x
გენიოსობა და სიგიჟე
15 თებერვალი, 0:03

image
არის თუ არა ჭეშმარიტების მარცვალი მდგრად რწმენაში, რომ გენიოსობა და სიგიჟე მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს?
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის გარიჟრაჟზე ბენჟამინ რაშმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთმა ხელმომწერმა და ამერიკული ფსიქიატრიის დამაარსებელმა, საინტერესო რამ აღწერა: „ტვინის აღგზნებულ მდგომარეობაში, გონება ზოგჯერ არა მხოლოდ უჩვეულოდ ძლიერი და გამახვილებულია, არამედ, ის მანამდე შეუმჩნეველ და აღმოუჩენელ ნიჭსაც ავლენს. სიგიჟის ასეთ მდგომარეობას ხშირად სდევს თან მჭვრეტელობის, პოეზიის, მუსიკის და მხატვრობის ნიჭი“.



კლინიკურმა დაკვირვებებმა და ზოგადად ისტორიამ უამრავი ფაქტი შემოგვინახა იმაზე სასაუბროდ, რომ ნამდვილად არსებობს რაღაცა მისტიური კავშირი სიგიჟესა და გენიოსობას შორის. სტატისტიკური მონაცმები გვიჩვენებს, რომ ცნობილი პოეტების,
მსახიობების, ლიდერებისა თუ მეცნიერების დიდ ნაწილს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. განსაკუთრებით გუნება-განწყობილების აშლილობა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ცნობილი ფილოსოფოსი არისტოტელე თავის შრომებში საუბრობდა იმაზე, რომ პოლიტიკოსები, არტისტები, პოეტები და ფილოსოფოსები ხასიათდებოდნენ „მელანქოლიისკენ“ მიდრეკილებით.



ბევრი ხელოვანი და მწერალი, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა გუნება-განწყობილების აშლილობის ეჭვი, საუბრობს შთაგონების პერიოდებზე, როცა
აზრები მიჰქრიან, აღტაცებულნი არიან და ახალი ასოციაციები წარმოიქმნება. ალბათ, რაღაც, რაც იმთავითვე დამახიასითებელია მანიის (აწეული გუნება-განწყობილების) მდგომარეობისთვის, აღვივებს კრეატიულობას და როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებენ, კრეატიულობა სწორედ მანიის ეპიზოდებთან ასოცირდება. მანიის ეპიზოდებს კი, როგორც ცნობილია, თითქმის ყოველთვის მოსდევს დეპრესიის ეპიზოდებიც, რაც ხსნის იმ ფაქტსაც თუ რატომ ასრულებენ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს სუიციდით.


იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არსებობს კორელაცია ფსიქიკურ აშლილობასა და გენიოსობას შორის „Karolinska Institute“-ის შვედმა მეცნიერებმა
გამოიკვლიეს თავის ტვინი, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ კრეატიული ადამიანის გონება ძალიან ახლოს დგას შიზოფრენიით დაავადებულთა გონებასთნ, უფრო კონკრეტულად ორივე კატეგორიის ადამიანებს, იმ რეცეპტორების ნაკლებობა აქვთ, რომელიც ფილტრავს და მართავს ფიქრებს. სწორედ ესაა ის თავისუფალი პროცესი, რომელიც კრეატიულ ადამიანებს აძლევს საშუალებას „იფიქრონ ყუთის გარეთ”.



ედგარ ალან პო -ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, კრიტიკოსი
და ამერიკული რომანტიკული მიმდინარეობის ერთ-ერთი ლიდერი; აბრაამ ლინკოლნი-ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი; ვინსენტ ვილემ ვან გოგი-ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი; ერნესტ ჰემინგუეი-ნობელის და პულიცერის პრემიის ლაურეატი; ტენესი უილიამსი- პულიცერის პრემიის ლაურეატი; ვირჯინია ვულფი; სალვადორ დალი; ჯონ ნეში; ისააკ ნიუტონი. ეს მცირე ჩამონთვალია იმ ცნობილ ადამიანთა, რომლებმაც თავისი „სიგიჟით“ წარუშლელი
კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში. მათი შემოქმედება უდავოდ ფასდაუდებელია.


მიუხედავად ყველაფრისა კითხვა-„რეალურად არის თუ არა გენიოსთა ხვედრი ფსიქიკური აშლილობის ქონა?’- მაინც პასუხგაუცემელი რჩება და შემდგომ კვლევას საჭიროებს.

119
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნინო არჯევანიძე
ნინო არჯევანიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ჯესიკა ალბას იდეალური სხეულიჯესიკა ალბას იდეალური სხეული
34 წლის ულამაზესი მსახიობი და მოდელი ჯესიკა ალბა ამ ბოლო დროს ხშირად იღებს მონაწილ...
არისტოტელე-დღემდე მოტანილი სიმართლე.არისტოტელე-დღემდე მოტანილი სიმართლე.
ჩვ.წ.-აღ-ამდე 367 წელს არისტოტელე ათენში პლატონის აკადემიაში შევიდა.347 წე...
5  ილუზიონისტი,რომლებიც ნომრის შესრულების დროს დაიღუპნენ5 ილუზიონისტი,რომლებიც ნომრის შესრულების დროს დაიღუპნენ
1-ჩარლზ როუენი , აგრეთვე ცნობილი როგორც "Karr the Magi...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისაი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერ...
მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!
ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
სტივ ჯობსის  "დროის  კაფსულა" მიწიდან ამოთხარესსტივ ჯობსის "დროის კაფსულა" მიწიდან ამოთხარეს
კომპანია Apple-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის მიერ მიწაში დაფლულ...
აი რატომ იღებენ სისხლს არათითიდან!აი რატომ იღებენ სისხლს არათითიდან!
რა არ გიყვარდა ბავშვობაში ყველაზე მეტად? პირადად მე _ თითიდან სისხლის აღება....