x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მოპარული ახალგაზრდობა" - ყირგიზი პატარძლების ცხოვრებისეული დრამა!
ყირგიზეთი — სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. მთიან და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ყირგიზეთს ესაზღვრებიან: ყაზახეთი ჩრდილოეთიდან, უზბეკეთი დასავლეთიდან, ტაჯიკეთი სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩინეთი აღმოსავლეთიდან. ქვეყნის დედაქალაქია ბიშკეკი. ყირგიზეთს 2000 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და იმპერიის პერიოდებს მოიცავს. მიუხედავად გეოგრაფიული იზოლაციისა, რაც მისი უკიდურესად მთიანი რელიეფითაა განპირობებული და რაც ქვეყანას მისი უძველესი კულტურის შენარჩუნებაში დაეხმარა, ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა, როგორც აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი დიდი ხნის განმავლობაში იყო დასახლებული დამოუკიდებელი ტომებისა და თემების შთამომავლებით, ქვეყანა პერიოდულად ექცეოდა უცხოელთა ბატონობის ქვეშ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მოიპოვა.


image




ყირგიზი პატარძლების დრამა!


ყირგიზეთში არის უცნაური ტრადიცია, რომელსაც ჩვენთან "გოგოს მოტაცებას"


ეძახიან. "ala kachuu"- ეს არის ამ ტრადიციის სახელწოდება ყირგიზულად.


image


ამ ტრადიციას თუ შევადარებთ, ქართულ გოგოს მოტაცების ტრადიციას,

განსაკუთრებით XXI საუკუნეში, მაშინ ძალიან ბევრ განსხვავებას შევნიშნავთ.

ყირგიზულ ტრადიციაში არ არსებობს არანაირი დანდობა, სიყვარული, ასაკი

და შეთანხმება. გოგონებს იტაცებენ და არც ეკითხებიან უყვართ თუ არა,

რჩეულ გოგოსთან დაოჯახებისთვის ყველაფერს აკეთებენ, შესაძლოა

ადგილზე მისვლისთანავე გოგონას ძალით გაუპატიურებაც.


image


მსგავსი ტრადიციები ცენტრალურ აზიაში ძალიან არის გახშირებული. აქედან

გამომდინარე ოჯახის შენარჩუნებაც იშვიათია, ხშირ შემთხვევაში პატარძლები

რამოდენიმე წელში მეუღლეებს ღალატობენ, ან კიდევ ძალადობის მსხვერპლნი

ხდებიან. ჯამში ძალით სიყვარული არ არსებობს, ისინი დაშორებით ასრულებენ

ამ უსიამოვნო შეუღლებას.


image


დედაქალაქ ბიშკეკში, ერთ-ერთ ქალთა ორგანიზაციის კვლევების თანახმად,

ყოველწლიურად დაახლოებით 11 800 გოგონას არაკანონიერად და უსიყვარულოდ

იტაცებენ. აქედან სავარაუდოდ 2000-ზე ძალადობენ და აუპტიურებენ.


image


ქვეყანაში გოგოს მოტაცება აკრძალულია. მომტაცებელს მინიმუმ 3 წელი ციხე

ეკუთვნის, მაგრამ სტატისტიკურად, მოტაცებულ 700 გოგონადან საშუალოდ ერთი ჩივის.


image


რა თქმა უნდა გაინტერესებთ რატომ ჩივის მხოლოდ ერთი? იმიტომ

რომ არაქალიშვილი გოგონა ოჯახში აღარავის უნდა, სამწუხაროდ ასეა

ყირგიზეთში.


image


თუ გოგონას მოიტაცებენ, ერთი დღეც რომ დარჩეს ბიჭის ოჯახში, არ აქვს

მნიშვნელობა ექნებათ თუ არა მათ სექსუალური კავშირი, გოგონა ოჯახში

შესაშვები აღარაა, რადგან ყველა მეძავის თვალით შეხედავს, ეს რეალური

ფაქტია, სადაც ნათლად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნების განვითარების

დონე.


image


მოტაცებულ გოგონას აქვს მხოლოდ ორი არჩევანი: ან უნდა დარჩეს მასთან, ან კიდევ

დაბრუნდეს მშობლებთან. მაგრამ ორივე არჩევანი ამ შემთხვევაში ტანჯვა-წამების

ტოლფასია. თუ დაბრუნდება ოჯახში, მათ სახელს და ნამუსს შეარცხვენს, ხოლო

თუ კი დარჩება, მაშინ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთში უცნობ ადამიანთან ერთად

მოუწევს ცხოვრება.


image


სამწუხაროდ ქვეყანაში ბევრჯერ დაფიქსირდა თვითმკვლელობის შემთხვევა.

გოგონები რომელიც ვერ ირჩევენ სახლში დაბრუნდნენ თუ უცნობ კაცთან

შეუღლდნენ, ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობამდე მიდიან.


image


გამომძიებელ რასელ კლეინბახის კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყირგიზეთის

მოქალაქეების 50% "ala kachuu"-ს ტრადიციების მიხედვით დაოჯახდნენ.


image


ყირგიზეთის მთავრობა ამ ტრადიციას არ ემხრობა, მაგრამ არც კრძალავს.

2016 წლის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებით 17 წელზე

ქვემოთ გოგონას მოტაცებაზე სამუდამო პატიმრობა დაწესდა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






გვიყვარდეს საქართველო, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს.... ხომ ხედავთ

რა ხდება სხვაგან?!





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
















5
1113
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1113
  
2016, 15 თებერვალი, 18:29
კარგი ნამუშევარი და კარგი ინფორმაციაა, დიდი მადლობა ალექს
2016, 15 თებერვალი, 15:11
გეთანხმები მაგრამ დღეს იგივე სიტუაციაა აღარაა
2016, 15 თებერვალი, 15:03
და რა საქართველოში ზუსტად ასეთი ვითარება იყო ამ საკითის მიმართ 70 წლებიდან 2000 წლების მიწურულამდე.ზუსტად ასეთი
2016, 15 თებერვალი, 12:55
დიდი მადლობაა
2016, 15 თებერვალი, 12:55
რა საშინელებაა. სტატია კი ძალიან კარგი, როგორც ყოველთვის. გავაზიარე რა თქმა უნდა.
0 1 5