი
კითხვა, რომელიც მოზრდილმა საკუთრ თავს უნდა დაუსვას, არის შემდეგი - შეიძლებოდა თუ
არა, რომ ეს ტრამვა ბავშვს შემთხვევით გასჩენოდა? ისეთმა აშკარა ფიზიკურმა ნიშნებმა,
როგორიცაა სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, ნაკაწრები, შეშუპებები და კანის სხვა
დაზიანებები ან ჭრილობები უნდა გვაფიქრენოს, რომ რაღაც მოხდა და საჭიროა სიტუაციის
გაშიფვრა.


ფიზუკური
ძალადობის შემთვევაში, საფრთხის ნიშნად მოზრდილმა შეიძლება მიიჩნიოს სხვადასხვა ფერის
ჩალურჯებები სხეულზე, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი მიღებულია სხვადასხვა დროს. ჩალურჯების
ფრომა და ადგილი შეიძლება მიუთითებდეს, თუ როგორ მოხდა ტრავმის მიღება და რა საგანი
იყო გამოყენებული. ასევე საფრთხის მანიშნებელია, როცა ბავშვი ამბობს - „არ ვიცი როგორ
მოხდა ეს“, ანუ ის ვერ იძლევა განმარტებას. შეიძლება განმარტებები იყოს არაადეკვატური, ამ ყოველივეს კი იწვევს მოძალადისგან
ბავშვის დაშინება.


ძალადობის
ფაქტზე მიუთითებს თავად ბავშვის ქცევაც. მაგალითად, თუ ის ფრთხება, როცა გვერდით ვინმე
ტირის, ან თვალზე ხელს იფარებს და გვერდზე იწევა მოულოდნელი მოძრაობისას. შეიძლება
ის იყოს აგრესიული და გაღიზიენებული, ან ზედმეტად მორჩილი/პასიურია. ხშირია შემთხვევა, როცა მოძალადე მშობლის ყოლის
დროს ბავშვს ეშინია მისი და არ უნდა სახლში წასვლა.


სხვა
სიტუაციაა სექსუალური ძალადობის დროს. ბავშვბები ამ დროს თითქმის ვერ აცნობიერებენ
რა მოხდა, რცხვენიათ ამის და არ საუბრობენ ფაქტზე. სექსუალური ძალადობა უშუალოდ არღვევს
სხეულის საზღვრებს, ამიტომ მისი შედეგიც შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ქცევაში. სექსუალური
ძალადობა განცდილი ბავშვი ზოგჯერ მალავს საკუთარ სხეულს, ამბობს, რომ მისი სხეული უშნოა,
ბინძურია, ან პირიქით, ცდილობენ საკუთარი სხეულის დემონსტრირებას, ითხოვს, რომ ადამიანებმა
ტანსაცმელი გაიხადოს, აქვს ასაკისათვის შეუფერებებლი სექსუალური ცოდნა, საჯაროდ ეწევა
მასტურბაციას და შეიძლება სხვა ბავშვებთან და სათამაშოებთან სქესობრივი აქტის ან ორალური
სექსის იმიტაციას ახდენდეს. ამ საკითხის შეფასებისას და ამ თემაზე ბავშვთან საუბრისას
მოზრდილებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. ჩამოთვლილი თვისებებიდან სექსუალურ ძალადობა
განვლილ ბავშვს თუ მხოლოდ ერთი აღენიშნება ეს არის საკმარისი, რომ ვიეჭვოთ, რომ მასზე
განხორციელდა ძალადობის ეს ფრომა.


ძალადობის
ყველაზე ძნელად ამოსაცნობი ფორმაა ემოციური ძალადობა, რადგან ის სხეულზე ფიზიკურ კვალს
არ ტოვებს. მისი უარყოფითი შედეგები შეიძლება მხოლოდ ბავშვის ქცევასა და ემოციურ რეაქციებში
გამოვლინდეს. ემოციური ძალადობის მქონე ბავშვს აღენიშნება მეტყველების დარღვევები,
ფსიქოსომატური ჩივილები, შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა, ასევე დეპრესიული მდგომარება,
მოზრდილზე ზედმეტად დამოკიდებულება, ხშირი ტყუილები და ასაკთან შეუფერებლად დიდობა,
ან პირიქით, ინფანტალურობა.


ძალადობის
კიდევ ერთი ფორმაა უგულებელყოფა, რომლის არსზეც თავად ფორმის სახელწოდებაც მიუთითებს.
ამ დროს დაუკმაყოფილებებლია ბავშვის საჭიროებები, ეს შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური,
ასევე მორალური. უგულებელყოფილი ბავშვი ხშირ შემთხვევაში სუსტად განვითარებულია და
ძალიან სუსტია, აღენიშნება კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები, უძნელდება ყურადღების
კონცენტრირება, არის მუდმივად მშიერი. ასევე
ძალადობის ამ ფორმა განცდილ ბავშვს ხშირად კონტაქტი აქვს სხვადასხვა უფროსთან, რაც
ვლინდება იმაში, რომ ბაღში ხან ერთი უფროსი აკითხავს, ხან მეორე. კიდევ ერთი მანიშნებელი
თვისება არის ის, რომ ასეთი ბავშვები ჰიგიენურად თითქმის ყოველთვის მოუწესრგებლები
არიან. ამ ფაქტის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის ცხოვრების რეალური პირობებს,
რადგან ამა თუ იმ გარემოებაზე შეიძლება სოციალური გარემო ფაქტორების ახდენდნენ ზემოქმედებას.




ბაია კუბლაშვილი

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0