x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე"-პასუხი ჩიორა თაქთაქიშვილს
image
რამდენიმე დღის წინ ჩიორა თაქთაქიშვილი და მისი ოჯახი სკანდალში გაეხვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დეპუტატის მამამ მაღაზიიდან საკვები პროდუქტი მოიპარა. ახალი სკანდალიც აგორდა. ინციდენტი სუპერმარკეტ "ზღაპარში" მოხდა და სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ ყველაფერს ადასტურებენ შსს-ს პრესსამსახურშიც.

საზოგადოების ნაწილი მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ ჭრილში არიქვამს. ჩიორა თაქთაქიშვილი წერდა: "ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!

გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერ-მარკეტში?

ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! საუბარია ფილა შოკოლადზე და კარაქზე. ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო, იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.

და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!

აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!

ძალიან ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!

უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემს გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!

ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენსკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?"

მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი თეა პერტაია:

" • ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე;


• მაღაზიის დაცვამ და მენეჯერმა შეატყობინა პოლიციას და მოხდა შესაბამისი რეაგირება, რაც კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი;

• მხილებული პირი ხელწერილით გაუშვეს;

• სამინისტროს საზოგადოებასათან ურთიერთობის დეპარტამენტის სტანდარტი საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ჩვენს ინტერესებში შედიოდეს;

• შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამ ფაქტის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ამავე მიზეზით, ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან.

P.S.გაკვირვებული, მართლა გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია ასეთი ფაქიზი თემებით..."


imageimage







0
1324
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0